25 ოქტომბერი 2024, 17:37 / სანდო წყარო

The American Conservative: ამერიკის საგარეო პოლიტიკა კვლავ მისსავე საწინააღმდეგოდ მუშაობს საკვანძო გეოსტრატეგიულ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში

გამოცემა The American Conservative სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და საქართველოში მიმდინარე პროცესების თემაზე ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

გთავაზობთ The American Conservative-ის სტატიას.

„ამერიკის საგარეო პოლიტიკა კვლავ მისსავე საწინააღმდეგოდ მუშაობს საკვანძო გეოსტრატეგიულ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ეს მთიანი ლანდშაფტი, დასავლეთ ნახევარსფეროს მიერ, ტრადიციულად, ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლურ ბასტიონად განიხილება, ერთგვარ საზღვრად ევროპასა და აზიას, ისლამსა და ქრისტიანობას შორის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბრძოლის ველს წარმოადგენდა ისეთი ძალებისთვის, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი და ირანი. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადგილობრივმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა დაიბრუნეს, რის შედეგად, გაიხსნა კარი მათი დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციისთვის.

საქართველო დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ფასდაუდებელ პარტნიორად, ე.წ. ავანპოსტად იქცა. თუმცა, ეს თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ დგას, საქართველოს „უცხოური აგენტის“ კანონის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების გამო. ამ გეოპოლიტიკური ჩიხის არსი მდგომარეობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის არასწორ აღქმასა და ევროატლანტიკურ სივრცეში მისი როლის გაურკვევლობაში. საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსული. მას დიპლომატიური კავშირიც კი არ აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან და ყოველმხრივ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში. გარდა ამისა, საქართველო რუსეთის ნაწილობრივი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთისა და მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ომების შედეგად, რაც ფაქტობრივად ხელს უშლის ნებისმიერ ორმხრივ პოლიტიკურ თანამშრომლობას ან თუნდაც დიალოგის წარმართვას თბილისსა და მოსკოვს შორის.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა და მას შემდეგ არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავისი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ღირსეული და სანდო პარტნიორია. საქართველო თავისი ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპული პერსპექტივის ერთგულია. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ახლა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ იმყოფება, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, 2017 წელს, ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა. მთავრობა მოწინავე იყო, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებაში. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო მიესალმა მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით. საქართველო არის რეგიონული ლიდერი ანტიკორუფციულ ღონისძიებებში, რასაც მოწმობს საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელშიც საქართველომ გადაუსწრო ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალეა. მთავრობამ გადაჭარბებული სუპერ-საპრეზიდენტო სისტემაც კი შეცვალა საპარლამენტო დემოკრატიით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, სრულად პროპორციული საპარლამენტო ხმის მიცემის სისტემა შემოიღო.

თუმცა საქართველო ვერ შეცვლის გეოგრაფიას და ვერც ისტორიის გადაწერს. ის რუსეთის უღლის ქვეშ იყო ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და იძულებულია შეინარჩუნოს პრაგმატული კავშირები მეზობლებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ბირთვული ძალაა. რუსეთთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნება საკვანძო საკითხია საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ვერ უზრუნველყოფენ ალტერნატივების შექმნას საქართველოს ტრადიციული საექსპორტო ბაზრებისა და კასპიის წიაღისეული საწვავისთვის, რომელიც რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის. დღეს თურქეთი საქართველოს უდიდესი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სიდიდით მეორე ეკონომიკური პარტნიორია. ძირითადი განვითარების პროექტები, როგორიცაა მაგალითად ანაკლიაში საზღვაო პორტის შექმნა, ჩინეთმა უნდა განახორციელოს და ეს დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთის ჩართულობა და ინვესტიციები ნაკლებია.

გათიშვა და დეგლობალიზაცია მთავარი საფრთხეა საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც პრაგმატულ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეყრდნობა ცენტრალურ ევრაზიაში. ძალაუფლების ბლოკების რეფორმირება საერთაშორისო ასპარეზზე და სამხედრო კონფლიქტების ესკალაცია სამეზობლოში ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოსთვის. ეს არის იზოლირებული ქვეყანა დიდი და საშუალო ძალების საზღვრებზე; მას არ შეუძლია გარისკოს და დაუპირისპირდეს თავის ძლევამოსილ მეზობლებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისმა დასავლელმა პარტნიორებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხოების გარანტიები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

ბევრი ქართველი სვამს კითხვას: „დასავლეთის ეკონომიკური და თავდაცვითი ქოლგის გარეშე, რა რჩება საქართველოს ევროატლანტიკურ პარტნიორობისგან?” ისინი ხედავენ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლიბერალური დემოკრატიის ამერიკულ ექსპორტზე, ვოუკიზმსა და კულტურულ ომზე. საქართველო არის ძალიან კონსერვატიული საზოგადოება, ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქრისტიანული ერი დედამიწაზე, რომელიც ამაყობს თავისი ხანგრძლივი ისტორიით, უძველესი კულტურით და სოციალური ღირებულებებით. ისეთი დისკურსები, რომლებიც ტრადიციულად მარგინალური იყო საქართველოში, მაგალითად ვიუკიზმი, ხელოვნურად წარმოიქმნება სამოქალაქო აქტივიზმის გარკვეული სფეროების მიერ. ამის ერთ-ერთი მაგალითია „თბილისი პრაიდი“, რომელიც დაფინანსებულია „ამერიკის ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის“, გაეროს და ჰოლანდიის მთავრობის მიერ, რამაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია საქართველოში.

რაც შეეხება ერთსქესიანთა ურთიერთობას, ამ საკითხთან მიმართებით, ქართველებს ყველაზე კონსერვატიული საზოგადოებრივი აზრი აქვთ მთელ ევროპაში, 84% ამბობს, რომ ეს არასწორია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2008 წლიდან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა 17-დან 32%-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კარგავენ როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოს ნდობას, არის მათი აშკარა დამოკიდებულება უცხო ძალებზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. ამ ორგანიზაციების დაახლოებით 90% მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია უცხოურ, პირველ რიგში, ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე და მათი მხოლოდ ნახევარი ამზადებს წლიურ ფინანსურ დეკლარაციებს. აქედან კი მხოლოდ 26% ქვეყნდება.

საქართველოში დაახლოებით 26000 არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 143 მოქალაქეზე ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც სულ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი გლობალური სტანდარტებით ძალიან მაღალია. არც საზოგადოებამ და არც მთავრობამ ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა, ვინ უხდიდა ამ ორგანიზაციებს ფულს და როგორ ხარჯავდნენ ისინი. გამოვლინდა რამდენიმე ექსტრემალური მაგალითი, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოში. მაგალითად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ოპოზიციის აქტივისტებს USAID-ის თანხით შესთავაზა „რევოლუციის სემინარი“ და 2023 წელს სერბი რევოლუციის ექსპერტებიც კი მოიწვია საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი, რამაც „ქართული ოცნების“ მთავრობა მიიყვანა დასკვნამდე, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში გამჭვირვალობაა საჭირო. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ – ე.წ. „რუსული კანონი” ან „უცხოელი აგენტის კანონი” – წარმოადგენს ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებას, გამჭვირვალობას, მაგრამ იგი დაგმობილია, როგორც ანტიდემოკრატიული. მას ვერ შევადარებთ რუსეთის კანონმდებლობას უცხოური აგენტების შესახებ, რომელმაც ფაქტობრივად შეზღუდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიასაშუალების და თუნდაც ცალკეული პირების საქმიანობა; საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ 9000 აშშ დოლარის ერთჯერად ჯარიმას აწესებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავიანთი სახსრების 20%ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ და რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ.

კიდევ ერთი კანონმდებლობა, რომელმაც დასავლეთში აღშფოთება გამოიწვია და ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები განაახლა, არის კანონი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც მიღებული იქნა სექტემბერში. აღნიშნული კანონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთსქესიანთა ქორწინების არსებულ აკრძალვას, კრძალავს სქესის შეცვლის ქირურგიას, ხსნის ნიადაგს პრაიდის ღონისძიებების უკანონოდ გამოცხადებისთვის, ცისარტყელას დროშის საჯარო გამოფენისთვის და LGBTQ პროპაგანდისთვის. კანონმდებლობას ფართოდ უჭერს მხარს ქართული საზოგადოება, მაგრამ ეს უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენს დასავლური კრიტიკისთვის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მედიის ცენზურის და გამოხატვის თავისუფლების საფრთხის გამო. შურისძიების მიზნით, ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა კომისიას გაყინოს ყველა ის თანხა, რომელსაც საქართველო იღებს ევროპიდან, ხოლო აშშ-მა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა მთავრობის წარმომადგენლებს.

თუმცა სანქციების რეჟიმი საპირისპირო შედეგის მომტანია. შეერთებული შტატების ან ევროკავშირის არცერთი სანქცია არ შეცვლის საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსერვატიული სოციალური ღირებულებების დაცვის კუთხით. უფრო მეტიც, როდესაც ქართველები აღმოაჩენენ, რომ გერმანიამ გაყინა მათი ძნელად მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რომ აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის მიუხედავად, ისინი დაკარგავენ იმ ნდობას, რაც ევროატლანტიკურ ბლოკში მიღებისთვის ჯერ კიდევ შერჩათ. დროა ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებებმა გაიხსენონ ისტორიის გაკვეთილები და ის ფაქტები, თუ როგორ ვერ მიაღწიეს თავიანთ შედეგს კუბაზე, ერაყსა და ირანზე დაწესებულმა სანქციებმა. მოდით, ნუ დავუშვებთ იგივე შეცდომას სამხრეთ კავკასიაში”.

ყველა სიახლე

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

მე ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში და აშშ, რომელიც იყო ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური წარმატების მთავარი გარანტი, ევროკავშირს აღიქვამს კონკურენტად და აღარ აღიქვამს პარტნიორად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ყველა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ისეთი დიდი ინდუსტრიული ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, აანალიზებენ იმას, რომ არჩევნების შედეგად, სისტემური პარტიების მეშვეობით, ისინი ვერ ცვლიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ, ამ შემთხვევაში მერციც და მაკრონიც, არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგებზე საუბრისას.

სანდრო ბაზაძე

20 სექტემბერი 2026, 23:11

სპორტი

სანდრო ბაზაძე საერთაშორისო ტურნირ „სატელიტის“ გამარჯვებულია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის, „სატელიტის“ გამარჯვებულია.

20 სექტემბერი 2026, 22:12

კულტურა

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

საბედნიეროდ, ყველა ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო. მათი სახელები და გვარები თავად ჰყვებიან ყველაფერს განვლილ გზაზე, ნიჭზე, პატრიოტიზმსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მათ ქვეყნის ცხოვრებაში შეაქვთ.

იაგო ხვიჩია

20 სექტემბერი 2026, 22:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

20 სექტემბერი 2026, 21:40

კულტურა

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.

20 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.

20 სექტემბერი 2026, 21:23

მსოფლიო

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.

ვატო შაქარიშვილი

20 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.

20 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

20 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.

ბექა ძამაშვილი

20 სექტემბერი 2026, 20:46

ეკონომიკა

ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

20 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.

20 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაფინანსებული საბოტაჟი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით ქვეყანა ზიანდება. ამის მაგალითია ეროვნული ინტერესებით შეფუთული საბოტაჟი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და შემდეგ სახელმწიფოსთან ენკას სამართლებრივი დავა.

20 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.