პიტერ სიიარტო: დასავლეთში, პოლიტიკურ ლიდერებს უკვე ესმით, მაგრამ საჯაროდ აღიარებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ მათ ძალიან არასწორი და ცუდი სტრატეგია აირჩიეს უკრაინაში, სტრატეგია შესაცვლელია, სამშვიდობო სტრატეგია არის საჭირო
პიტერ სიიარტო
ფოტო: Getty Images
ტრანსატლანტიკურ სამყაროში ვითარება არის ძალიან მძიმე. ვითარება არის ძალიან ცუდი, ვინაიდან დასავლეთში პოლიტიკურ ლიდერებს უკვე ესმით, მაგრამ საჯაროდ აღიარებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ მათ ძალიან არასწორი და ცუდი სტრატეგია აირჩიეს უკრაინაში, - განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წამყვანმა ლეო სიხარულიძემ მას ჰკითხა: „თქვენ ახსენეთ უცხოური გავლენები. უცხო ძალების და ფინანსების ჩარევა შიდა საქმეებში. ერთი წამით დავუშვათ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ მომხდარიყო, მიგაჩნიათ თუ არა, რომ დასავლეთიდან წამოსული განცხადებების ტონი იგივე იქნებოდა როგორც უნგრეთის, ასევე საქართველოს მიმართ?“.
პიტერ სიიარტოს განცხადებით, დასავლეთის სტრატეგიამ უკრაინასთან მიმართებაში არ გაამართლა და ახლა მათ ამის აღიარება უჭირთ.
„დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის ომი საკუთარ ომად გამოაცხადა, მეორე მხრივ ნათელია, რომ ამ ომში უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. ეს კი ნიშნავს, რომ ის, ვინც ამ ომს საკუთარ ომად მიიჩნევს, ასევე დამარცხებულია.
სტრატეგიამ, რომელიც დიდი რაოდენობით შეიარაღების მიწოდებას გულისხმობდა, სანქციებზე დაფუძნებულმა სტრატეგიამ, უბრალოდ არ გაამართლა. სანქციები არ მუშაობს, მიწოდებულმა შეიარაღებამ კი ბრძოლის ველზე ვითარება ვერ შეცვალა. თუ ამ შეიარაღებას აქვს ეფექტი, მაშინ უკრაინა ტერიტორიებს უნდა იბრუნებდეს, რეალობა კი საპირისპიროა - რუსეთი მიიწევს წინ.
სტრატეგია შესაცვლელია, სამშვიდობო სტრატეგია არის საჭირო, სწორედ ამიტომაც ვართ კეთილგანწყობილნი თქვენი ხელისუფლების განცხადებების მიმართ. ვგულისხმობ განცხადებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ.
საქართველოს მთავრობასაც უტევენ უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე „ქართული ოცნების“ სამშვიდობო მიდგომის გამო. უნდა გვესმოდეს, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა ევროპაში, პოლიტიკურ ლიდერთა შორის მაინც უმცირესობაში ვიმყოფებით, მაგრამ როდესაც საქმე გლობალურ პოლიტიკურ არენას ეხება, ჩვენი ორი სახელმწიფოს მსგავსი სამშვიდობო მიდგომა, უდიდესი უმრავლესობის პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ყველა სიახლე
27 მარტი 2026, 11:37
მსოფლიო
მედია: ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ჩაიძირა
ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ირანის კეშმის კუნძულთან ჩაიძირა. ინფორმაციას ტაილანდური მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 11:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს ბევრს არ აწყობს, ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება
კონკრეტული ჯგუფების მცდელობას - ეკლესიის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინათ, პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება იმ მოვლენებზე, რომელიც წლებია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და რომელიც მათივე თქმით, გარედან არის მართული.
27 მარტი 2026, 11:19
კულტურა
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა.
27 მარტი 2026, 11:15
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს.
27 მარტი 2026, 11:05
რეგიონი
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, სათაფლიასა და ნავენახევის მღვიმის მიმდებარედ, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის ფარგლებში, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, სათაფლიასა და ნავენახევის მღვიმის მიმდებარედ, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
27 მარტი 2026, 11:05
რეგიონი
ბათუმის ცენტრალური პარკიდან უნებართვო კონსტრუქციების გატანა მიმდინარეობს
ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვო, უსახური კონსტრუქციებისა და ჯიხურების გატანა მიმდინარეობს.
27 მარტი 2026, 10:46
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
27 მარტი 2026, 10:45
რეგიონი
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის (კმ170-კმ185) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
27 მარტი 2026, 10:44
სამართალი
სამართალდამცველებმა ქვეყანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
27 მარტი 2026, 10:44
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით
საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 მარტი 2026, 10:43
სამართალი
მცხეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს.
27 მარტი 2026, 10:43
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანს აშშ-თვის არ უთხოვია ენერგეტიკაზე დარტყმები 10 დღით გადაედო
ირანის ხელისუფლებას აშშ-სთვის არ უთხოვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები 10 დღით გადაედო, როგორც ეს მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას The Wall Street Jorunal-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 10:42
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული ა.ი. ბათუმში დააკავეს.
27 მარტი 2026, 10:42
სამართალი
პოლიციამ აჭარაში თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. და 1984 წელს დაბადებული ჯ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
27 მარტი 2026, 10:39
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ხონის მუნიციპალიტეტში.
27 მარტი 2026, 10:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ანგლიკანური ეკლესიის სათავეში სარა მალალის დანიშვნას კრიზისსაც ვეღარ უწოდებ - ეს არის ინგლისის ეკლესიის, როგორც საეკლესიო ორგანიზმის, საბოლოო დაშლის ფაზა
„ეს არ არის ქრისტიანობის გზა - ეს არის მისი დაშლა, ლიბერალური აპლოდისმენტების ფონზე. სარა მალალის ბიოგრაფია, რომელსაც „ქრისტიანულ გზად“ წარმოაჩენენ, სინამდვილეში ცნებების საშიშ ჩანაცვლებას აჩვენებს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად სარა მალალის დანიშვნას.
27 მარტი 2026, 10:38
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
27 მარტი 2026, 10:36
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს ანდერს პეტერსონს და წყლისა და ურბანული განვითარების დირექტორს ჯინგმინ ჰუანგს შეხვდა.
27 მარტი 2026, 10:35
ეკონომიკა
BACEE-ს თავმჯდომარე: მადლობა „ქართუ ბანკს“, მთავრობას და ეროვნულ ბანკს. თბილისის არჩევა კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად შემთხვევითი არ არის. საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ღია და რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკის ქვეყნად
თბილისის არჩევა კონფერენციის მასპინძელ ქვეყნად შემთხვევითი არ არის. საქართველომ თავი წარმოაჩინა, როგორც ღია და რეფორმებზე ორიენტირებული ეკონომიკის ქვეყნად, - განაცხადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე BACEE-ს თავმჯდომარემ, თომას ლემპულიმ.
27 მარტი 2026, 10:28
ეკონომიკა
დიდი პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის ლიდერები, ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები - მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს იდეების გაცვლას
„ქართუ ბანკი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.


