06 დეკემბერი 2024, 11:57 / სანდო წყარო

გახსენით მოლაპარაკებები - ქვეყნის ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან - მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ

არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, - საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ. პეტიციაში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე. მოქალაქეებიის მოთხოვნაა, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.

„ჩვენ, კეთილდღეობის მოსურნე საზოგადოება ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა მხრიდან. გვინდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენთვის, საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც ბოლო დღეებია ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა - არ ახსოვს საქართველოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა - ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან, როგორც ფიზიკურს ისე ფსიქოლოგიურს - დაუშვებელია ქართველი- ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ამ გზით გვინდოდეს ევროპული მომავლის შენება!

ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით, მომავალი ვერ აშენდება და ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავლისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც ცხადყოფს მათი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური უფლება იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად - მივმართავთ ევროკავშირს - გახსენით მოლაპარაკებები.

#გახსენითვაწერთ“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2025, 13:23

მსოფლიო

სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს

სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძე

18 იანვარი 2025, 13:18

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.

18 იანვარი 2025, 13:09

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2025, 12:38

მსოფლიო

ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით

ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით.

ჯეიმს კომერი

18 იანვარი 2025, 12:28

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

18 იანვარი 2025, 12:25

სპორტი

მერაბ დვალიშვილი დღეს UFC-ში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს

დღეს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად, რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

18 იანვარი 2025, 12:04

მსოფლიო

პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ

პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

18 იანვარი 2025, 11:53

პოლიტიკა

ლევან მგალობლიშვილი: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ

ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.

18 იანვარი 2025, 11:52

მსოფლიო

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

ბოგდან რიცერსკი

18 იანვარი 2025, 11:48

თავდაცვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

18 იანვარი 2025, 11:47

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 იანვარი 2025, 11:28

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

პაატა სალია

18 იანვარი 2025, 11:17

პოლიტიკა

პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობა „ქრონიკასთან“ შეაფასა.

ზვიად გაბისონია

18 იანვარი 2025, 11:14

პოლიტიკა

ზვიად გაბისონია ცესკოს წევრობის კანდიდატებზე: ოთხივე კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ამ სპეციფიკური მიმართულებით

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა.

18 იანვარი 2025, 10:37

საზოგადოება

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან.

18 იანვარი 2025, 10:30

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია

ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია.

18 იანვარი 2025, 10:04

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენა ნანუშიანს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 იანვარი 2025, 09:50

მსოფლიო

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი.

18 იანვარი 2025, 09:34

მსოფლიო

კირ სტარმერი: უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში დიდი ბრიტანეთი „სრულყოფილ როლს“ შეასრულებს

კირ სტარმერი: სამშვიდობო ძალისხმევაში უკრაინაში დიდი ბრიტანეთი „სრულყოფილ როლს“ შეასრულებს.

18 იანვარი 2025, 08:40

მსოფლიო

კალუგის ოლქში ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.