ჯეფრი საქსი: მიმაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი დასასრული კი იქნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ განცხადების გაკეთება, რომ უკრაინა ნატოს რიგებში არასოდეს იქნება
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მიმაჩნია, რომ ეს ომი შესაძლოა დასრულდეს, ეს ომი უნდა დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი დასასრული კი იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საჯაროდ განცხადების გაკეთება, რომ უკრაინა ნატოს რიგებში არასოდეს იქნება. ამის საფუძველზე კი რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს. ეს არის ფუნდამენტური შეთანხმება, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ჯეფრი საქსმა.
მანამდე ლაშა კასრაძემ ჯეფრი საქსს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია მას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.
„როგორ წარმოგიდენიათ უკრაინის ომის დასასრული და რა ეფექტი ექნება ამ ომის შედეგებს, ვიხილავთ თუ არა კიდევ ერთ გაყინულ კონფლიქტს, რა გავლენა ექნება ამას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე?“, - ჰკითხა ლაშა კასრაძემ ჯეფრი საქსს.
პროფესორმა ჯეფრი საქსმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესაძლო ვარიანტებზე.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს, რომ ნატოს გაფართოება ცუდი იდეა იყო, რომლითაც რუსული მხარის სრულიად გასაგები წითელი ხაზები გადაიკვეთა. რუსებს არ სურთ იხილოს საკუთარ საზღვარზე ამერიკული შეიარაღება რაციონალური მიზეზებით. მაგალითად, მე არ მსურს რუსეთის ჩვენს საზღვრებთან ყოფნა. ზოგადად მიმაჩნია, რომ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს უნდა მოერიდონ. ეს - თუ როგორ მორჩება ომი.
ჩემი აზრით, თუ ვიხილავთ ომის დასასრულს, მოლაპარაკებებს და არა გაყინულ კონფლიქტს. მოლაპარაკებების წარმოების შემთხვევაში ეს დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა დასრულდა. ეს კი თავის მხრივ, რუსეთის მიერ ომის წარმოების დასასრულს ნიშნავს. ამავე დროს საჭირო იქნება უკრაინისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ეგიდით.
უკრაინას მოუწევს მიწის დათმობა, ვინაიდან რუსეთი ყირიმს არ შეელევა. კრემლი არც დონბასში, ზაპოროჟიესა და ხერსონში დაპყრობილი მიწის დათმობას აპირებს. საბოლოო შეთანხმება ტერიტორიებთან დაკავშირებით უკრაინის ნეიტრალიტეტთან ერთად უნდა იყოს შემდეგი - ერთიანი პაკეტის ნაწილი უნდა მოიცავდეს ამ მოლაპარაკებებში, ნატოს გაფართოების პოლიტიკის დასასრულს, უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, მიწის დათმობას კიევის მიერ და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებას. სწორედ ამის ხილვა მსურს და ეს შესაძლებელია, ეს ომი სწორედ ასე უნდა დასრულდეს.
ეს ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო. თეთრ სახლში ჩემთვის რომ მოესმინათ, ეს ომი არ დაიწყებოდა. მე მათ ზუსტად ვუთხარი, თუ როგორ აეცილებინათ თავიდან ეს ომი, მისი დაწყებისთანავე თუ როგორ შეეჩერებინათ იგი. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ 2022 წლის მარტშიც კი, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, უკრაინას არავინ სთხოვდა დონბასის დათმობას, 2022 წლის მარტში კრემლი მხოლოდ და მხოლოდ მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული დებულებების შესრულებას მოითხოვდა, დონბასს სთავაზობდა ავტონომიას და არა რუსეთს ტერიტორიას. მე მათ ვურჩევდი ამ პირობებზე დათანხმებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ეს შეთანხმება ჩაშალა. ახლა უკრაინა უარეს დღეშია.
2022 წლის გაზაფხულზე დავწერე სტატია, სადაც ვამტკიცებდი, რომ კიევი ამ პირობებს უნდა დათანხმებულიყო, ვინაიდან ვითარება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდებოდა. ორი წლის წინ დაწერილ ყველა ამ ჩემს სიტყვას დღესაც ვადასტურებ, მე წინასწარმეტყველი ხომ არ ვარ, უბრალოდ ნათელი იყო, თუ რა გველოდა წინ. რა - უკრაინა რუსეთს დაამარცხებდა? ვინ ხუმრობს ასე, შანსი არ იყო. ასე რომ ამ პირობებზე თანხმობა გახლდათ სწორი ნაბიჯი.
ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატები კი აცხადებდა, რომ უკრაინას დავეხმარებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, ეს კი ნიშნავს ბოლო უკრაინელამდე ბრძოლას. ეს ტრაგიკულია. ბაიდენი არაკომპეტენტური პრეზიდენტია, მე ამას ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ, საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი იყო, თუ რა მოხდებოდა, ისინი კი ვერაფრით დაადგნენ დიპლომატიის გზას“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 02:26
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე: საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ
საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
12 მარტი 2026, 02:06
პოლიტიკა
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა მათგანს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვითნებურად იქნა დაკავებული, დაექვემდებარა სასტიკ მოპყრობას ან დაპატიმრებული იყო, მათ შორის ელენე ხოშტარიას, - განაცხადა კლიმატის საკითხებში ევროკომისარმა, ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
12 მარტი 2026, 01:58
პოლიტიკა
კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?
ის გამოსვლები, რომლებსაც დღეს ამ პლენარულ სხდომაზე ვისმენ, არ მგონია, რომ საერთოდ ეხმარებოდეს საქართველოს, პირიქით - 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, არა მხოლოდ ამ პლენარულმა სხდომამ, არამედ ბევრმა სხვა პარლამენტმა მთელ მსოფლიოში მრავალი რეზოლუცია წარადგინა და გაგზავნა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, იმ დროს ქართველი ხალხი იყო ის, ვინც გადაიხადა ფასი იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ დასავლური გზა აირჩია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კრისტიან ტერეშმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
12 მარტი 2026, 01:53
პოლიტიკა
ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი: საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული
საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული, - განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
12 მარტი 2026, 01:46
პოლიტიკა
ტიერი მარიანი ევროპარლამენტს: 2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად - შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში
ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
12 მარტი 2026, 01:40
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტს: საქართველოს არ სჭირდება ჭკუის სწავლება, არ სჭირდება რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ პატივისცემა - მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა
ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ საქართველოზე. რატომ? იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. ის განასახიერებს ქრისტიანულ ღირებულებებს, იცავს თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან და აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მათ არ სურთ კიევად გადაქცევა და ეს მათი უფლებაა - ისინი სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ ეს უნდა ვცეთ პატივი, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
12 მარტი 2026, 01:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
მნიშვნელოვანია, ყველას, მათ შორის იმ ორგანიზაციას, რომლის წევრიც ვართ, ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ მხრივ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, არაფერი იმალება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
12 მარტი 2026, 00:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას - როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ და საზოგადოებრივი აზრი, ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად
როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
12 მარტი 2026, 00:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
ჩვენ გვახსოვს, 2024 წელს რომ თქვეს, თითქოს 300 000 ზეციური ქართველი არსებობდა, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, თითქოს „ოცნებამ“ ასე მიიღო 1 120 000 ხმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
12 მარტი 2026, 00:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
12 მარტი 2026, 00:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის და არა იმ აგენტურისთვის, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას, რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაში დიალოგის ადგილი არ არის რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილებით ხელში.
12 მარტი 2026, 00:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით, ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები, წასულიყვნენ ტყუილზე და ძალადობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
12 მარტი 2026, 00:11
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია
მათთვის რუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემა „იმედი LIVE”-ში კითხვას, რომელიც მარტა კოსის განცხადებას ეხებოდა. საუბარია
12 მარტი 2026, 00:03
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით
ძალიან კარგად თქვა პრემიერ მინისტრმა, ნულს პლუს ნული არის ნული. სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად მოქმედებს და ერთი და იგივე წრეზე დადის.
12 მარტი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას
„პასუხი იქნება იგივე, რომ ჩვენი მხრიდან არ არის არანაირი საფუძველი. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი, რომ საერთოდ ეს დღის წესრიგში დადგეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კითხვის პასუხად, რომ შესაძლოა თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ბერკეტი იყოს გამოყენებული.
11 მარტი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია. გერმანიის ელჩი, სამწუხაროდ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, ის ჩვენთვის არ არის გერმანია და გერმანელი ხალხი
გერმანიის ელჩი სამწუხაროდ არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერზე საუბრისას, რომელიც 24 თებერვალს ამტკიცებდა რომ ევროკავშირის სასანქციო პაკეტში ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს. მისივე თქმით, გერმანელმა დიპლომატმა “ვენის კონვენცია, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია”.
11 მარტი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან
ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
11 მარტი 2026, 23:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
11 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რადიკალების ცრუ ნარატივთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი.
11 მარტი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის პოლიტიკაზე საუბრისას. მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით ოპოზიციის მცდელობების ფონზე.


