20 დეკემბერი 2024, 22:29 / სანდო წყარო

ეუთო/ოდირი: ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში

ზოგადად, საარჩევნო სუბიექტებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება, თუმცა საარჩევნო რიტორიკა და გამოსახულებები იყო დამაშორიშორებელი, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისიამ შეაფასა საარჩევნო პროცესის შესაბამისობა ეუთო-ს პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ქვეყანამ ამომრჩევლებს ფართო არჩევანი შესთავაზა 18-კანდიდატიანი სიით, თუმცა არჩევნები გამოკვეთილი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა.

ანგარიშის თანახმად, კარგად იყო ორგანიზებული არჩევნების სამზადისი, მათ შორის არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანია.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ პარტიულ სიებში და საარჩევნო კამპანიაში ქალთა დეფიციტი ადასტურებს მეტი ძალისხმევის საჭიროებას პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჯეროვანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ზოგადად და პროცედურულად, არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა, მაგრამ გამოვლინდა დაძაბული გარემო, ხშირი კომპრომისები ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობის ფონზე, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინებისა და წნეხის შესახებ, რაც ნეგატიურად აისახა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საერთო ჯამში, სამართლებრივი ჩარჩო საკმარის საფუძველს უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.

ანგარიშში საუბარია კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და მათ შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ადრე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დააკმაყოფილა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურის და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია და ისინი საჯარო კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, ბოლო - 2024 წლის - ცვლილებები, მათ შორის საპარლამენტო სიებში გენდერული კვოტები გააუქმების შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეცვლის შესახებ, რათა გვერდი აევლოთ განმეორებითი კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობის ორი მესამედის მოთხოვნისთვის, გატარდა ინკლუზიური კონსულტაციების ან ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად მართა ტექნიკური ასპექტები, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა ჩართვებს პირდაპირ ეთერში, სწრაფად აქვეყნებდა ყველა შესაბამის მასალას ინტერნეტში და ორგანიზებას უწევდა ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კურსებსა და ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიებს.
„პირველად, ელექტრონული მოწყობილობები იქნა გამოყენებული საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმის დათვლისა და წინასწარი შედეგების გადაგზავნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ მხარეთა და წრეთა უმეტესობამ ეს პოზიტიურ ფაქტად მიიღო არჩევნების დღეს პროცესების გულწრფელობაში ნდობის გასაზრდელად, კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთავარ დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს არ მისცა სრული წვდომა მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, ბევრ ამომრჩეველს გაუჭირდა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების დღეს და არც მყისიერი ინსტრუქტაჟი მიუღიათ ადგილზე, რამაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის ხშირი შემთხვევები წარმოქმნა.

ანგარიშის თანახმად, პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 პოლიტიკური პარტიის სიაში 1184 კანდიდატი დაარეგისტრირა და კანდიდატები ზოგადად თავისუფლად აწარმოებდნენ კამპანიებს.

ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია ქვეყანაში, თუმცა ძლიერ პოლარიზებულია.

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ორგანიზაციის შეფასებით, პროცედურულად, საარჩევნო დღე ძირითადად ორგანიზებული იყო წესრიგის დაცვით, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული ატმოსფეროთი. ანგარიშში საუბარია ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის შემთხვევებზე, რაც შესაძლებელი გახდა ბიულეტენის აპარატში შეცურების წესის, უბნების მოუხერხებელი განლაგებისა და ბიულეტენის უკანა მხარეს ხილვადი კვალის გამო.

დოკუმენტში ასევე საუბარია უბნებზე ვიდეოგადაღებასა და ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილ პროცედურულ ხარვეზებზე.

ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოში არჩევნების დაახლოებას ეუთო-ს პრინციპებთან, სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს არჩევნების შემდგომი საკითხების მოგვარებაში და მომავალი არჩევნების გაუმჯობესებაში, წინამდებარე და წინამორბედ ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის კომპლექსური მიმოხილვის გზით.

„ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.

12 აპრილი 2026, 18:52

სპორტი

ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

12 აპრილი 2026, 18:51

სპორტი

კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

12 აპრილი 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.

12 აპრილი 2026, 17:38

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა

უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემები გამოქვეყნდა. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.

12 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალი მონაცემები ქვეყნდება. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.