21 დეკემბერი 2024, 11:15 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

,,მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო „ძალადობის იზოლირებული შემთხვევების“ შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიისგან, ისე ოპოზიციისგან.

ანგარიშში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“. ცესკომ ეუთო-ს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისათვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისათვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად, ხოლო ყველა 73-ვე საარჩევნო ოლქში „საარჩევნო დოკუმენტაციის“ დამუშავება დადებითად იქნა შეფასებული.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა. ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ,,ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა, ეთმობა საქართველოში შექმნილ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მედია-საშუალებების პოლიტიკურ მიკერძოებულობას.”

,,ანგარიშის მიხედვით, ეუთოს შეშფოთებას იწვევს ტელევიზიების დაქვემდებარება პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე. ეუთო ხაზს უსვამს, რომ არჩევნების განმავლობაში ხდებოდა კომერციული ტელევიზიების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისათვის, რამაც დააზიანა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გააძლიერა დამაპირისპირებელი პოლიტიკური რიტორიკა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციამ თავი აარიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ განსხვავებით სხვა დამკვირვებლებისგან, ეუთო/ოდირის ანგარიშში აისახა ჩვენს მიერ წამოჭრილი პრობლემა, როდესაც ოპოზიციის კუთვნილმა სამმა ტელევიზიამ კანონის დარღვევით არ მოგვცა მათ მედიაში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის საშუალება და ჯამში ხუთ საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო წაგვართვა. სამომავლოდ ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ეუთო/ოდირი გვთავაზობს, რომ შესაბამის მედიას დაკარგული სარეკლამო დროის თანხით კომპენსირება დაეკისროს.

მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, როგორც ანგარიშში წერია, „აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც, პოტენციურად, გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატიდან“. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დარღვევაზე საჯაროდ მივუთითებდით, თუმცა ეუთო/ოდირის გარდა, არცერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს ფაქტი საკუთარ ანგარიშში არ ასახა.

ანგარიშში ასევე მოხვდა ISFED-ის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. შეგახსენებთ, რომ ამან ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატვირთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. ჩვენ დღემდე ველოდებით ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ არც ეს ფაქტი მოხვდა სხვა დამკვირვებლების ანგარიშში.

რასაკვირველია, როგორც ეუთო/ოდირის ყველა სხვა ანგარიში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში, ის შეიცავს კრიტიკულ ასპექტებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება.

რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ. ამიტომ, მინდა წარმოგიდგინოთ ეუთო/ოდირის მიერ მხილებული ის ხუთი მთავარი ტყუილი, რომელზე რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს.

1. საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები - სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას.

2. 300 000 გაყალბებული ხმა - ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. „საარჩევნო კარუსელს“ ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკოს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთდადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითიური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს.

3. ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა - სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც.

4. რუსული სპეცოპერაცია - განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

5. გაჟონილი მარკირება - დაბოლოს, ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, ენჯეოები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა.

ასე, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, ენჯეოების, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედენტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის - 25 000 - ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა.

სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს.

ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე, დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით - არჩევნების საშუალებით - გამოიხატა.

დაბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირის დელეგაციას გაწეული მუშაობისათვის და არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისათვის. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეულად შეისწავლის მათ რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 15:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეკა გიგაურზე: ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია

როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

27 სექტემბერი 2026, 14:50

კულტურა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე, ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე, ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. „ბიაფის“ გრან-პრი ლენს ჰამერის ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ მოიპოვა. საუკეთესო რეჟისორად ლევან კოღუაშვილი დასახელდა, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმის „გურია“ მთავარი როლის შემსრულებელმა კახა ჭოლაძემ გაიმარჯვა.

27 სექტემბერი 2026, 14:45

კულტურა

თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს

თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც კინოს, თანამედროვე ხელოვნებასა და მოგზაურობის თემატიკას აერთიანებს. ფესტივალის მიზანია საქართველოს კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და ქართული კინოსა და ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა.

27 სექტემბერი 2026, 14:41

კულტურა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

პატრიარქი შიო მესამე

27 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

შიო მესამე: შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება გაიხსენა. შიო მესამემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მყოფებს დაურიგეს ჯვრები. მანამდე უწმინდესმა ლიტურგია აღავლინა.

27 სექტემბერი 2026, 14:31

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის ავიაბაზის სიახლოვეს, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობის ეჭვით რამდენიმე პირი დააკავეს

ინგლისის დასავლეთით სამართალდამცველებმა რამდენიმე მამაკაცი დააკავეს ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის ეჭვით. ინციდენტი მოხდა სამხედრო-საჰაერო ბაზის სიახლოვეს, რომელსაც აქტიურად იყენებენ ამერიკული ძალები.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ალდეზე“: სამწუხაროდ ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა

სამწუხაროდ ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ალდეზე“ საუბრისას.

27 სექტემბერი 2026, 14:23

პოლიტიკა

გაემიჯნება თუ არა „ალდე“, პარტია „ლელოს“ დისკრიმინაციულ კამპანიას - „ქრონიკამ“ ორგანიზაციას შეკითხვა გაუგზავნა

რადიკალიზმი, ლიბერალიზმის ნაცვლად, - ასე აფასებენ თბილისში, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის მიერ, პარტია „ლელო“-სთვის ზურგის გამაგრებას, რომლის წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და არაბიზაციის საფრთხეზე ლაპარაკობენ. მანამდე კი ორგანიზაციამ, არც ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორიზმის ქმედების მცდელობა დაგმო.

27 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 13:56

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორც კი ამოქმედდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონები და დაფინანსებები შეუმცირდათ, ვნახეთ ე.წ. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილი პროტესტი როგორ ჩაიფუშა და განულდა

რა თქმა უნდა მინელდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე დამოკიდებული: ყველას კარგად გვახსოვს ის ცრუ აღქმებით ინსპირირებული აქციები, ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული აქციები. არაერთი გამოძიება, არაერთი დამდგარი განაჩენი ვნახეთ. არაერთი, სხვათა შორის, ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ იმ საქმეებთან ერთად, თუ რეალურად რას ამზადებდნენ, როგორ ემზადებოდნენ, საიდან რა დაფინანსება მოსდიოდათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

აბას არაღჩი

27 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა.

ია კვანტალიანი

27 სექტემბერი 2026, 13:38

სამართალი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარს ამბობს. კვანტალიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოებები და პოზიციური აცდენა გახდა.

27 სექტემბერი 2026, 13:37

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია

გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე და ძმანი და დანი მათნი, ეს აგენტურული ქსელი, სწორედ ამიტომ არიან აგენტები, სწორედ ასეთი განცხადებების გამო შეარქვა სრულიად სამართლიანად მათ ჩვენმა საზოგადოებამ „უსამშობლოთა გაერთიანება“. ისინი უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ საბუთით არიან და პასპორტით ქართველები და სამშობლო არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ როცა სამშობლო იცი, როცა ის ტკივილი იცი და როცა რეალურად განიცდი სამშობლოს, მსგავს განცხადებებს არ გააკეთებ, - ასე უპასუხა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 13:28

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე - პირველ რიგში ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან, სადაც მან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2026, 13:21

მსოფლიო

14 სამხედროს დაღუპვის შემდეგ ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, დაურენ ქოსანოვი თანამდებობიდან გადააყენა. სახელმწიფო მეთაურის ეს გადაწყვეტილება მანგისტაუს ოლქში სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით - სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის

პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

27 სექტემბერი 2026, 13:01

რეგიონი

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.

27 სექტემბერი 2026, 12:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.