როგორ აკოტრებდა „ქართუ ბანკს“ გიორგი ისაკაძე - შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული სქემა გაიხსენა. რა ინფორმაციას ინახავს პროკურატურის არქივი
ფოტო: Facebook
პარლამენტის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის კონკრეტული სქემა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ისაკაძე ბიზნესის რეკეტს სააკაშვილთან, ადეიშვილთან და გილაურთან თანამშრომლობით ახდენდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ისაკაძე „ქართუს“ გაკოტრების საქმეშიც მონაწილეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიზნესის რეკეტიორების მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი ცინიზმია.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა ინფორმაციას ინახავს პროკურატურის არქივი
„ბანკი ქართუსთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის და მისი ხელოვნური გაკოტრების მიზნით, საქართველოს იმჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დაგეგმა და თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და კერძო პირების მონაწილეობით შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები თვალთმაქცური გარიგებებით ახდენდნენ „ბანკი ქართუს“ საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების გადამალვას - გასხვისებას. ადეიშვილს საჯარო მოხელეების ჩართულობით და კერძო სამართლის სუბიექტების მონაწილეობით და თანხმობით, „ბანკი ქართუს“ მოვალე კერძო სამართლის სუბიექტებისათვის უნდა შეექმნა გამოგონილი საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა თითქოსდა წარმოშობის დრო გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის/გირავნობის რეგისტრაციის თარიღს. ამის საფუძველზე მოხდებოდა საწარმოთა იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების აუქციონზე გატანა და აუქციონის ხელოვნურად მართვის გზით, ქონების პირდაპირ ნატურით სახელმწიფოზე გადაცემა, შემდგომ კი პირდაპირი მიყიდვის წესით ქონება უნდა დაბრუნებოდა იმ საზოგადოებებს, რომლებსაც „ბანკი ქართუს“ კრედიტორი ორგანიზაციები პირდაპირ ან ირიბად ფლობდნენ.
გეგმის თანახმად, ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება განხორციელდებოდა საზოგადოებების ხელმძღვანელთა შეხედულებისამებრ - საგადასახადო შეთანხმებით შემცირების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის გზით. ზურაბ ადეიშვილმა აღნიშნული განზრახვა გაანდო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯამბულ ებანოიძეს, რომელმაც შესაბამის თანამშრომლებს მისცა დავალება ეწარმოებინათ მოლაპარაკება ადეიშვილის მიერ გადაცემულ სიაში დაფიქსირებული საზოგადოებების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან ბანკის სასარგებლოდ გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცური გარიგებით სახელმწიფო საკუთრებაში დროებით მიქცევის მიზნით. ადეიშვილმა იძულებითი აუქციონების ჩატარების ორგანიზება დაავალა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს ნიკა მელიას. დავალების თანახმად აუქციონები ისე უნდა ჩაეტარებინა, რომ ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონება ყველა შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულიყო. გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ შეირჩა სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუს“ მოვალე ცალკეული იურიდიული პირები, რომელთა წარმომადგენლებიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით აზუსტებდნენ საგადასახადო დეკლარაციებს, შეჰქონდათ მათში ყალბი მონაცემები და აღიარებდნენ სახელმწიფოს წინაშე არარსებულ ვალებს. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა ედებოდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას და აღსრულების გზით ექცეოდა სახელმწიფო საკუთრებაში.
ამის შემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე უზრუნველყოფდა ქონების წინასწარი შეთანხმებული ფასით პირდაპირი წესით მიყიდვას იგივე მოვალე საზოგადოებების ინტერესების სფეროში არსებულ ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ორგანიზაციას წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუს“ მოვალე შპს „ლოგოსი“ და აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ამხანაგობა „თეთრი სახლი“. სწორედ შპს „ლოგოსის“ დამფუძნებელი და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ თავმჯდომარე იყო იმ პერიოდში გიორგი ისაკაძე. გიორგი ისაკაძის თანხმობითა და დახმარებით, შპს „ლოგოსის“ 2007 წლის თებერვალ-ივლისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს „ლოგოისს“ წარმოეშვა 4 510 634.98 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, ხოლო ამხანაგობა „თეთრი სახლის“ 2007 წლის იანვარ-დეკემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ამხანაგობა „თეთრი სახლის“ წარმოეშვა 7 297 984.16 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც საგადასახადო სამსახურმა სააღსრულებო ბიუროს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების მიზნით.
ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის დაუფიქსირებია, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა „ბანკ ქართუს “ წარმომადგენელმა, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „ჯეიმსთოუნპროპერთიმ“, რომელმაც ფორმალურად კონკურენცია გაუწია „ბანკ ქართუს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. მელიამ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. მითითება შესრულდა აღმასრულებლის მიერ და ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „ბანკი ქართუსთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხების და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები. ამის შემდგომ, გეგმის განხორციელება განაგრძო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგაძემ.
მისი დავალებით 2012 წლის მაისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონებების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ამხანაგობა „თეთრი სახლის“ წევრებზე, რომლებმაც შეიძინეს ქონება. თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად შპს „ლოგოსმა“ ასევე შეწყვიტა „ბანკი ქართუს“ სესხის გადახდა. აღნიშნულ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის გამო, 2022 წელს საქმეზე გამოიტანეს დადგენილება გიორგი ისაკაძის ბრალდების შესახებ. ისაკაძემ დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც შესთავაზეს სისხლისსამართლებრივი სასჯელისა და ნასამართლობისაგან განრიდება. 2022 წლის 10 მარტს გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულ გიორგი ისაკაძის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
ყველა სიახლე
05 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.
05 სექტემბერი 2026, 21:12
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.
05 სექტემბერი 2026, 20:52
სამართალი
დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. ამოღებულია ათობით შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, ბრალდებულები კი დაკავებულნი არიან.
05 სექტემბერი 2026, 20:47
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საინვესტიციო ფორუმზე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ, კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი“.
05 სექტემბერი 2026, 20:40
სამართალი
რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე, მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა ცრუ აჟიოტაჟი შექმნა, კამპანია კი ოპოზიციამ სინქრონულად გააგრძელა და თეორიები აიტაცა.
05 სექტემბერი 2026, 20:36
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მუქარაზე: ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან
„ნიკა გვარამიამ ის შეაშინოს, ვისი მანამდეც ეშინოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე რასაც აკეთებდა, ყველას კარგად გვახსოვს. ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. .ამიტომ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხის არასდროს დაუშვებს“ - აღნიშნა ბოჟაძემ.
05 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
ფიციდან გინებამდე - სააკაშვილისთვის მელია კრიმინალია, რომელიც მას აგინებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფიციდან გინებამდე - სად იწყება და ღრმავდება დაპირისპირება. მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა, დესტრუქციული ქმედებები კრიზისში მყოფი ოპოზიციის ბუნებად იქცა.
05 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, გვარამიას ანგარიშსწორების სურვილი და იმედი აქვს. სწორედ ამ მოტივით ცდილობს ნინო წილოსანს დაემუქროს, თან დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება - გვარამია, რომელიც, პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებით, ძალადობისა და დევნის არქიტექტორი იყო.
05 სექტემბერი 2026, 20:11
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს
„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
05 სექტემბერი 2026, 20:11
ეკონომიკა
გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. ავიატურიზმსა და მცირე ავიაციის განვითარებას რამდენიმე ჰექტარი დაეთმობა.
05 სექტემბერი 2026, 19:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა
ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 სექტემბერი 2026, 18:57
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია - განაცხადა ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 სექტემბერი 2026, 18:35
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში
პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.
05 სექტემბერი 2026, 17:47
მსოფლიო
ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
05 სექტემბერი 2026, 17:44
მსოფლიო
ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს
„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“ - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.
05 სექტემბერი 2026, 17:38
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს
თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
05 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 სექტემბერი 2026, 17:23
მსოფლიო
ალბანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.
05 სექტემბერი 2026, 17:13
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში
„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
05 სექტემბერი 2026, 17:12
პოლიტიკა
დიმიტრი ხუდაძე გვარამიაზე: ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის
ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას. მისი თქმით, გვარამიას მხრიდან ასეთი ტიპის მუქარა, კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერ მიხვდნენ, რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ.


