08 იანვარი 2025, 10:34 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.

უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ.

საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.

ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა - რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს.

კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.

ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით - „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.

ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება.

თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით“ - ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.

საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.

გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი - „ომი არის მშვიდობა, მონობა - თავისუფლება, ხოლო უმეცრება - ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს.

უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ.

ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით - „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.

ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა - „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.

„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.

იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში - ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

04 სექტემბერი 2026, 14:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე

ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე.

გიორგი ზერეკიძე

04 სექტემბერი 2026, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: უბრალოდ იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის - ჯერ მაგ ნაძირალამ ციხის კადრები დადგმული იყოო, საკუთარი ბოღმის გამო რომ იძახა, მაგისთვისაც ჰქონდა პასუხი მოსათხოვი თუნდაც იმ ბიჭებისგან, ვინც ის ჯოჯოხეთი გაიარა

თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარებულიყო.

04 სექტემბერი 2026, 14:38

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწია

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი საშუალო ღირებულება გალონზე პირველად ისტორიაში 5,85 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ირანთან ექვსი თვეა მიმდინარე ომი მსოფლიოში საწვავის მიწოდების ჯაჭვებს კვლავ არღვევს, იუწყება Associated Press-ი.

04 სექტემბერი 2026, 14:38

სამართალი

შსს: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დენის კულანინს მისთვის სასურველი მიმართულებით საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მიეცა. მას ქვეყანაში შემოსვლა 5 წლით აეკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.

04 სექტემბერი 2026, 14:32

კულტურა

ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, რომლებიც 48 მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მოქმედებს, მოსწავლეთა მიღება გამოცხადდა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 14:32

საზოგადოება

გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა.

ირაკლი ჭეიშვილი

04 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სპეკულირებენ, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი დადასტურდა

ეს დღეები ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, რომ თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი არ დადასტურდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

04 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება იმ სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით ყველამ ხელი ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ამას აჰყვა ყველა, მაგრამ ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მედეა ცირამუა

04 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოსიძე და თამაზ დათუნაშვილი. ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია

ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ ჟურნალისტებთან ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

04 სექტემბერი 2026, 14:20

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები განახლდა - საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჯორბენაძესთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა ამის მიუხედავად არგუმენტები გარეშე, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს. უკვე დაკითხულია მათი წყარო ირაკლი ღარიბაშვილი. პროკურატურის განმარტებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი"

04 სექტემბერი 2026, 14:16

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა.

04 სექტემბერი 2026, 14:09

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა

აღსანიშნავია, რომ „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ ორგანიზებით, ბათუმში 2-5 სექტემბერს საერთაშორისო ბიზნესს მისია Grand CEO Tour იმართება, რომლის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა. კლუბი საქართველოში აქტიურად საქმიანობს და აერთიანებს ენერგეტიკის, მშენებლობისა და დეველოპმენტის, საბანკო-საფინანსო, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს.

სტივ უიტკოფი ჯარედ კუშნერი

04 სექტემბერი 2026, 14:06

მსოფლიო

რუსული მედია: უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს ჯერ მოსკოვს ეწვევიან, ხოლო ამის შემდეგ კიევში ჩავლენ. ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თამთა მეგრელიშვილი

04 სექტემბერი 2026, 13:58

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს

თამაზ ელიზბარაშვილის გაჩუმების მიზნით საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და ადგილი აქვს „შერჩევით სამართალს“ არის გზავნილი რომლის მიზანია შექმნას განწყობა, თითქოს სამართლის აღსრულების ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეებზე და მასში მონაწილე პირებზე, რაც სწორი არ არის - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ეკა სეფაშვილი

04 სექტემბერი 2026, 13:45

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე არსებულ მაღალ ინტერესზე: ეს არის ნათელი და მტკიცე დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და, ზოგადად, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, რაც ნდობას იწვევს, პირველ რიგში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებში

საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე არსებულ მაღალ მოთხოვნასა და ინვესტორების მაღალ ინტერესზე პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

ფრიდრიხ მერცი

04 სექტემბერი 2026, 13:38

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში კვირას დაგეგმილი არჩევნები კარგ არაფერს უქადის. ის მხოლოდ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ დამცირებას მიიღებს, იუწყება POLITICO.

04 სექტემბერი 2026, 13:37

პოლიტიკა

კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.

თორნიკე ჭეიშვილი

04 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას

უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეე თორნიკე ჭეიშვილი, რადიკალების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი კირცხალიას წერილს.

04 სექტემბერი 2026, 13:09

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება საჯარო სამსახურში მიიღონ, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.

ედიშერ გვენეტაძე

04 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომა, თითქოს ცნობილ ადამიანს კანონის დარღვევა უნდა ეპატიოს, მიუღებელია.