ირაკლი რუხაძე: „იმედი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული
ირაკლი რუხაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
„იმედი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე, აქვს თუ არა აზარტი მედიის ფლობას, ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, რომ მისთვის - არა.
„ჩემთვის არ აქვს, ბადრისთვის [პატარკაციშვილი] ჰქონდა. ბადრისთვის წარმოუდგენელი აზარტი ჰქონდა, მაგრამ ბადრი სულ ტელევიზორთან იჯდა. მასთან რომ მიხვიდოდი სახლში ან სადმე, სულ ტელევიზორი ჰქონდა ჩართული. რამდენიმე ტელევიზორი იდგა, აქეთ „იმედი“ იყო, იქით „რუსთავი2“. ბადრისთვის ეს ძალიან დიდი აზარტი იყო, რომ ამას ქმნიდა. ეროსი კიწმარიშვილს კარგად ვიცნობდი და იმასთანაც კაბინეტში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მისთვისაც ეს აზარტი იყო. ჩემთვის ეს საერთოდ არ არის. მეტიც, ჩვენ რომ „იმედი“ დავიბრუნეთ 2012 წელს, ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო რომ დავიბრუნეთ, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაცემული ძალაუფლება, ლონდონში ვიყავით და ძალიან რთული სიტუაცია გვქონდა, ვინაიდან ბადრის ოჯახს ვეხმარებოდი. უამრავი თანხა, რომელიც დაიკარგა, გაქრა, მოიპარეს და კომპანიები წაიღეს, ამის დაბრუნება. ფული არ გვქონდა, დრო არ გვქონდა, თან ლონდონში ვცხოვრობდი და „იმედი“ იყო საკმაოდ რთული მოსავლელი. ეს სირთულე სულ იყო „იმედთან“ დაკავშირებით, ვინაიდან სულ ლონდონში ვიყავით და მე რაღაც მომენტში გადავწყვიტე გადმოვსულიყავი საქართველოში. რამდენიმე წელი ვერ ჩამოვდიოდი, იმიტომ, რომ მიჭერდნენ, მანქანა ამიფეთქეს და 2011 წელს, როდესაც ყველა აქტივი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს, ვუჩიოდით ბევრ ადგილას, ვუგებდით სასამართლოებს და ყველა აქტივი დავაბრუნებინეთ. რუსთავის მეტალურგიული, მთაწმინდის პარკი, ბევრი რამ, „იმედის“ გარდა, ვინაიდან „იმედი“ გადაყიდული“ იყო, ვითომ კეთილსინდისიერი მყიდველი ჰყავდა და მარტო ფულზე შეიძლებოდა ლაპარაკი და არა არხის დაბრუნებაზე, ასეთი რაღაც იყო, კაზუსი, ლეგალური. მე დავიწყე 2011 წელს ჩამოსვლა, აგვისტოს ომის დროს წავედი, ვინაიდან ომის დროს ჩემს თავს ვერ დავიცავდი. ბოლო ორი თვე ტყვიაგაუმტარი ჟილეტით დავდიოდი, რადგან მანქანა ამიფეთქეს. დაახლოებით თვე-ნახევარი იყო მანქანის აფეთქებიდან ომამდე და ომი რომ დაიწყო წავედი და დავბრუნდი 2011 წელს. ამასობაში აქ ეს ყველაფერი გრძელდებოდა. აქ ხალხს იჭერდნენ. ჩემი დეიდაშვილი დაიჭირეს ჩემ გამო, არაფრის გამო უფრო სწორად. ლევან გიგინეიშვილის ძმა, გიორგი გიგინეიშვილი და ანდრო აბაშიძე, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ბრალდება არაფერი ჰქონდათ, იძახდნენ, რომ მე უნდა ჩამეტანა 8 მილიონი დოლარი და გამოუშვებდნენ. ანდროს მეუღლე ამ დროს ფეხმძიმედ იყო და უზარმაზარი სტრესი იყო ეს ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ვინაიდან ყველაფერი ჩემზე იყო, რომ მე ფულს ჩავიტანდი და გამოუშვებდნენ. მოდიოდნენ ოჯახში და გვეუბნებოდნენ, ჯერ არ უცემიათ. ეს იყო ასეთი „მეგობრული“ ჟესტი, გვითვლიდნენ. მივხედეთ, რა თქმა უნდა, ზუსტად ორი თვე ისხდნენ.
„იმედში“ მე მქონდა წილი, ისევე, როგორც მთაწმინდის პარკში, ყველაფერში მქონდა წილი, რაც ჩვენ ბადრის ოჯახს დავუბრუნეთ, ასეთი გარიგება გვქონდა და მე დიდი სიამოვნებით ჩემ წილს დავთმობდი „იმედში“. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი ბიზნესი მეკეთებინა. ბადრის ოჯახს უნდოდა ლონდონში ცხოვრება, მე - საქართველოში დაბრუნება. მე ისედაც დავდიოდი აქეთ-იქით, იმიტომ, რომ მიყვარს აქ ცხოვრება, აქ ვარ ძალიან ბედნიერი. მინდოდა აქ ჩამოსვლა და აქ ცხოვრება და საერთოდ არ ვაპირებდი „იმედის“ წამოღებას ჩემთან ერთად. რაღაც ფული მეკუთვნოდა და ჩემი აზრები მქონდა. „ლიბერთის“ ყიდვა გვინდოდა, „ჰაიდელბერგ ცემენტზე“ ვმუშაობდით, ყიდვაზე, უკვე მე, არა როგორც ბადრის ოჯახთან ერთად, არამედ, ჩემი ჯგუფი ცალკე. რაღაც მომენტში ბადრის ოჯახმა გვითხრა, რომ ჩვენ რაკი ლონდონში ვცხოვრობთ და შენ საქართველოში მიდიხარ, წაიღე ყველა ქართული აქტივი. მათ თქვეს, რომ არ გვინდა საქართველოში ბიზნესები გვქონდეს. ერთი ბიზნესიდან გამომისყიდეს, „ბორჯომიდან“, ვინაიდან მისი გადაყიდვა ხდებოდა და დანარჩენი ყველა ცოცხალი აქტივი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, „მაგთიკომი“ და სხვა რაღაცები იმ ფულით, რომელიც მე მეკუთვნოდა მათგან, გამომასყიდვინეს. ამაში, ასევე, ხურდაში მოაყოლეს „იმედი“. უფრო სწორად, ხურდაში კი არ მოაყოლეს, საკმაოდ დიდი თანხად ვიყიდე „იმედი“, რომლის ყიდვაც მე არ მინდოდა. ბოდიში ჩემს „იმედელ“ კოლეგებთან, თუ მისმენენ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ არ მინდოდა „იმედის“ ყიდვა, ვინაიდან არ იყო ბიზნესი და მე ვაპირებდი ბიზნესის კეთებას“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
კითხვაზე თუ რატომ იყიდა, ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„ბადრის ოჯახი საერთოდ ვერ უვლიდა იქიდან და მითხრეს, რომ თუ გინდა ნორმალურად დავიშალოთ, ყველაფერი კარგად იყოს, ეს წაიღე. ამიტომ მე მომიწია „იმედის“ წამოღება თან, როდესაც დავიშალეთ. ჩემს პარტნიორებს საერთოდ არ უნდოდათ, ვინაიდან ჩემი პარტნიორები არიან ინგლისელები, ამერიკელები. საქართველოში კი ჩამოდიან, უყვართ, მაგრამ იმიტომ, რომ ბიზნესს აკეთებენ აქ.
მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ბადრი გადაჰყვა „იმედს“. ცუდი ისტორიაა, მაგრამ მე ასე ვუყურებ, ყოველ შემთხვევაში, ეს კაცი შეეწირა ამ „იმედს“. ყველაფერთან ერთად „იმედი“ ბიზნესს ხელს უშლის. ბადრის ბიზნესსაც ხელს უშლიდა, მე სულ წინააღმდეგი ვიყავი ამისი და მე თუ მკითხავთ, ჩემ ბიზნესსაც ხელს უშლის.
რამდენიმე ვარიანტი მაქვს სულ. ან უნდა დავხურო, რომლისთვისაც ძალიან მენანება. ყველაზე დიდი ტელევიზიაა საქართველოში, თან ბევრად ან უნდა გავყიდო. წამგებიანი ტელევიზიის გაყიდვა რას ნიშნავს, რომ ამის მყიდველი არის მხოლოდ ისეთი ადამიანი, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა საქართველოში. ეს არის ან სააკაშვილი, ან ივანიშვილი, ან ბაიდენი, ან პუტინი, ან არ ვიცი, ვის აინტერესებს. ამიტომ, მე არ ვიცი, როგორ უნდა გავყიდო „იმედი“, - აღნიშნა მან.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 10:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს
„ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად ეძებნათ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ახალი ფორმულა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მცდელობის მიუხედავად, სწორედ ქართული სივრცე რჩება ერთადერთ შედარებით ნეიტრალურ პლატფორმად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესები.
25 მაისი 2026, 10:39
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავმა რუსეთის საზღვართან GPS სიგნალი დაკარგა
ჰილი ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების მონახულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. Dassault Falcon 900LX-ის ბორტზე GPS-ი მთელი სამსაათიანი ფრენის განმავლობაში არ მუშაობდა. ხარვეზებმა პილოტების კაბინაში ზოგიერთი ხელსაწყოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
25 მაისი 2026, 10:37
რეგიონი
დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება წელს ქალაქ ქუთაისში გაიმართება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
25 მაისი 2026, 10:26
მსოფლიო
მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა
ორშაბათს აზიაში, ნავთობის გლობალური ეტალონის, Brent-ის ფასი 5,5%-ით შემცირდა და ბარელზე 97,90 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასი (WTI) 5,9%-ით დაეცა და 90,93 დოლარამდე ჩამოვიდა. იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსი პირველად გადასცდა 65 000-იან ნიშნულს და 3%-ით გაიზარდა იმ იმედით, რომ სრუტე მალე გაიხსნება.
25 მაისი 2026, 10:09
საზოგადოება
ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს
ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
25 მაისი 2026, 10:08
მსოფლიო
The New York Times: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ
ერთი დღით ადრე ირანის სამმა მაღალჩინოსანმა The New York Times-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანი დათანხმდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სრუტეში ნაოსნობის განახლებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, მათი თქმით, აშშ მოხსნის ირანის პორტების სამხედრო-საზღვაო ბლოკადას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა მიმართულებით, ლიბანის ჩათვლით, დასძინეს წყაროებმა.
25 მაისი 2026, 09:55
ტექნოლოგიები
ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო
მოსალოდნელია, რომ ამ მისიის ფარგლებში, „შენჯოუ-23“-ის ერთ-ერთი ტაიკონავტი დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით ერთ წელს გაატარებს, რაც ჩინელი კოსმონავტების მისიების ჩვეულებრივ ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. რომელი ტაიკონავტი დარჩება სადგურზე, მოგვიანებით, მისიის მონაწილეებზე დაკვირვების შედეგების მიხედვით განისაზღვრება.
25 მაისი 2026, 09:44
მსოფლიო
Reuters: ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, ტანკერები ჰორმუზის სრუტიდან გადიან
თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერები და ერაყული ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჰორმუზის სრუტიდან გავიდნენ და თითქმის სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ გეზი პაკისტანისა და ჩინეთისკენ აიღეს.
25 მაისი 2026, 09:35
საზოგადოება
26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი, შემეცნებით-გასართობი პროგრამით უმასპინძლებს
26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი, შემეცნებით-გასართობი პროგრამით უმასპინძლებს.
25 მაისი 2026, 09:34
მსოფლიო
The Telegraph: ნატოს ხუთმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკა
ჟურნალისტების ინფორმაციით, ნატოს მინიმუმ შვიდმა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინისთვის საკუთარი მშპ-ს 0,25%-ზე მეტს უკვე ხარჯავენ, ამ იდეას მხარი დაუჭირა. მათ შორის არიან ნიდერლანდები, პოლონეთი, ასევე ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები. თუმცა, ალიანსში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, ხოლო ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ალიანსში არსებული წყაროს თქმით, ეს ქვეყნები „ამ იდეით აღფრთოვანებულნი არ არიან“.
25 მაისი 2026, 09:25
ეკონომიკა
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
25 მაისი 2026, 09:22
ტაბლოიდი
ინდოეთში ვიზიტისას მარკო რუბიოს დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს🎂
მარკო რუბიოს ინდოეთში ვიზიტისას დაბადების დღე გრანდიოზული ტორტით წინასწარ მიულოცეს. ეს აშშ-დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც აშშ-ის საელჩოში გაიმართა.
25 მაისი 2026, 09:19
ეკონომიკა
2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა - ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
25 მაისი 2026, 09:15
მსოფლიო
ბრიტანეთი მაისისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურისთვის ემზადება🌡️
დიდი ბრიტანეთი რეკორდული სიცხისთვის ემზადება. ნისლიან ალბიონზე ჰაერის ტემპერატურამ სეზონისთვის უჩვეულო მაჩვენებელს უკვე მიაღწია. თერმომეტრი +31 გრადუს ცელსიუსს უჩვენებს და სინოპტიკოსების პროგნოზით, ის +34 გრადუსამდე გაიზრდება, რაც ამ პერიოდისთვის ლონდონის ჩვეულ ტემპერატურას 10 გრადუსით აჭარბებს.
25 მაისი 2026, 09:12
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი პოლიტიკოსებისთვის ხელფასების შემცირებას გეგმავს
პრემიერის თქმით, დეპუტატების ხელფასების შემცირებით ქვეყანა 4 წელიწადში წლიურ ბიუჯეტს დაზოგავს. მადიარი იმედოვნებს, რომ გეგმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზრდასაც გამოიწვევს.
25 მაისი 2026, 09:09
მსოფლიო
ალექსანდრ სტუბმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის როლის მორგების მზადყოფნა გამოთქვა
„ამ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მშვიდობაზე დისკუსია შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ, როდესაც რუსეთი ვალდებულებას აიღებს ცეცხლი შეწყვიტოს“, - აცხადებს სტუბი.
25 მაისი 2026, 09:06
მსოფლიო
ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი: თუ ამერიკა ჰორმუზის სრუტეში შემოჭრას გადაწყვეტს, მას მტკივნეული პასუხი გაეცემა - ისლამური რესპუბლიკა გეუბნებათ, რომ თუ ომს გააგრძელებთ, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ეკონომიკას გავაუბედურებთ
ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ირანის კონტროლქვეშ უნდა დარჩეს. მოხსენ რაზაის თქმით, ირანი ამერიკასთან სამართლიანი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ჰორმუზის სრუტეში შეჭრის შემთხვევაში, თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას დატოვებს.
25 მაისი 2026, 08:59
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს
ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს. ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
25 მაისი 2026, 08:52
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შექმნა ან შეძენა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და რომ ირანული პორტების ბლოკადა შეთანხმების მიღწევამდე სრული ძალით გაგრძელდება. ამის თაობაზე განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
25 მაისი 2026, 08:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი მათთვის არის კოშმარი
მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? რა თქმა უნდა გამოაქვეყნებდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.


