ირაკლი კობახიძე: აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 20:19
პოლიტიკა
კიდევ ერთი სპეციალური რეისი - საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სამშობლოში აბრუნებს
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სამშობლოში აბრუნებს.
05 მარტი 2026, 20:08
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.
05 მარტი 2026, 20:06
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში
ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.
05 მარტი 2026, 19:47
მსოფლიო
უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა
ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა.
05 მარტი 2026, 19:27
პოლიტიკა
გვარამიას პარტიის წევრი ივა ჭყონია: როგორ შეიძლება შენს მეზობელთან იყოს ომი და შენ გქონდეს მშვიდობა, ეს ტყუილია. მარტო საქართველოში მშვიდობა ვერ იქნება, პირიქით, შეიძლება უფრო ძვირიც დაგვიჯდეს და მეტი პრობლემები შეგვექმნას
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ივა ჭყონიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა, ეს მოჩვენებითია და მას მოგონილ მშვიდობას უწოდებს.
05 მარტი 2026, 19:14
მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანზე აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა ირანზე აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 19:05
მსოფლიო
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსის წევრებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ ირანთან ომის მიმართ
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა კატეგორიულად უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსის წევრებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ ირანთან ომის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
05 მარტი 2026, 18:28
მსოფლიო
სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში.
05 მარტი 2026, 18:26
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ხიდაშელის განცხადებაზე: უმძიმესი პროვოკაციული განცხადებაა და მისი მიზანია ქვეყნის იმიჯის დაზიანება
უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ეს არის პროვოკაციული განცხადება და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა"
05 მარტი 2026, 18:15
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
05 მარტი 2026, 18:12
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე: მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება
მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, ნახიჩევანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 18:11
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ზუსტად ჰორმუზის სრუტეს და ნავთობის რეზერვებს უკავშირდება. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას
რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ზუსტად ჰორმუზის სრუტეს და იმ რეზერვებს უკავშირდება. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
05 მარტი 2026, 18:10
მსოფლიო
ზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეწყვეტს ევროკავშირის დონეზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის საბოლოო დამტკიცების ბლოკირებას.
05 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ამის გამოხატულებაა ის შეხვედრები, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ატარებს
მისასალმებელია ეს და ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
05 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ხიდაშელის განცხადებაზე: ასეთ სიტუაციაში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც
„ასეთ სიტუაციაში, როცა დაძაბულია რეგიონში ვითარება და ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებებს ჩვენს სამეზობლოში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უპასუხისმგებლო არის“, - მიიჩნევს სალუქვაძე.
05 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა - ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც არის დაბალანსებული ყველა თვალსაზრისით
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
05 მარტი 2026, 17:57
მსოფლიო
არსებობს თავდაცვის საშუალებები, რომლებიც უკრაინას სჭირდება, მაგრამ ახლა მათი გადასროლა ახლო აღმოსავლეთში ხდება - კაია კალასის განცხადებით, ირანის ომმა, შესაძლოა, უკრაინას ავნოს
კრიზისმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის შესაძლებლობას წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა.
05 მარტი 2026, 17:56
პოლიტიკა
გიორგი კახიანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება ამა თუ იმ ფორმით იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება, მათი გამოაშკარავება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 17:55
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს აქედან 17 პროკურორს და 5 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მიენიჭა 19 თანამშრომელს - 15 პროკურორს და 4 გამომძიებელს.


