პრემიერი: აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა დიდი დატვირთვა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში - ასე იყო საქართველოშიც - რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას.
„ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკული დაფინანსება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში ვითარების არევას, რევოლუციურ სცენარებს და ა.შ. თქვენ გახსოვთ, დებატები, რაც წარიმართებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო, მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და აშშ-ს, განვიხილავდით უარყოფითად ამერიკულ დაფინანსებას და ა.შ. რეალურად რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვამბობდით, ეს ყველაფერი პირდაპირ დაადასტურა იმ სახელმწიფომ მისი დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც იყო დაფინანსების გამცემი. პირდაპირ დაადასტურა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში, ასე იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა.
ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ არ ვაჩერებდით დაფინანსებას, უბრალოდ უზრუნველვყოფდით მის გამჭვირვალობას და რეალურად ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ „გამჭვირვალობის კანონით“. მან დაფინანსების არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო ის, რომ არასწორ, ძალიან მანკიერ მიზნებს ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება. არაერთი და ორია, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა.
დღეს ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორად უყურებს ამ მოვლენას და რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ სამი თვით შეჩერდება ამ ხაზით დაფინანსება რევოლუციური პროცესების, არეულობის, პივიტის გაყალბების და ასეთი მოვლენების, არამედ ეს ყველაფერი შეჩერდება ხანგრძლივი ვადით და თვისებრივად გადაიხედება მიდგომები ამ მიმართულებით. არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას. გახსოვთ კანვასის ტრენინგები, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ატრენინგებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. ამას ხმარდებოდა კონკრეტულად USAID-ის ფული. დღეს კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად უყურებს ამ საკითხებს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა დიდი ხნით დარჩება ძალაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 19:48
რეგიონი
სოფელ გოროვანისა და ქალაქ დუშეთის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდა რეგიონის ახალგაზრდების მოთხოვნები და ქალაქ დუშეთის, ასევე სოფელ გოროვანის სპორტულ კლუბებს ინვენტარი გადაეცათ.
20 ივნისი 2026, 19:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
20 ივნისი 2026, 19:25
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიუხედავადა იმისა, რომ ასეთი ტიპის ევრორეზოლუციები მისი შინაარსიდან გამომდინარე უკვე აღარ წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს, მაინც საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ევრობიუროკრატიას ჯერ კიდევ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს სახელმწიფო
საზოგადოებას მორიგ ჯერზე შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატია არ მოისვენებს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი საქართველოში ვერ მოიგო და მისი მიზნები აქ ვერ განხორციელდა, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, ეკონომიკის ჩამოშლას და ასე შემდეგ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.
20 ივნისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ცენტრალურ აზიის სატრანსპორტო დერეფანზე: საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება
ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ საქართველოს ვერავინ გაწევს ამ სავაჭრო გზიდან, პირიქით, საქართველო არის და მომავალშიც იქნება ძალიან საიმედო და სტაბილური პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ სავაჭრო გზის ფუნქციონირება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ცენტრალურ აზიის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას.
20 ივნისი 2026, 19:03
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის
რაც უფრო მეტად გადააყირავებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ პარტიულ რევოლუციას მოაწყობენ, ეს კარგი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
20 ივნისი 2026, 18:55
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც კაია კალასისადმი, ასევე სხვა ბიუროკრატებისადმი, რომლებიც ამ იერარქიაში საქართველოზე აგებენ პასუხს - მაინც იმედიანად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, გადატვირთავს ამ ურთიერთობებს
სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთმა ინსტიტუტმა საქართველოსთან ურთიერთობების ერთგვარი მონოპოლიზება მოახდინა, განსაკუთრებით ვგულისხმობ კაია კალასის უწყებას, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველოსთან ურთიერთობის აწყობა თუ გაგრძელება, რაც არ გამოვიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ბრიუსელის ურთიერთობაზე საუბრისას.
20 ივნისი 2026, 18:42
საზოგადოება
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულების თემაზე პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს
20 ივნისი 2026, 18:38
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ბათუმი სრულად მზად არის საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
20 ივნისი 2026, 18:36
რეგიონი
21 ივნისს გუდაური-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ91-კმ99 მონაკვეთზე (გუდაური-ჯვრის უღელტეხილი), მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო, 2026 წლის 21 ივნისს 08:00სთ-დან 18:00სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
20 ივნისი 2026, 18:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს
ყოვლად აღმაშფოთებელია ის მცდელობა, რომ ასე უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
20 ივნისი 2026, 18:23
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიას აქტიურად ატარებს. პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, წალკის, გორის რაიონის და ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამართეს.
20 ივნისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა
ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
20 ივნისი 2026, 17:02
სამართალი
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
20 ივნისი 2026, 17:00
რეგიონი
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
20 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
გამოცემა Euractiv-ი გერმანიის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ვრცელ სტატიაში უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით.
20 ივნისი 2026, 16:42
სამართალი
პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 16:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად კლავდა ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.
20 ივნისი 2026, 16:10
მსოფლიო
ტრამპი მელონიზე: მისი პოპულარობა იტალიაში კლებულობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც გულწრფელად უყვარს და იცავს იტალიას - ზურგი აქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა კლებულობს.
20 ივნისი 2026, 15:33
კულტურა
„მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“ დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა
საღამო მუსიკოსის სცენაზე მოღვაწეობის 55 წელს მიეძღვნა და მისი შემოქმედებითი გზა, მუსიკა და ემოციები გააერთიანა.
20 ივნისი 2026, 15:32
პოლიტიკა
ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში, სასტუმრო „ახალციხე ინნ”-ში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.


