30 იანვარი 2025, 01:07 / სანდო წყარო

პრემიერი: თუ ვინმე ახალისებს ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის


თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამისად, ყველას მინდა მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინოვნიკებისა და ელჩების მათი დუმილი იყო იმ ძალადობის წახალისება, რომელიც შემდეგ განახორციელა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ.

„იყო ძალის გადაჭარბების ცალკეული შემთხვევები. რაც შეეხება სიტყვა წამებას, სამარცხვინოა, როცა ამ სიტყვას იყენებენ შესაბამისი სუბიექტები. როცა საუბარია სისტემურ, ორგანიზებულ, კოორდინირებულ ქმედებებზე, ესეც არის უბრალოდ სამარცხვინო. თუ ვინმე ახალისებდა ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი იყვნენ მდუმარე ჩინოვნიკები, მათ შორის, მდუმარე ელჩები. თქვენ გახსოვთ 5 დღის განმავლობაში თუნდაც ერთი ელჩის განცხადება? ხომ შეიძლება გამოსულიყვნენ, დაეგმოთ ძალადობა, ყველაფერი ხომ გაჩერდებოდა. მანამდე შეგახსენებთ - რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან - მათი დუმილი იყო იმ ძალადობის წახალისება, რომელიც შემდეგ განახორციელა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ. ამიტომ, თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამისად, ყველას მინდა მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის. როცა საუბარია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირი გვესაუბრება ჩვენ საარჩევნო პრინციპების დარღვევაზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ამ დროს თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, ელჩის განცხადება, მეტ-ნაკლები სიზუსტით ციტატა შემიძლია გავიხსენო - მთავრობის ქმედებების გამო არის შეჩერებული ევროინტეგრაციაო, ეს იყო პირველი ნაწილი და იქვე დაამატა, რომ თუ არ იქნება აქტიურობა არჩევნებზე, ამ შემთხვევაში, შეიძლება არასწორი მიმართულებით გაგრძელდეს პროცესებიო. ეს მოხდა დაახლოებით 20 ოქტომბერს, პირდაპირ გამოდის ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი და მოუწოდებს ქართველ ხალხს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ. ამ დროს ჩვენ გვესაუბრებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები საარჩევნო პრინციპების დარღვევაზე. აქ რაღაც გადაცდომა კი არ მოხდა, ექსცესი კი არ იყო, პირდაპირ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა ქართველ ხალხს, მხარი დაეჭირათ მწამებლებისთვის, მკვლელებისთვის, კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, თვითონ გამყალბებლებისთვის და მერე ისინი გესაუბრებიან საარჩევნო დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი არ იყიდის. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ილონ მასკი ერევა თურმე ევროპული ქვეყნების არჩევნებში და ოლაფ შოლცმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის ამაზრზენიო. რა ამაზრზენზეა საუბარი, შენი ოფიციალური წარმომადგენელი გამოდიოდა ოქტომბრის თვეში და პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ხალხს, „ნაცების“ მხარდაჭერისკენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საერთოდ დაკარგული აქვს ფასი ბრიუსელის ჩინოვნიკებს შორის სამართლიანობას, სამართალს. მერე უკვირთ, რომ ქართველი ხალხის თვალში მუდმივ რეჟიმში ვარდება ევროპელი ჩინოვნიკების რეიტინგი. თქვენ რომ შეადაროთ, კვლევების მიხედვით, ნდობა რამდენია ევროკავშირის მიმართ და რამდენია ევროპელი ჩინოვნიკების მიმართ - ევროპელი ჩინოვნიკების მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის სამჯერ ნაკლები დაახლოებით, ევროკავშირის მიმართ ნდობასთან შედარებით, იმიტომ, რომ ევროკავშირი რჩება ქართველი ხალხისთვის მიზნად, ამოცანად, მაგრამ ყველა ხედავს იმ სამარცხვინო ქმედებებს და უსამართლობას, რომლითაც გამოირჩევიან ევროპელი ჩინოვნიკები, ელჩები. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ მზად ვართ ყველასთან, მათ შორის, ამ ელჩთან თანამშრომლობისთვისაც. ოღონდ, ხომ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდე. ისეთი კავშირები არსებობს ხოლმე დიფ სთეითის მხრიდან, რომ ვერ თავისუფლდებიან, მაგრამ, იქნებ გათავისუფლდნენ, ამის იმედი დავიტოვოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.

05 აგვისტო 2026, 20:46

სამართალი

ფიქტიური კონტრაქტი ბინადრობის მოწმობის სანაცვლოდ - სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმე გახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელი.

05 აგვისტო 2026, 20:36

ჯანდაცვა

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დიუშენის სინდრომის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამაში რთავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

05 აგვისტო 2026, 20:33

მსოფლიო

ამერიკული მედია: ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 20:31

საზოგადოება

განათლების რეფორმის ახალი ეტაპი - ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში და სასკოლო ფორმები საჯარო სკოლებში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა უმაღლესი განათლების რეფორმა. ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში. სოხუმის უნივერსიტეტმა აგრარული დარგების პროგრამებზე აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. პარალელურად, ზუგდიდისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ტურიზმის დარგი დაემატა.

05 აგვისტო 2026, 20:16

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთზე გაითიშა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 19:51

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შემცირებაზე: არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები, გარდა ახლო აღმოსავლეთისა - შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი გახდეს

უკრაინამ შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის იმაზე ნაკლები რაკეტა მიიღოს, ვიდრე ესაჭიროება - ამის მიზეზი, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მცდელობა იყოს, გახადონ კიევი დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

05 აგვისტო 2026, 19:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს

„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

05 აგვისტო 2026, 19:29

სამართალი

პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.