05 თებერვალი 2025, 17:20 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს. დეტალურად

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ენჯეოს წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. პირველი სხდომის შემდეგ, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვამკაცრებთ კანონმდებლობას, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. ასევე ვთქვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმისათვის, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი და საშუალება.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ვერავინ უნდა შეძლოს საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს ჩვენი არასრულწლოვანები თუ სხვა ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ენჯეოს წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ; უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან და უზრუნველვყოთ ისეთი მედიასტანდარტის დამკვიდრება, როგორიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია; ასევე უზრუნველვყოთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტებთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და საბოლოო ჯამში, უნდა შევქმნათ მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა ვინმე სხვამ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ამ მიზნით წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში:

  • გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო, მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება.
  • ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას;
  • გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც;
  • აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას;
  • გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად;
  • შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება (ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი და სხვ.);
  • დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს);
  • დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას’’ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.
  • როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.
  • პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.
  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან.

პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები იმისათვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა!“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 10:15

მსოფლიო

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.

14 სექტემბერი 2026, 10:14

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 10:11

სამართალი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 09:53

მსოფლიო

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.

14 სექტემბერი 2026, 09:21

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.

მაგდალენა ანდერსონი

14 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.

ემანუელ მაკრონი

14 სექტემბერი 2026, 09:04

მსოფლიო

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

პატრიარქი შიო მესამე

14 სექტემბერი 2026, 08:45

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმინდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

14 სექტემბერი 2026, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში

14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

14 სექტემბერი 2026, 08:28

სპორტი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

5 მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე. სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირზე 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

დონალდ ტუსკი

14 სექტემბერი 2026, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე, მათ შორის პოლონეთის საზღავრთან რუსულ თავდასხმას ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. იაგოდინის რკინიგზის სადგურზე კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ლოკომოტივთან ერთად, იაგოდინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურზე იერიშს დინალდ ტურსკმა გაზრდილი საფრთხის კიდევ ერთი დადასტურება უწოდა. თავდასხმას კიევში მყოფი რადოსკავ სიკორსკიც გამოეხმაურა.

14 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.

ირაკლი ფავლენიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:07

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.

14 სექტემბერი 2026, 08:04

საზოგადოება

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.

დავით მამისეიშვილი

14 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.

13 სექტემბერი 2026, 23:45

რეგიონი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:35

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.

ირმჰილდ ბოსფორდი

13 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.