imedi /  28 ნოემბერი 2017, 18:28 / სანდო წყარო

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში დღეს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის გაუქმებას ეხმაურებიან. ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"როგორც ცნობილია, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, დღეს, 28 ნოემბერს, დანიშნული იყო ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის პირველი განხილვა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რაც ჩვენთვის და პროცესის ყველა მხარდამჭერისთვის, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აქტიური, ღია და ინტენსიური საკანონმდებლო პროცესის დაწყებას გულისხმობდა პარლამენტში.

გუშინ გვიან ღამით, ჩვენთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დანიშნული საკომიტეტო განხილვა მოულოდნელად გაუქმდა, ისე რომ მიზეზების შესახებ განმარტება არავის გაუკეთებია. ასევე მედიიდან ხდება ცნობილი, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის გაუქმებას კანონპროექტზე პოზიციების შეუჯერებლობას უკავშირებს, რაც ჩვენთვის გაუგებარი და საგანგაშოა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტის ინიცირებიდან დღემდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს მართავდა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, ცდილობდა პოზიციების დაახლოებას და კომპრომისული ინიციატივის მიღებას, რის შედეგადაც კანონპროექტში შევიდა გარკვეული ცვლილებები. ამ პროცესში პლატფორმა წავიდა რიგ მნიშვნელოვან დათმობებზე, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება და საპარლამენტო განხილვების პროცესი დაბრკოლებების გარეშე დროულად დასრულებულიყო. ამ პროცესში ძირითადი წინააღმდეგობა გამოხატულია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომლებთანაც, როგორც პროფესიული დაინტერესების მქონე უწყებებთან, სრული კონსენსუსის მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შექმნის ამ ორგანოების განსხვავებული მუშაობის სტანდარტს და სამართლებრივ საფუძველს.

პლატფორმის წევრების მხრიდან არაერთ კომპრომისზე აღებული პასუხისმგებლობის სიმძიმის მიუხედავად, ჩვენთვის კომპრომისის გზით სიარული იყო საშუალება, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად უსამართლოდ დაზარალებული ადამიანების ნაწილს მაინც, უმოკლეს დროში, ეგრძნო რეფორმის შედეგები. სამწუხაროდ, პარლამენტის მხრიდან გუშინ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ვერ ხედავს რეფორმის სასიცოცხლო მნიშვნელობას, მოგვიწოდებს ვიყოთ მოქნილები როგორც რეფორმის შინაარსში ასევე ფორმატში, თავად კი არ მიყვება გაცხადებულ გეგმებს და დაპირებებს, რაც პროცესის უსამართლობაზე მიუთითებს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების და კანონპროექტზე უკვე მიღწეული შეთანხმებების მიღმა, პლატფორმა ვერ ხედავს კომპრომისის დამატებით რესურსს და საკანონმდებლო განხილვების გადავადების საფუძველს. ამის გათვალისწინებით, ვითხოვთ კანონპროექტის შეთანხმებული ვერსია დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა ფორმალურ პროცესში დააფიქსიროს უჭერს თუ არა მხარს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებას ქვეყანაში."- წერია განცხადებაში.

დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, თუმცა განხილვა გადაიდო. ამ თემაზე მმართველ გუნდში აზრთასხვადასხვაობაა.

26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 

29 ივლისს კი მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა. 

ყველა სიახლე

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.

28 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

,,გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე. სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამედიცინო სფეროს და გაზრდის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:50

პოლიტიკა

კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

„ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:49

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ საუბრისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

28 მაისი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

28 მაისი 2026, 14:41

საზოგადოება

ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის - ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოვა.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

თორნიკე ფაღავა

28 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სწორად უწოდებენ სააკაშვილს ალიანსის წევრები „მაოხრებელ გზირს“, რამდენადაც, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას, საზოგადოების გახლეჩასა და რევოლუციური პროცესების განხორციელებას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსის წევრები მიხეილ სააკაშვილს „მაოხრებელ გზირს“ სწორად უწოდებენ.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ

44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას.

28 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

The Guardian: დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება

დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება. სტატიას ამ სათაურით The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე

„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორ ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ამით უნდათ აჩვენონ - მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ - კითხულობს შარმანაშვილი.

ზვიად შალამბერიძე

28 მაისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინა დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.

ზურაბ ჩხაიძე

28 მაისი 2026, 14:18

სამართალი

ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე

ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

ნინო წილოსანი

28 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

28 მაისი 2026, 14:17

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს

მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2026, 14:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს

„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 მაისი 2026, 14:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.