ზაზა ფაჩულია: ქართულ კალათბურთში მძიმე მდგომარეობაა
ზაზა ფაჩულია
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ქართულ კალათბურთში არსებულ პრობელემებზე ლაპარაკისას ცვლილებების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ამის შესახებ მან 1tv-სთან ინტერვიუში თქვა.
"ძალიან კრიტიკულ მომენტშია ქართული კალათბურთი. ეროვნულ ნაკრებს რომ დავანებოთ თავი, სამწუხაროდ ვერ ვხედავ ვერაფერ კარგს, სახარბიელოს იმაზე, რომ სწორ გზაზე მივდივართ. ახლა არჩევნები მოდის კალათბურთის ფედერაციაში. მე მყავს ჩემი კანდიდატი ვისაც ვგულშემატკივრობ და ვისიც მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და სწორ საქმეს გააკეთებს სამომავლოდ", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს 13 საათზე „ქორთიარდ მარიოტში გაიმართება. პრეზიდენტობისთვის შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია იბრძოლებენ. ჯერჯერობით უცნობია წარადგენს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 5 დეკემბერს დასრულდება.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2025, 16:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში
ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
03 აგვისტო 2025, 16:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე: ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, სრული პასუხისმგებლობაა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა
ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, არის სრული პასუხისმგებლობა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა! გავიგე, რომ გრანტების ფულს არ ასაჯაროებენ და გვიმალავენ, მაგრამ გაასაჯაროონ თავისივე ხელშეკრულებები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.
03 აგვისტო 2025, 16:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას
„შოვში მოეწყობა მემორიალი, თვენახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. პროექტი მომზადებულია, კიდევ ერთხელ გავეცანით ამ პროექტს და უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისათვის, რომ ჩვენ ამითაც კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.
03 აგვისტო 2025, 15:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას
„ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც დაგვატყდა თავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები. ასევე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.
03 აგვისტო 2025, 15:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე: როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება
„ვნახოთ, დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
03 აგვისტო 2025, 15:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვუყურებთ „ლელოსა“ და გახარიას, ერთი მხრივ გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე მხრივ, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მე მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს
„ვხედავთ, რომ 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2 აპირებს მონაწილეობას არჩევნებში, 2 კი უარს ამბობს. როგორც ჩანს, „ლელოს“ და გახარიას კონსულტაციები აქვთ, რომ ერთიანი კანდიდატებით იყვნენ. როდესაც ვუყურებთ „ლელოს“ და გახარიას, ერთი მხრივ გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე მხრივ, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მე მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აგვისტო 2025, 15:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ჩემი მიზანი იცით რაც არის, 64-ვე მუნიციპალიტეტში გვინდა, მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
03 აგვისტო 2025, 15:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას
„მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას. ვნახოთ, დაველოდოთ, თუ არ იქნება არავითარი რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს, განურჩევლად იმისა, თუ სად არის სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.
03 აგვისტო 2025, 15:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება
„ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ამ ადამიანებს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება. დანარჩენზე საზოგადოება მსჯელობს. ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს ყველაფერი არის მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
03 აგვისტო 2025, 15:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები. რა თქმა უნდა, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის
„გასაგებია, რაც უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამაზე, რომ ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის - თაღლითების, რომლებმაც არ იკმარეს, რომ თავის ქვეყანას თაღლითური სქემებით აზიანებდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს, საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის 1,5 მილიარდი დოლარი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ. აი ამას ცდილობდნენ, დამარცხდნენ და კიდევ ფიქრობენ, რომ მათი ადგილია პოლიტიკაში? რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
03 აგვისტო 2025, 15:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინის მიერ ერთსქესიანი ქორწინების საკითხის დარეგულირებას შეეხებოდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან რაჭაში.
03 აგვისტო 2025, 15:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სექტემბერში შოვში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ
„ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მზიმე დღეები, სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა. გვახსოვს ეს ტრაგედია და ამავე დროს გვახსოვს ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივთა რეაქციები და მათი მისვლა ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმები, სამხედროები, პოლიცია. იცით, მაში სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც ტრაგედიასთან ერთად გაურკვევლობაც ბევრი იყო და შესაბამისად რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც.
03 აგვისტო 2025, 15:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი
„მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღიად, საჯაროდ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ. ეს ყველაფერი ვნახეთ და მოვისმინეთ და ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
03 აგვისტო 2025, 15:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ. ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას. ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება. წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ დოკუმენტის შინაარსს“, - განაცხადა პრემიერმა.
03 აგვისტო 2025, 15:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაზე: საქართველომ კრიტიკა დაიმსახურა, რაც კონსტიტუციაში შეიტანა ფორმულირება - ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცისაგან, დღემდე გვიტევენ, რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონი მივიღეთ
საქართველომ საკმაოდ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შეიტანა ფორმულირება, რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცისაგან, მათი ერთობა წარმოშობს ოჯახს. მაგრამ, გაცილებით უფრო მკაცრი იყო და დღემდე ისტერიულად გვიტევენ იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონი მივიღეთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა.
03 აგვისტო 2025, 15:01
მსოფლიო
კამჩატკაზე კრაშენნიკოვის ვულკანი დაკვირვების ისტორიაში პირველად ამოიფრქვა
მეცნიერებმა კამჩატკაზე კრაშენნიკოვის ვულკანის ამოფრქვევა დააფიქსირეს. ეს ამ ვულკანის პირველი ამოფრქვევაა, მას შემდეგ, რაც მასზე დაკვირვება დაიწყო. ფერფლი 5-6 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა. რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფერფლის ღრუბელი აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანისკენ მიდის და ამ მარშრუტით დასახლებული პუნქტები არ არ არსებობს.
03 აგვისტო 2025, 14:55
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟით ყველაზე დიდი ყალბი ნარატივი გაბათილდა. ორი საერთაშორისო არბიტრაჟი ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა პორტის მშენებლობისთვის
პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟით ყველაზე დიდი ყალბი ნარატივი გაბათილდა. მთავარია, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც განაცხადეს, რომ ყალბია იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. პირიქით, ორივე ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეწყო ამ პროექტის განხორციელებას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
03 აგვისტო 2025, 14:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ იგი არა თუ პატივს არ სცემს საქართველოს, არამედ შეუძლია, დაიკავოს პოზიცია, რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი
გერმანიის ელჩის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისი, რომ იგი არათუ პატივს არ სცემს საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, შეუძლია, განზრახ დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომლითაც დაანახებს, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის საქართველო, ხალხი, საზოგადოება და ჩვეულებრივად, ისე, თითქოს არაფერი ხდება, დაარღვიოს დიპლომატიური და პოლიტიკური ეტიკეტი, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებას.
03 აგვისტო 2025, 14:39
მსოფლიო
უკრაინაში კორუფციის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით სერგეი გაიდაიც დააკავეს
დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის გარდა, მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიც დააკავეს.
03 აგვისტო 2025, 14:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ვაშინგტონის არბიტრაჟმა იქით დააკისრა თანხები, რომ სახელმწიფო კი არ არის პასუხისმგებელი პროექტის შეჩერებაზე, არამედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები და ეს თანხაშიც აისახა
ვაშინგტონის არბიტრაჟმა იქით დააკისრა თანხები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო კი არ არის პასუხისმგებელი ამ პროექტის შეჩერებაზე, არამედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები და ეს თანხაშიც აისახა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე საუბრისას.


