23 აპრილი 2025, 17:15 / სანდო წყარო

ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან, ევროპელები კი ძალიან აჭიანურებენ პროცესს - სალომე ზურაბიშვილი რუსი პრანკერების მახეში გაება

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.

სალომე ზურაბიშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. ფინანსებს ითხოვს უჩა ნანუაშვილიც.

ზურაბიშვილს და ნანუაშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ. დიალოგი კი შემდეგნაირად წარიმართა:

სალომე ზურაბიშვილი: არის სამი ძირითადი სეგმენტი, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას და რომელიც შეჩერებულია, შეწყვეტილია, ან რაიმე მსგავსი. პირველი - ეს არის მასობრივი მედია-საშუალებები, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტით რეგიონულ მედიაზე, ეს არიან ის მედიები, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ფული სჭირდებათ, რადგან მცირედი თანხითაც კი ისინი ბევრს იზამენ. მეორეს რაც შეეხება - ეს არის პროფკავშირები. მესამე სეგმენტი კი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება ეს ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაციებია. ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან, ევროპელები კი ძალიან აჭიანურებენ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ თანხას სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა, მომართავდნენ სამოქალაქო საზოგადოებისკენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა. ასე რომ ახლა კრიტიკული მომენტი დადგა.

კითხვა: რა თქმა უნდა, თქვენ თუ მომაწვდით რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, ძალიან კარგი იქნება. გავესაუბრებოდი. მე ჯერ კიდევ ვცდილობ მოვახერხო რუბიოსთან შეხვედრის ორგანიზება. თქვენ გაქვთ თქვენი „ენჯეო“, რომელსაც შემიძლია მივმართო?

სალომე ზურაბიშვილი: მე მაქვს კონტაქტი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებსაც ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. მე შემიძლია შევადგინო სია იმ „ენჯეოების“, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2026, 16:45

მსოფლიო

სამხრეთ კორეის სასამართლომ 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ოპოზიციის წარმომადგენლები დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმები დააკისრა

სეულის სასამართლომ „ხალხის ძალაუფლების პარტიის“ (PPP) დეპუტატს, ნა კუნგ-ვონს და რამდენიმე პოლიტიკოსს 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ფულადი ჯარიმები შეუფარდა, - ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გივი თხელიძე

06 ივლისი 2026, 16:40

ეკონომიკა

ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით

„ჩვენ, ექსპედიტორები, ყოველთვის ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა გვქონდეს“, - განაცხადა ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა გივი თხელიძემ.

06 ივლისი 2026, 16:28

რეგიონი

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.

06 ივლისი 2026, 16:22

რეგიონი

გივი მიქანაძე ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.

მიხეილ ყაველაშვილი
ანტონიო გუტერეში

06 ივლისი 2026, 16:13

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივლისი 2026, 16:09

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

გიორგი ჩაკვეტაძე

06 ივლისი 2026, 16:00

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მან კონტრაქტია სერია ა-ს კლუბ „უდინეზესთან“ გააფორმა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გია აბაშიძე

06 ივლისი 2026, 15:39

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს

ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

06 ივლისი 2026, 15:36

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

გურამ მაჭარაშვილი

06 ივლისი 2026, 15:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს

სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

06 ივლისი 2026, 15:27

მსოფლიო

საფრანგეთში ლალიკის მუზეუმი გაძარცვეს

მძარცველებმა კარი შეამტვრიეს, ექვსი ვიტრინა ჩაამსხვრიეს, ექსპონატები აიღეს და მუზეუმი შეუფერხებლად დატოვეს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მუზეუმი აღჭურვილი იყო სიგნალიზაციით, რომელმაც იმუშავა, თუმცა, მომხდარის შესახებ ჟანდარმერიას პირველად არა მუზეუმის დაცვაზე პასუხისმგებელმა უსაფრთხოების კომპანიამ, არამედ დამლაგებელმა შეატყობინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ასე.

არჩილ ბერიძე

06 ივლისი 2026, 15:19

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებას ემსახურება“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში.

გაგიკ წარუკიანი

06 ივლისი 2026, 15:14

მსოფლიო

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება

ერევანში, წარუკიანის სახლში ჩხრეკას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ. ტონოიანმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს თითქმის ყველა იმ კომპანიაში, რომელიც წარუკიანის კონცერნ Multi Group-ში შედის, ასევე ამ ორგანიზაციების დირექტორების ბინებში.

06 ივლისი 2026, 15:08

საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესის განსაზღვრის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

06 ივლისი 2026, 15:05

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ ქსელში.

06 ივლისი 2026, 15:03

საზოგადოება

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

06 ივლისი 2026, 14:47

საზოგადოება

განათლების მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო

განათლების მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

06 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი, ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა

„ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა“, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კირცხალია

06 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებას.

06 ივლისი 2026, 14:44

სამართალი

შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების გამო, ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა. ქურხულმა დაადასტურა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები დაწერა.