28 აპრილი 2025, 11:00 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ „ქართული ოცნება" ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვე გავიდა. სკეპტიკოსთა თუ ავისმსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ეს თავად რადიკალური ოპოზიციაა“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველომ კი, როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, რაც მნიშვნელოვანია კარგად შევაჯამოთ და გავიაზროთ.

„ზოგიერთების მოკლე მეხსიერებას სჩვევია ისტორიის გადაწერა და საკუთარ დღის წესრიგზე მორგება, რის საშუალებასაც, ბუნებრივია, არ მივცემთ.

რეფერენდუმი

ჩვენ გვახსოვს, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს კამპანია 2024 წლის მარტის პირველივე რიცხვებში სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო და მასში უცხოური და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა დააანონსა. საბოლოოდ ყველა ოპოზიციური პარტია თუ ენჯეო ლიდერი ამ ხედვის ქვეშ დადგა და ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტის გამკეთებელ ხელისუფლებას ევროპის სახელით დაუპირისპირდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოწვევა მიიღო. იყოს რეფერენდუმი, ვთქვით ჩვენ. ოღონდ ჩვენ ხალხს ავუხსნით, რეალურად რა რეფერენდუმია ეს. რასა და რას შორის ვირჩევთ. "ქართული ოცნების" კამპანია სწორედ ამ ხედვის გაზიარებას დაეფუძნა. ადამიანებს უნდა აერჩიათ წარსულსა და მომავალს შორის, ომის საფრთხესა და მშვიდობას შორის, დისკრედიტირებულ, დამნაშავე პოლიტიკოსებსა და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შორის, ძალაუფლების წყაროს ქვეყნის გარეთ ძიებასა და ხალხის ნებას შორის, უცხოურ გავლენასა და თვითმყოფადობას შორის. და კიდევ უამრავ მსგავს ორ პოლუსს შორის, რომელსაც ცალსახად, კრისტალიზებულად და ერთმნიშვნელოვნად განასახიერებს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია და "ქართული ოცნება".

უცხოეთის გავლენა

სხვა წინა არჩევნებისგან უპრეცედენტო და განსხვავებული რაც ვნახეთ, იყო უცხოეთის ღია და პირდაპირი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და ხალხის ნებაზე დაუფარავი ზემოქმედება. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით პირდაპირაა აკრძალული, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის ღია და თავისუფალ კონკურენციაში ზოგიერთმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დაიჭირა ცალსახა მხარე ოპოზიციის სასარგებლოდ და მათი განცხადებები პირდაპირ მიმართა ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.

გარდა პირდაპირი აგიტაციისა და მოწოდებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოჰყვებოდა სათანადო სადამსჯელო შედეგები, სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. დიპლომატიურ წარმომადგენლებთან უნისონში, მთელი რიგი ოდიოზური ფიგურები სხვადასხვა დედაქალაქების პარლამენტებიდან ბევრად ხისტად და დაჟინებთ ზემოქმედებდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესზე, რასაც ოპოზიციის კუთვნილი მედია სრულიად ევროპულ პოზიციად გვისაღებდა.

პოლარიზაცია

საარჩევნო პროცესში ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო, სადაც ქვეყნის მოქალაქეები მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში სასურველი პარტიის არჩევის ნაცლად ჩათრეული აღმოჩნდნენ სრულიად პოლარიზებულ, აპოკალიპტურად დამუხტულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყნის ბედისწერა უნდა გადაეწყვიტა. ეს ხელოვნური პოლარიზება ხელისუფლებისგან ითხოვდა კარგად გააზრებულ მოქმედებას, ერთი ხელით ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, დაეცვა საკუთარი ხედვა და პოზიცია, ელაპარაკა ხალხთან, ხოლო მეორე ხელით უზრუნველეყო სამართლიანი გარემო და არჩევნების თანასწორ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარება.

მართლაც, 27 ოქტომბრამდე ქვეყანაში არ გაჩენილა არცერთი პრეტენზია ცესკოს საქმიანობის და ახალი, ელექტრონული მთვლელი მანქანების საშუალებით არჩევნების ჩატარების მიმართ. ყველა დამკვირვებელი, წარმომადგენლობა და თვით ოპოზიციაც სრული სისავსით დადებითად აფასებდა გაწეულ სამუშაოს. „სათამაშო მოედნის“ მიმართ თვით 26 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა.

ხალხის არჩევანი

ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიაში გახმიანებული თემა ომის არდაუშვებლობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა საარჩევნო პროცესში უცხოეთის პირდაპირი ჩართვით, რომელიც ცალსახად ისახავდა მიზნად ხელისუფლების ცვლილებას. ტაქტიკური გათვლა კი მდგომარეობდა იმ ცრუ მოლოდინზე, რომ ფოჩიანი კანფეტის თუ თაფლაკვერის დაპირებით ქართველი ხალხის უმრავლესობა მოტყუვდებოდა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განუდგებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერი, რომელმაც ისტორიის მიმდინარე ეტაპზეც არაერთი მწარე გაკვეთილი იწვნია, ასე ადვილად ანკესზე ვერ წამოეგებოდა.

თაფლაკვერის დაპირებას მათრახის მუქარაც მოჰყვებოდა, სანქციებისა და სადამსჯელო მექანიზმების სახით, თუმცა მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ სწორი არჩევანი გააკეთა და საქართველოს ეროვნული ინტერესებს, დიდ ომში მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას მისცა ხმა. ეს დიდი შემობრუნება ჩვენი სამშობლოს ავისმოსურნეთათვის სილის გაწვნად იქცა და მათრახმაც არ დააყოვნა. უცხოეთის ცრუ მოლოდინმა იმედგაცრუება, ხოლო იმედგაცრუებამ ბრაზი გამოიწვია.

შანტაჟი

26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად ხმათა 38% მოაგროვა, რაც სარეფერენდუმო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. თითქოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ოპოზიციას უნდა გახარებოდა, სამომავლო საქმიანობის კარგ ბაზისად ექცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საქმიანობის გასაგრძელებელ მოტივაციად ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პატრონებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდა ხელს - ხელისუფლების ცვლილება. დემოკრატიის განვითარება და წინგადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს, არჩევნებიდან ორ დღეში მიღებული მითითებები, იპოვნეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები, ხან ციური 300 ათასი ზედმეტი ხმა ეპოვნათ და ხან „გაჟონვის“ მითი გამოეგონებინათ.

ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისაკენ. დაიწყო შანტაჟის მორიგი რაუნდი, არაღიარებით ვაჭრობა, რომლის მსგავსიც 2020 წლის არჩევნებზეც ვნახეთ. შანტაჟის გამოყენებაზე უარი მაშინაც არ თქვეს, როდესაც დაინახეს - ხალხი არჩევნების შედეგს არ აპროტესტებს, დემონსტრაციები არ იკრიბება, გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პარლამენტი კი წარმატებით შეიკრიბა და სხდომებიც გაიხსნა.

ჩვენ დავინახეთ უცხოური შანტაჟის გაგრძელების მკაფიო სცენარი - ოპოზიციის მხარდაჭერა, დიპლომატიური წარმომადგენლობების დუმილი, ბოიკოტი, დისტანცირება, კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების მორყევა და ისეთი ჩუმი კრიზისის შექმნა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ტყუილთან კომპრომისის საჭიროებას წარმოშობდა.

28 ნოემბერი

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის გახსნიდან ორ დღეში, უკმაყოფილო უცხოეთის მხრიდან დემარშისა და მტრული განწყობის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის რეჟიმში ყოფნაზე უარი თქვა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ ქვეყანა არ ჩადგებოდა მდგომარეობაში, როდესაც მისი პოლიტიკა უნდა დაექვემდებაროს გარე მითითებებს, ხოლო მითითებების არშესრულების შემთხვევაში შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოყენებული იქნებოდა „თაფლაკვერების“ ვერ-მიღება, შიდა არეულობის ინსპირირება და სხვა მსგავსი იარაღი.

ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის უმრავლესობის ნებაზე დაყრდნობთ თვალი გაუსწორა შექმნილ ვითარებას და გარე ჩარევას სათანადო პასუხი გასცა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გავაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მუშაობას 2028 წლამდე, მანამდე კი მოლაპარაკებების გახსნას და სხვა შუალედურ ეტაპებს ვაჭრობის საგნად არ ვაქცევდით. ეს განცხადება უკმაყოფილო, იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა უცხოეთმა თბილისში საპროტესტო გამოსვლების დასაწყებად გამოიყენა.

დაპირისპირება

გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწიათ რუსთაველის გამზირზე წესრიგის, უსაფრთხოებისა და პარლამენტის სასახლის შტურმისგან დასაცავად. ამ შეტაკებებში არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცავი დაშავდა.

ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვაუხვობდნენ, ახლა კი სწორედ მათი ინსპირირებით როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მათ კარგად ესმოდათ ქვეყანაში დაპირისპირების რეალური მიზეზი და არათუ არაფერი გააკეთეს ოპოზიციისთვის ცრუ ნარატივის გამოსართმევად, არამედ ყოველგვარად წაახალისეს პარლამენტზე თავდასხმა. მანამდე, პირველად ჩვენს ისტორიაში დემონსტრანტს ცოცხალ ადამიანზე მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს, დასაწვავად გაიმეტეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. სწორედ ამის შედეგად ვიხილეთ პირდაპირი მნიშვნელობით გახსნილი ცეცხლი რუსთაველის გამზირზე.

პროპაგანდის მარცხი

სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თყ NED-ის გამოყენებით. ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომა საერთაშორისო ვაჭრობის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ნამდვილი ამერიკული ინტერესების მიმართ გლობალისტური ძალებისა და ომის პარტიებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ჯერ ისევ აწყდება წინააღმდეგობას. მან დახურა USAID-ი, როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები.

სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. ამ პროცესზე დაკვირვება საინტერესოა იმითაც, რომ ზუსტად დავინახოთ ამერიკული ინტერესის სამომავლო ფორმირება და მექანიზმები. ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსტეიტის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იგივე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ.

გამარჯვება

არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არამხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ:

  • "ქართული ოცნება" ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს;
  • უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს;
  • ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს;
  • ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია;
  • ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, "ქართული ოცნებაა".

შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად.

საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება. მნიშვნელოვანია, უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებუთ დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და თავისი ხმა არგუნოს იმ პარტიებს, რომლებიც ქართული ეროვნული ინტერესების სათანადოდ მოქმედებენ. პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს.

მიზანი

ქართული ოცნება სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მახასიათებელი და ამით განვსხვავდებით ძალაუფლების წყურვილით აღსავსე, რევანშის სურვილით დაბრმავებული და მოკლე თვალთახედვის მქონე ოპონენტებისაგან.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა გვხვდა წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ გადმოსახედიდან კი, რამდენად სავალალოდ ჩანს ჩვენი უახლესი წარსული, ავანტიურისტი ხელისუფლების და მმართველების მიერ უცხო ინტერესების მსახურად და ასპარეზად ქცეული სამშობლო, რომელსაც უდიდესი სისხლის ფასად დღემდე მოტანილი მიწებით მოუწია შეცდომათა ზღვა. ამ მძიმე წარსულისა და გამოცდილების ფონზე, რამდენად დასაფასებელია "ქართული ოცნების" მცდელობა, სიფრთხილე, რუდუნება, ბეწვის ხიდზე გაეტარებინა ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავლის პერსპექტივას გაფრთხილებოდა.

სწორი მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება - ეს მხოლოდ საშუალებებია, მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ამას აკეთებს "ქართული ოცნება" ხალხთან ერთად, რომელსაც ზუსტად ესმის და გრძნობს თუ სადაა სინამდვილე. ეს ჩვენი სიღრმისეული, 3000 წლოვანი სიბრძნის დამსახურებაა. იმ სიბრძნის, რომელმაც გლობალური ინტერესებით მოქმედი ძალების პირისპირ საუკუნეები გამოგვატარა და დღევანდელობამდე მოგვიყვანა. ასე რომ, გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი მიზანი ამ ეპიკურ დაპირისპირებაში ისევე სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ.

უახლოესი მიზანი კი ცხადია ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებაა. გლობალური დიფსტეიტი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია, სამწუხაროდ, ამ უცხო გლობალური ინტერესის ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ, ქართულ, მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა.

ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველა სიახლე

27 ივნისი 2026, 12:29

რეგიონი

სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართა

დღესასწაულის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მთავარი თემა იყო დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორია VI საუკუნიდან დღემდე.

გეკა გელაძე არპინე სარგსიანი

27 ივნისი 2026, 12:29

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა.

27 ივნისი 2026, 12:24

კულტურა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო საკონცერტო სეზონის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სიმფონიური მუსიკის მორიგი კონცერტი გაიმართა

თბილისს ეწვია მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი - ჰობოისტი და დირიჟორი ფრანსუა ლელუ, რომელიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ვირტუოზ პიანისტთან - ცოტნე ზედგინიძესთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე.

გია აბაშიძე

27 ივნისი 2026, 12:19

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იუტუბერ გიორგი კალატოზის და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლობას სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის „სბერკასამ“ ლეიკემიის მქონე პირებზე ვითომ ხუმარა კალატოზს სოლიდარობა სოციალურ ქსელში რეკლამირებით გამოუცხადა.

27 ივნისი 2026, 12:18

კულტურა

კულტურის სამინისტრო: მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის და ხელმძღვანელის, გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო. გენო ნადირაშვილი იყო გამორჩეული მუსიკოსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ანსამბლმა „ორერამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში

კულტურის სამინისტრო გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

27 ივნისი 2026, 12:14

პოლიტიკა

სტუდენტური პარლამენტის წევრებმა დასკვნით კონფერენციაზე სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობა შეაჯამეს

იმსჯელეს სტუდენტური თვითმმართველობის გაძლიერების, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და მათ მიერ ინიცირებული პროექტების შედეგებზე.

27 ივნისი 2026, 12:07

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქმა, ახალგაზრდა ძიუდოისტებსა და 20-წლამდელთა რაგბის ნაკრების წევრებს უმასპინძლა

ძიუდოისტები ესპანეთში მიემგზავრებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი მსოფლიო თასისთვის ემზადება. ტურნირი დღეიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

27 ივნისი 2026, 12:05

მსოფლიო

POLITICO: Volkswagen-ი ფინანსური სირთულეების გამო 100 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

გერმანიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი Volkswagen-ი სამუშაო ძალის დაახლოებით 15%-ით შემცირებას გეგმავს, რაც 650 ათასზე მეტი თანამშრომლიდან დაახლოებით 100 ათას სამუშაო ადგილს მოიცავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 11:57

რეგიონი

სოფელ ქედლებში ახალი ტურისტული სივრცე მოეწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა გადასახედი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა მოსასვენებელი სკამები და აშენდა ფანჩატური.

27 ივნისი 2026, 11:49

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა

მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეხვედრისა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ „იმედინიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. აქვე განმარტეს, რომ მსჯავრდებულის მიერ შერჩეულ ექიმს, რომელმაც განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 11:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გამჭვირვალობის კანონი ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ბრიტანეთმა. ისინი არ უნდა მოქმედებდნენ ორმაგი სტანდარტით და არ უნდა აკრიტიკებდნენ ამ კანონს მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში

მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ეს კანონი ბრიტანეთმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით მათ პოზიციას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გამკაცრებაზე საუბრისას.

გეკა გელაძე
ქრისტინე გრიგორიანი

27 ივნისი 2026, 11:40

სამართალი

გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან ქრისტინე გრიგორიანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა.

27 ივნისი 2026, 11:28

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპოლიციო მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა.

27 ივნისი 2026, 11:28

მსოფლიო

ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთვის საჭირო ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელისა და ლიბანის მთავრობების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 11:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან - რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია

ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დაკავშირებადობას, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული, - განაცხადა მედიასთან საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

სულხან თამაზაშვილი

27 ივნისი 2026, 11:24

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

27 ივნისი 2026, 11:11

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ლამს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა.

27 ივნისი 2026, 11:02

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ,,კოკაინი“, ,,მეთადონი” „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი და 300 აბამდე „პრეგაბალინი“. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

27 ივნისი 2026, 10:57

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

27 ივნისი 2026, 10:55

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო ობიექტზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.