პრემიერი: თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის, როცა ვზრუნავთ ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა, ეს არის სამწუხარო ტრაგიკული მდგომარეობა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ჯერ ერთი, თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული მდგომარეობა.
„გამოწვევები გვაქვს ისედაც ძალიან ბევრი, მათ შორის ეკონომიკური. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის დაახლოებით 9 ათასი დოლარი და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ასეთ დროს როცა ხედავ, რომ არის პატარა ქვეყანა, რომელიც იბრძვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, აქვს თავისი პრობლემები, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ა.შ, ხომ უნდა იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყო ამ ქვეყანას და ამ ხალხს. როდესაც აქ ცდილობ, ხელოვნური პრობლემები შეუქმნა ქართველ ხალხს, ამ ქვეყანას, რა ლოგიკაში ჯდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. მდგომარეობა არის აბსოლუტურად ტრაგიკული. თვითონ ევროპის მდგომარეობა არის ტრაგიკული. ვერ იცავს საკუთარ თავს. ხელისუფლებებს არავითარი უნარი არ აქვთ, დაიცვან საკუთარი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები. იცით, რა მასშტაბის პრობლემებია დღეს ევროპულ სახელმწიფოებში, თითქმის ყველა სახელმწიფოში. ჯერ მიგრაციის კუთხით, საერთოდ ვერ იცავენ საკუთარ თავს. რომ ნახოთ ევროპის დიდი ქალაქები, საერთოდ დაკარგული აქვთ ეროვნული იდენტობა. დიდი ქალაქების სურათი ასეთია შესაბამის სახელმწიფოებში, საუბარია ყველაზე ტრადიციულ ევროპულ სახელმწიფოებზე, რომლებიც კარგავენ საკუთარ ეროვნულ იდენტობას, შესაბამისად კარგავენ რელიგიურ იდენტობას. მარტივი სტატისტიკა რომ ნახოთ, მაგალითად 70-80-იან წლებში გერმანიაში 90%-ს ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ ქრისტიანები. დღეს 50%-ს არის ჩამოცილებული იმ ადამიანების რაოდენობა გერმანიაში, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ საკუთარ თავს. განახევრებულია, ტრაგიკული მდგომარეობაა. იკარგება ეროვნული იდენტობა, რელიგიური იდენტობა და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი. ვერც ერთი ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და პირიქით, ხელს უწყობენ პრობლემების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა. ეს არის სამწუხარო ტრაგიკული მდგომარეობა. ეკონომიკური პრობლემები - იგივე რომ ავიღოთ ინდუსტრიული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი გერმანია, შარშანდელი და შარშანწინდელი წელი ჰქონდათ მინუსი ეკონომიკური თვალსაზრისით -0,2 და -0,3 პროცენტი. წელსაც მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს მინუსი, ყოველ შემთხვევაში ნულოვან მაჩვენებელს დიდად არ ასცდება წლევანდელი შედეგი. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროპული სახელმწიფოები. არის აბსოლუტურად ტრაგიკული მდგომარეობა და ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებული, ყველას სცალია რატომღაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 22:44
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა შტაბმა საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახალი მეთაურის, გენერალ მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით, საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება.
29 ივლისი 2026, 22:30
მსოფლიო
მერცი: სრულიად მიუღებელია ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიციის შექმნა - ჩვენ ამას არ შევეგუებით
უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, გერმანიის ფედერალური მთავრობა ცენტრალურ აპარატში თანამდებობების 8 პროცენტით შემცირებას გეგმავს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
29 ივლისი 2026, 21:45
მსოფლიო
ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“
ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.
29 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ
ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.
29 ივლისი 2026, 21:02
რეგიონი
ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ახალი მიმართულებების პოპულარიზაცია - ტური იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთში ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. სტუმრები რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, ქუთაისის ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბსა და ჭიათურაში მოწყობილ სათავგადასავლო მარშრუტებს გაეცნენ.
29 ივლისი 2026, 20:54
საზოგადოება
გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა - სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიაგეს. დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც პროფესიულ მოვალეობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
29 ივლისი 2026, 20:48
რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაში შედის. თელავში გამაგრებითი და პრევენციული სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო.
29 ივლისი 2026, 20:44
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში
მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:34
მსოფლიო
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას სწავლობს.
29 ივლისი 2026, 20:25
სამართალი
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალური ქსელების მონიტორინგს განაგრძობს.
29 ივლისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას
რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
ჯო უილსონი სიძულვილის მხარეს - კონგრესმენის მიერ დაანონსებული მორიგი კანონპროექტი და მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ჯო უილსონი, როგორც მაშველი რგოლი - ამერიკელი კონგრესმენის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება, „ქართულ ოცნებაში“ ლობისტურ პროექტად აფასებენ.
29 ივლისი 2026, 20:14
პოლიტიკა
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გამარჯვება და არაღიარების პოლიტიკის შედეგი - ნაურუს რესპუბლიკამ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა.
29 ივლისი 2026, 20:05
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი. ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში... არაა ბევრი ფიქრი საჭირო
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება.
29 ივლისი 2026, 20:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 19:37
მსოფლიო
ტრამპი ირანის მიერ განხორციელებულ იერიშზე: ჩვენ მათ სულს ამოვხდით, ძალიან მაგრად დავარტყამთ, მაგრად მოხვდებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ სარაკეტო იერიშს, რომელიც ამერიკულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს, მკაცრ პასუხს გასცემს.
29 ივლისი 2026, 19:19
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. ლუბლინში ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
29 ივლისი 2026, 19:16
რეგიონი
იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან
ტურის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ, რაც მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის სწორად შეთავაზებაში.
29 ივლისი 2026, 19:12
მსოფლიო
Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale-ი.


