22 მაისი 2025, 00:23 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ეს არახალია, ჩვეულებრივად დაგეგმილი, ორგანიზებული. განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე. თქვენ ნახეთ, შემდეგ უკვე გადადიან შეტევაზე. ჯერ მცდელობა აქვთ, რომ იქვე შეურაცხყოფა მოგაყენონ, შემდეგ მცდელობა აქვთ, რომ ეს ყველაფერი გააყალბონ. გახსოვთ თქვენ, როგორც კი ეს ინციდენტი მოხდა, შემდეგ გამოიძახეს პატრული, მთელი კრიმინალური პოლიცია. ღამის სამ საათზე ჩვენებებზე დავდიოდით. დღეს როგორ შემოატრიალეს? ზარქუამ გვიჩივლაო. ჩანდა პირდაპირ, როგორ გამოვდივართ, შემდეგ გვხდებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩაუწერიათ, რომ ფიზიკურად იძალადეს ჩვენზე, შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ა.შ. აქ ეს არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ხალხი შესაცოდია ჩემი აზრით, ვინაიდან მათ იყენებენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, უკვე მეორე დღეს მეგრელები ამბობდნენ, ორივე წკეპლით არისო გასალახი და დამსახურებულად.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არ არის მარტო ამ ბავშვების თუ ამ ახალგაზრდების გადაწყვეტილება. ეს არის იმ დიდი პოლიტიკის, რაც უკავშირდება 26 მაისს, რომ რადიკალიზაცია მოახდინონ. დასავლეთიდან ამას გარკვეული ჯგუფები მხარს უჭერენ, ახალისებენ. ადგილობრივი, ე.წ. პოლიტიკოსები, რადიკალები ამას ორგანიზებას უკეთებენ.

მე კითხვაც დავსვი, ციხეში რომ სხედან ახალგაზრდები, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი არის იქ? არა. მიუშვებენ, მიუგდებენ ამ ბავშვებს და შემდეგ ხდება უკვე ამ ბავშვებზე ჯოხის გადატეხა. მე არაერთხელ მივმართე ახალგაზრდებს და მშობლებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, უკვე პირდაპირ სისხლს ითხოვენ, სექტასავით არიან, ყველაფერზე მიდიან, არავის ინდობენ.

„ოღონდ რევანშის სურვილით, ყველაფერზე მიდიან რასაც დაუკვეთენ დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან. ეს გოგონა, რომელიც დამხვდა შეურაცხყოფას მაყენებს, ამ დროს აღმოჩნდა, რომ დედამისი რუსეთის მოქალაქეა. თვითონ იქ არიან გაზრდილი და შენ გამუნათებენ“, - აღნიშნა მან.

არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერენ ესებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყველა სიახლე

ბლეიზ მეტრეველი

16 ივნისი 2025, 03:15

მსოფლიო

ბლეიზ მეტრეველი - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი ხელმძღვანელი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, MI6-ის - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური - ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქალი დაინიშნა.

15 ივნისი 2025, 23:49

მსოფლიო

მედია: ირანი თავს დაესხა თელ-ავივს, ჰაიფასა და სხვა ქალაქებს ათობით ირანული რაკეტითა და დრონით

ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს ცნობას, რომ ირანი თავს დაესხა თელ-ავივს, ჰაიფასა და სხვა ქალაქებს „ათობით ირანული რაკეტითა და დრონით“.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 ივნისი 2025, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: თუ აქ არის საუბარი კონკრეტიკაზე, ნატომ ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოაყოლოს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი კვირა“ ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერიოდზე და ალიანსის წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან კონკრეტული, სამართლებრივ გამყარებული, დაახლოების დოკუმენტი არ ყოფილა.

გიორგი ჩაკვეტაძე

15 ივნისი 2025, 23:25

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე: „ნაცების“ ახალგაზრდულის ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ - მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს

„ნაცების“ ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტთან ნიღბიანი პირების მიერ გამართულ აქციას.

15 ივნისი 2025, 23:00

საზოგადოება

„ხაზზეა მოქალაქე“ - ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიამ 2022 წლიდან დაიწყო. ეტაპობრივად ჩანაცვლდება ავარიული, უსახური კორპუსები ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი შენობებით, რაც ასევე ნიშნავს მოწესრიგებულ მიწისქვეშა პარკინგს, დასასვენებელ სივრცეს კორპუსის ეზოში, საბოლოოდ კი მოქალაქეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

თორნიკე ჭეიშვილი

15 ივნისი 2025, 22:49

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: ზოგიერთებს აქვთ გამწვავებული განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მათ სახელმწიფოებში იყოს დაშვებული, ლოგიკური და სასურველი, ჩვენს ქვეყანაში ჩათვლილია ლამის დემოკრატიულ უკუსვლად

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვაზე ისაუბრა, რომლის ანალოგიური ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოვიდა.

15 ივნისი 2025, 22:43

პოლიტიკა

გამოგონილი გატაცების ფეიკ სკანდალი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ახლახან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ქმარი მეუღლის პოლიტიკური აქტივობის გამო გაიტაცეს და დააშინეს.

15 ივნისი 2025, 22:28

პოლიტიკა

ალიანსის ღია კარის დახურული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„როდის მიიღებთ საქართველოს ნატოში“ - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისთვის ედუარდ შევარდნაძის მიერ დასმული ამ შეკითხვიდან 29 წელი გავიდა.

არჩილ გორდულაძე

15 ივნისი 2025, 22:13

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შენობებში, მოსამართლეებსა და მანდატურებზე რადიკალების მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე, დებოშის ფაქტებზე საუბრისას.

15 ივნისი 2025, 22:12

პოლიტიკა

ქართული კანონების ექსპორტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება საქართველოს მსგავსად შტატებშიც აიკრძალება. კერძოდ, ნიღბები ჯერ აქ, საქართველოში აიკრძალა და რამდენიმე თვის შედეგ კი შტატებში.

15 ივნისი 2025, 21:56

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები იღებდნენ.

15 ივნისი 2025, 21:50

პოლიტიკა

თემიდა - რადიკალების სამიზნე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბოლო პერიოდში სასამართლო პროცესებზე რადიკალების ქცევის გამო, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მიმართა ხელისუფლებას, დაასრულოს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაცაქტივისტების მიერ მოწყობილი მასკარადი და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე.

ლევან მაწავარიანი

15 ივნისი 2025, 21:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დუმილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ დუმილით საელჩოები თავად ახდენენ საზოგადოების თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მან დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაც გაიხსენა.

15 ივნისი 2025, 21:30

პოლიტიკა

გრანტებით წახალისებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გამჭვირვალობის კანონი, რომელიც „ფარას“ ზუსტი ანალოგია, ეფექტური იარაღი აღმოჩნდა „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში - გრანტების საფარქვეშ სახელმწიფოს გადატრიალებისთვის, ხელისუფლების დასამხობად, ლგბტ პროპაგანდის და სხვა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ფინანსებს ვეღარ გამოიყენებენ.

15 ივნისი 2025, 21:24

სპორტი

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ. შესაბამის მისალოც ქარდებს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია აქვეყნებენ.

ვატო შაქარიშვილი

15 ივნისი 2025, 21:05

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ მსოფლიოზე „დიფ სთეითის“ - ოლიგარქიული ოჯახების ერთობის გავლენისა და მათი ინტერესების თემაზე ისაუბრა.

ეთერ ლიპარტელიანი

15 ივნისი 2025, 20:58

სპორტი

ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა

15 ივნისი 2025, 20:53

პოლიტიკა

„დიფ სთეითის“ გეგმა - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ახლახან, საზოგადოება გაეცნო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელ წერილსა და ანალიზს, რომელიც „დიფ სთეითის“ მმართველობის ლეგალიზაციის პროცესს დეტალურად აღწერს.

15 ივნისი 2025, 20:30

პოლიტიკა

ისრაელ-ირანის კონფლიქტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები მთელი დღეა ირანელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ სამხედრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც აფეთქებები ხდება.

ბოიან არანჯელოვიჩი

15 ივნისი 2025, 18:53

ეკონომიკა

Air Serbia-ს წარმომადგენელი: Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა.