იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი იტალიელი სენატორების ჯგუფს: თქვენ ხართ თვითგამოცხადებული სენატორები - საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს, ვინ ჯანდაბა ხართ, ასეთ რამეს რომ წერთ?
ანდრეა ლომბარდი
ფოტო: YouTube
იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი, ანდრეა ლომბარდი YouTube-ის საკუთარ არხზე იტალიის სენატში სენატორების ჯგუფის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრობს, რომელიც საქართველოში გაუარესებულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხება და მას „გამაოგნებელს“ უწოდებს.
„ვინაიდან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მკვეთრად დაჩქარდა 2024 წლის 26 ოქტომბრის დარღვევებით სავსე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“ - სიცრუეა. „არჩევნების დროს დაირღვა დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დადგენილი ნორმები და სტანდარტები“ - სიცრუე. და შესაბამისად, „ეს არჩევნები არ აძლევს პარლამენტსა და შესაბამისად, „პრეზიდენტს“ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას“ - სიცრუე. კრიმინალები არიან ისინი, ვინც ამ ყველაფერს წერენ“, - აცხადებს ანდრეა ლომბარდი რეზოლუციაში მოცემულ ჩანაწერებზე.
ლომბარდიმ ასევე იუსაუბრა სალომე ზურაბიშვილზე. მისი თქმით, „საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც მანდატის ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობის დატოვება არც კი სურდა, საფრანგეთის მოქალაქემ, ყოველგვარ სანდოობას მოკლებულმა ქალბატონმა, საჯაროდ დაგმო არჩევნების მანიპულირება“.
„მან ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნებს, რადგან იმან, ვინც მას სურდა, ვერ გაიმარჯვა და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება. აქ ამბობენ „ქართული ოცნებისა და მისი დამფუძნებლის, ივანიშვილის მეთაურობით რეჟიმმა ხელისუფლების არაკონსტიტუციური უზურპაცია მოაწყო, სისტემატურად შლიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძირს უთხრიდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას, რაც აღრმავებს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს საქართველოში“ - ეს ყველაფერი უაზრო სიტყვებია. ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა და ქალბატონი [ზურაბიშვილი] სახლში გაუშვეს“, - აღნიშნავს იტალიელი პოლიტიკური მიმომხილველი.
ლომბარდიმ ასევე ისაუბრა რეზოლუციაში მოცემულ ფორმულირებაზე - „საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება“ და აღნიშნა: „თქვენ ხართ თვითგამოცხადებული სენატორები. საქართველოს ხელისუფლება ქართველებმა აირჩიეს. ვინ ჯანდაბა ხართ, ასეთ რამეს რომ წერთ?“.
მან ასევე განიხილა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაში მოცემული ჩანაწერი.
„მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი რეპრესიები“ - გახსოვთ ის ბრბო, შავებში ჩაცმული, ვინც ყველაფერი გაანადგურა და სასტიკად გაუსწორდა დედაქალაქს? ესენი არიან „მშვიდობიანი მომიტინგეები“? „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიცია, საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე“ - მართლა, და იტალიაში აქვთ? ღირსებაც არ გაგაჩნიათ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ცდილობს დაიცვას თავი საერთაშორისო შეტევისაგან, რომელსაც სათავეში უდგანან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები“.
ლომბარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ შეძლო იმის დადასტურება, რომ საქართველოში უკანონო არჩევნები ჩატარდა.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 18:29
მსოფლიო
ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით.
22 ივნისი 2026, 18:20
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. მან თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში, შექმნა და დანერგა უნიკალური პროდუქტები, რომლებმაც არსებითად გააძლიერა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.
22 ივნისი 2026, 18:15
საზოგადოება
გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაია ბითაძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
22 ივნისი 2026, 18:09
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ირანი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დაშვებას
ორშაბათს შვეიცარიიდან გაკეთებულ განცხადებაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა შეაქო ის, რასაც მან აშშ-სა და ირანს შორის კვირას გამართული მოლაპარაკებების „ძალიან, ძალიან კარგი დღე“ უწოდა და ხაზი გაუსვა ოთხ მთავარ პრიორიტეტს, რომლებიც ტექნიკურ მოლაპარაკებებში განიხილეს.
22 ივნისი 2026, 18:09
საზოგადოება
გოგიტა თოდრაძე: თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა
დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და მილიონ სამას ოცდათერთმეტი ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
22 ივნისი 2026, 18:06
პოლიტიკა
მაია ბითაძე ოპოზიციის ალიანსში განხეთქილებაზე: ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და იმავდროულად, ქვეყნისთვის მრავალწახნაგოვანი ფორმატით ძირის გამოთხრით არიან დაკავებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში" ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
22 ივნისი 2026, 18:04
პოლიტიკა
მაია ბითაძე კირ სტარმერის გადადგომაზე: თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებად შეიძლება იწოდოს ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან იყო დაკავშირებული. ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც გარე დაკვეთებს ასრულებს
ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი თუ როგორ ასრულებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ გარე დაკვეთებს ასრულებს“, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
22 ივნისი 2026, 17:45
რეგიონი
უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდა პროგრამისტსა და გამომგონებელს, ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდა გამომგონებელსა და არაერთი საერთაშორისო კონკურისის გამარჯვებულს, ალექსანდრე ცეცხლაძეს უმასპინძლა.
22 ივნისი 2026, 17:39
მსოფლიო
ნაიჯელ ფარაჯი სტარმერის გადადგომაზე: როცა ვირჩევთ პრემიერ-მინისტრს, გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ვადის ფარგლებში იმსახურებს. პარტია „რეფორმა“ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს
„დაუჯერებელია, თუმცა 7 წელიწადში უკვე მეექვსე პრემიერ-მინისტრი გვეყოლება. კირ სტარმერის ლიდერობის დროს „ლეიბორისტული პარტია“ უფრო და უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და თუ ახლა ბატონი ბერნემი გაიმარჯვებს, კიდევ უფრო დაუახლოვდებიან, რაც ნიშნავს, რომ „ლეიბორისტულ პარტიასა“ და მის ამომრჩეველს შორის ამ საკითხზე სრული განხეთქილებაა. არ ვიცი, ახლა კონკურსს ჩაატარებენ თუ კორონაციას. ბრიტანელი ხალხი დაიღალა იმით, რომ პოლიტიკური პარტიები თავისი სურვილისამებრ ცვლიან ლიდერებს. არჩევნებში როცა ვირჩევთ პრემიერ-მინისტრს, გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ვადის ფარგლებში იმსახურებს. პარტია „რეფორმა“ ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ავირჩიოთ ლეგიტიმური მანდატის მქონე მთავრობა. ბრიტანეთი გამტყდარია და 7 წელიწადში 6 პრემიერ-მინისტრი ამის მტკიცებულებაა“, - განაცხადა მან.
22 ივნისი 2026, 17:35
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს
„ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
22 ივნისი 2026, 17:34
საზოგადოება
აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის გამო მოქალაქეს ორი ათასი ლარი შეეფარდა
აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის გამო მოქალაქე
22 ივნისი 2026, 17:26
რეგიონი
ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
22 ივნისი 2026, 17:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რატომ არ მიკავშირდება ჩიკაგოს გუბერნატორი დახმარებისთვის? შემიძლია ჩიკაგო უსაფრთხო ქალაქად ერთ თვეში ვაქციო
ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ილინოისის შტატის გუბერნატორი გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის შეყვანა და ერთ თვეში ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.
22 ივნისი 2026, 17:23
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: Google არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Google Street View-ს საქართველოში ოპერირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 17:23
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად სიძულვილის და ზიზღის გავრცელების
ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
22 ივნისი 2026, 17:19
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მამია კვირკველიას საქმეზე: განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა, სასამართლო ისე მოქმედებს, როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება
„საზოგადოებას დავპირდით, რომ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ფაშიზმი საქართველოში დასრულდეს და ეს არის ერთ-ერთი მდგენელი ამ გემის, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს მათი მხრიდან გაკეთებული შეურაცხყოფები დასჯადი იქნებოდა, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა, სასამართლო ისე მოქმედებს, როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
22 ივნისი 2026, 17:14
სამართალი
სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა
კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი ლარი შეეფარდა.
22 ივნისი 2026, 17:08
მსოფლიო
რობერტა მეცოლას ევროპარლამენტარებისთვის სიძულვილის ენის გამოყენების გამო სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს
საქმე ეხება ევროპარლამენტში მიგრაციის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს. რობერტა მეცოლამ სიძულვილის ენაში ბრალდებული ევროპარლამენტარების წინააღმდეგ შესაძლოა სანქციის სხვადასხვა ზომა განიხილოს, მათ შორის ოფიციალური საყვედური, ფინანსური შეზღუდვა ან საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის 60 სამუშაო დღით შეჩერება.
22 ივნისი 2026, 17:06
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ გახსნით ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა განათლების სექტორში მოკლევადიანი პროგრამების მნიშვნელობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრიობას გადამზადების პროგრამების შემუშავებაში


