ნანა კაკაბაძე: თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის სტრუქტურები, რისი შედეგიც არის ევროსკეპტიციზმის მაღალი დონე დღევანდელ საქართველოში
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
საქართველოში თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, თავისი უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის სტრუქტურები, რისი შედეგიც არის ევროსკეპტიციზმის მაღალი დონე დღევანდელ საქართველოში, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე „ევრობარომეტრის“ გამოკითხვის შედეგებს, რის მიხედვითაც საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულიია.
როგორც ის აღნიშნავს, როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არა მხოლოდ მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე კონკრეტულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც, ბუნებრივად უჩნდებათ ასოციაციები ბოლშევიკებზე და რატომ არის გასაკვირი, რომ ასეთ დროს ევროსკეპტიციზმი უფრო გაუძლიერდებათ და არა ევროოპტიმიზმი.
„დღეს გამოქვეყნებულმა „ევრობარომეტრის“ სულ ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებში ევროკავშირისადმი ნდობა განუხრელად იკლებს. აღმოჩნდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ევროკავშირს ენდობოდა გამოკითხულ მოქალაქეთა 66%, 2024 შემოდგომაზე - 58%, ხოლო 2025 წლის გაზაფხულზე, ანუ დღეისათვის, გამოკითხულთა მხოლოდ 49% ენდობა ევროკავშირს. ანუ გასული ერთი წლის განმავლობაში ეს ნდობა 17%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ „ევრობარომეტრის“ კვლევას ყველა მხარე ენდობა და ეს შედეგები ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია. ამიტომ მთავარი ყურადღება გადავიდა ევროკავშირისადმი ჩვენი მოქალაქეების ნდობის ასეთი კატასტროფული ტემპით შემცირების მიზეზებზე.
ოპოზიციამ ეს მაშინვე დააბრალა „პრორუსულ“ ხელისუფლებას, რომელიც, მათი აზრით, მიზანმიმართულად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას. ჩვენ არ შევალთ პოლემიკაში ამ პოზიციის ავტორებთან, ჩვენ, მხოლოდ „ევროკრიზისის“ ჩვენეულ ხედვას შემოგთავაზებთ, მანამდე კი უბრალოდ ვიტყვით: მხოლოდ პროპაგანდა რომ იყოს მოსახლეობის განწყობების ჩამოყალიბებისა თუ ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელი, ვინაიდან პროპაგანდისტული საშუალებების 70-80% დღეს ოპოზიციურ ტელე-რადიო-ინტერნეტ მედიას აქვს დაპყრობილი, ამომრჩეველთა დაახლოებით ამდენივე პროცენტი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას გადაყვანილი თავის მხარეს.
სინამდვილეში საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაძლიერების მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა პოლიტიკური განვითარების დონით გაცილებით უსწრებს პოლიტიკურ კლასს. ხალხი აფასებს, აანალიზებს იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და არა იმას, რასაც პარტიული ტელევიზიები თავში უტენიან. ისინი ხედავენ, რომ ყველა ობიექტური, არაპოლიტიზირებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით საქართველო არის მოწინავეთა რიგებში და უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასაც, ამის პარალელურად კი ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები ლამის ყოველდღიურად „აცხობენ“ სხვადასხვა რეზოლუციებს, სადაც საქართველოზე მიზანმიმართული ტყუილები წერია.
ჯერ იყო და ყველაზე გვიან მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაშინ, როცა ყველა პარამეტრით ვუსწრებდით სხვებს, მერე ძალისმიერი მეთოდებით სცადეს ხელისუფლების დამხობაში დახმარებოდნენ მათთვის სასურველ შიდა ძალებს და როდესაც სახელმწიფომ თავის დაიცვა, ეს დიქტატურად, სასტიკ ძალადობად და პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ჩვენი მოქლაქეები კი აშკარად ხედავენ და აფასებენ, რომ არეულობების აღკვეთისას გამოვლენილ გაცილებით მეტ სისატიკეს თავიანთ ქვეყნებში ისინი „წესრიგის და კანონიერების“ დაცვად აფასებენ.
ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ თითქმის ყველა ცნობადი ოპოზიციური პირის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირის სტრუქტურები ერთხმად გაჰკივიან პოლიტიკურ დევნაზე და უსამართლო სასამართლოზე, ხოლო როცა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა არაპოლიტიზირებულ სასამართლომდე მიდის, იქიდან ყველა შემთხვევაში მოდის არა მომჩივანის, არამედ საქართველოს ხელისუფლების გამამართლებელი გადაწყვეტილებები.
ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, პრორუსული კურსი აიღო და ანტიდემოკრატიული რეჟიმი დაამყარა, თუმცა, ეს მოქალაქეები ხედავენ, რომ არც არჩევნები გაყალბებულა ტოტალურად (300-400 ათასი ხმით!), არც საგარეო კურსი შეცვლილა (რუსეთის ლანძღვა-გინებაზე უარს გონიერი ხალხი „რუსეთუმეობად“ არ აღიქვამს) და ვერც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს „დემოკრატიის უკუსვლას“ . ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, რომ ეს „უკუსვლა“ განსაკუთრებით იგრძნობა სააკაშვილის მმართველობის ხანასთან შედარებით, როდესაც საქართველო იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოქალაქეს კი საკუთარ ტყავზე აქვს გადატანილი ეს ყველაფერი და არ სჯერა იმ სტრუქტურების, რომლებისთვისაც ის 9-წლიანი პერიოდია სანიმუშო და მისაბაძი.
თუ ჩვენს ოპოზიციას დავუჯერებთ, 5 და 10 წლის წინ რომ ევროოპტიმისტები ჩვენი მოსახლეობის 80% იყო, დღეს იმიტომ გახდა ბევრი ევროსკეპტიკოსი და მათი ოდენობა იმიტომ ჩამოცდა 50%-ს, რომ თურმე ოცნების ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. ჩვენ საკმაოდ მაღალი წარმოდგენის ვართ ქართველ ხალხზე და მიგვაჩნია, რომ მათი უმრავლესობა საკუთარ დასკვნებს აკეთებს, განწყობებს იქმნის და მსჯელობს არა ტვინის გამორეცხვაზე ორიენტირებული პროპაგანდით, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე და გარემოზე დაკვირვებით.
როდესაც ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, თქვენი ხმა არაფერს წარმოადგენს, საქართველო ჩვენთვის მხოლოდ ის რამდენიმე ასეული თუ ათასეული მოქალაქეა, რომელიც თქვენს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და პრო-რუსულად მიიჩნევსო, ამის შემდეგ მოქალაქეებში ევროსკეპტიციზმის გაძლიერება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირდაპირ უთითებენ, თქვენი ხელისუფლება ჩვენი მოწონებული და დანიშნული უნდა იყოს და არა თქვენიო.
როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არა მხოლოდ მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე კონკრეტულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც, ბუნებრივად უჩნდებათ ასოციაციები ბოლშევიკებზე და რატომ არის გასაკვირი, რომ ასეთ დროს ევროსკეპტიციზმი უფრო გაუძლიერდებათ და არა ევროოპტიმიზმი.
როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად აცხადებს ლიბერალების მახინჯ ზრახვებზე, აუქმებს მათ ფონდებს და ამხელს მათ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, როდესაც სააშკარაოზე გამოდის ევროსტრუქტუებში არსებული კორუფციის მასშტაბები, როდესაც მიმდინარეობს გარყვნილი ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადება, ათეიზმის პროპაგანდა და ბოლოს, საქმე იქამდეც მიდის, რომ სწორედ ევროპის ქვეყნებში იზღუდება ლიბერალული ნორმებისთვის მიუღებელი ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე საქართველოს მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ევროპა აღარ მიაჩნია „ედემის ბაღად“, ხოლო მის გარეთ არსებული სივრცე - ჯუნგლებად (როგორც ამას ჯოზეფ ბორელი აცხადებდა).
მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთი დიდი ისტორიისა და მაღალი კულტურის მქონე სახელმწიფოს მოქალაქეებზე, როგორიც საქართველოა.
ასე რომ, საქართველოში თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, თავისი უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის ზემოთ დასახელებული სტრუქტურები, მათგან მართული ენჯეოები და მათი დასმული ოპოზიცია, რისი შედეგიც არის ევროსკეპტიციზმის მაღალი დონე დღევანდელ საქართველოში“, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი ეროვნულ მთავრობას ენდობა.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 20:52
რეგიონი
დავით ფაცაციამ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
რატომ არ იბარებს გერმანია საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს - გაჭიანურებული პროცედურა და საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე განუახლებელი ინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია, გერმანიის ხელისუფლებისგან აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე კი, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ისევ ძველი მონაცემებია განთავსებული.
01 ივნისი 2026, 20:46
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, ბავშვებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა.
01 ივნისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დასაწყებად - აშშ-ს სახელმწიფო დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და გულწრფელი დიალოგი - ვაშინგტონი ამ პრინციპების დაცვით თბილისთან ახალი ეტაპის დასაწყებად მზად არის. გზავნილს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ხელისუფლებასთან შეხვედრების შემდეგ ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 20:38
სამართალი
ჯაშუშობის ორი საქმე და აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები - ბრალდებულთა ადვოკატების პოზიცია და სახელმწიფო მინისტრის განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის 5 შემთხვევა უკვე გამოავლინა. რომელი სახელმწიფოების ჯაშუშურ ქსელზეა საუბარი? “ქრონიკის” ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრმა ნაწილობრივ დაადასტურა.
01 ივნისი 2026, 20:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები
ჩენდლერის ინსტიტუტის „კარგი მთავრობის ინდექსი 2026“- ში საქართველომ გლობალურად, 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რეიტინგში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელიც საქართველოს აქვს ეფექტიანი მმართველობის, ასევე იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც აუმჯობესებს, ზოგადად, როგორც ქვეყნის, ასევე მიწოდებული სერვისების ეფექტიანობას.
01 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი ბანგლადეშელ ხარს შეადარა - პარტიიდან მხარდაჭერის მიუხედავად, მსჯავრდებულმა განცხადება წაშალა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ეს არა შეურაცხყოფა, არამედ სახალისო მიგნებაა. პარტიიდან მხარდაჭერის მიუხედავად, მსჯავრდებულმა განცხადება წაშალა.
01 ივნისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - ახალი სამმართველო საქმიანობას შეუდგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„თავსმოხვეული პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა პოლიტიკურ ველსაც აზიანებს და ადამიანურ ურთიერთობებსაც“, - ეს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა.
01 ივნისი 2026, 20:11
მსოფლიო
ფაშინიანმა და პუტინმა ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 29 მაისს გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 19:31
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ
„ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. დღეს ჩვენი ქალაქი მათთვის განსაკუთრებით ფერადია და ძალიან ბევრი ღონისძიება იმართება. შევეცადეთ, რომ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი დღე გვეჩუქებინა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
01 ივნისი 2026, 19:29
ეკონომიკა
გივი სანიკიძე მესტიაში კრიპტომაინინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგას, პრობლემებს აღმოფხვრის, ხოლო მომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდას მიეჩვევიან.
01 ივნისი 2026, 19:25
რეგიონი
ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დასრულდა
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
01 ივნისი 2026, 18:57
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
01 ივნისი 2026, 18:54
მსოფლიო
კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში
ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, რაც თეირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებულ შეშფოთებებსაც უპასუხებს, - განუცხადა POLITICO-ს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
01 ივნისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: კეთილსინდისიერება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გვქონდეს
მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისიერება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას.
01 ივნისი 2026, 18:45
რეგიონი
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პატარებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 18:43
მსოფლიო
პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს.
01 ივნისი 2026, 18:38
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე
პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა მდგრადი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო მეტ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
01 ივნისი 2026, 18:30
მსოფლიო
„ეს არის ელიტარული და ანტიდემოკრატიული მიდგომა“ - ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა
ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 18:20
მსოფლიო
ირანული მედია: ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება.


