ადვოკატების თავმჯდომარის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრს კომისია დაატოვებინეს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრს, დიანა მარტიაშვილს კომისია დაატოვებინეს. მას ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ასათიანის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი. ამ ფაქტის შემდეგ ასათიანს კომისიაში წარმომადგენელი არ დარჩა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ზაზა ხატიაშვილმა ბიულეტენები ყველა კანდიდატის თანდასწრებით დალუქა.
სპორტის სასახლეში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება მიმდინარეობს, სადაც 4 წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით აირჩევენ.
ხმის მიცემის პროცესი 3 საათზე დაიწყო. შედეგებს კი ღამის 10 საათისთვის გამოაცხადებენ.
თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არიან: ირმა ჭკადუა, დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 8 წლის განმავლობაში ზაზა ხატიაშვილი იყო.
ყველა სიახლე
03 მარტი 2026, 17:40
რეგიონი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, ზაჰესი-რუსთავის მიმათულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით.
03 მარტი 2026, 17:31
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ხოსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და დედის დღე მიულოცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში ხოსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
03 მარტი 2026, 17:26
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და მმართველობა განადგურებულია. მათ საუბარი სურთ. მე ვამბობ: „ძალიან გვიანია!“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანში მიმდინარე ომს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანელებს მასთან საუბარი სურთ, მაგრამ ძალიან გვიანია.
03 მარტი 2026, 17:23
პოლიტიკა
ვარდენ მაჭავარიანი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამერიკის მიერ სანქცირებულ ზურა მახარაძესთან ერთად „ალტ ინფოს“ სტუდიაში დებატებზე იჯდა
ვარდენ მაჭავარიანი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედში“ დებატებზე უარი თქვა, მიზეზად კი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაასახელა, „ალტ ინფოს“ სტუდიაში იჯდა ზურა მახარაძესთან, რომელიც მათ შორის, ამერიკის მიერაც არის სანქცირებული.
03 მარტი 2026, 17:19
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
03 მარტი 2026, 17:07
საზოგადოება
ხაშურის მერმა მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ, ოსიაურის მაჟორიტარ დეპუტატ ბუხუტი ბუხრიკიძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურში მცხოვრებ 9 შვილის დედას - თეა კაპანაძეს დედის დღე მიულოცა.
03 მარტი 2026, 16:50
მსოფლიო
„ცაჰალის“ განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით კვლავ რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარაკეტო იერიში წამოიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
03 მარტი 2026, 16:43
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე.
03 მარტი 2026, 16:30
მსოფლიო
ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალეს და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდეს
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალმმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალა და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
03 მარტი 2026, 16:18
პოლიტიკა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით. დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
03 მარტი 2026, 16:09
პოლიტიკა
ლევან ცუცქირიძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
პარტიის „თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დებატებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა, მონაწილეობას არ მიიღებს.
03 მარტი 2026, 16:04
საზოგადოება
Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.
03 მარტი 2026, 15:59
ეკონომიკა
ევროკომისარი: დაკავშირებადობის დღის წესრიგი სამ რამეს უზრუნველყოფს - ის ქმნის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოს; პრიორიტეტს ანიჭებს რეფორმებს; აკავშირებს ინვესტიციებს პოლიტიკასთან. ამ დღის წესრიგის წინ წაწევა საერთო ინტერესებშია
შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირმა აიღო დაკავშირებადობის დღის წესრიგის ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონთან, თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან, - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე.
03 მარტი 2026, 15:49
მსოფლიო
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ.
03 მარტი 2026, 15:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს
„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
03 მარტი 2026, 15:34
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული
„მიუხედავად ყველა ამ დაბრკოლებისა და ჩვენს რეგიონში არსებული მძიმე პერიოდებისა, აზერბაიჯანისა და მისი პარტნიორების მიერ მრავალი ქვეყნისთვის მიწოდებული ენერგოუსაფრთხოება გახდა ისეთი რამ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული. ჩვენ ასევე განვიხილავთ ქსელის გაფართოებისა და ინტერკონექტორების მშენებლობის შესაძლებლობებს, რათა დავაკმაყოფილოთ ბაზრის მზარდი მოთხოვნა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შევძლოთ მაქსიმალური მოცულობის ექსპორტი“, - აღნიშნა ალიევმა.
03 მარტი 2026, 15:32
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 მარტი 2026, 14:58
მსოფლიო
„ცაჰალმა“ თეირანში სამთავრობო კვარტალი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ინფორმაციით, მათ გვიან ღამით თეირანში სამთავრობო კვარტალზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
03 მარტი 2026, 14:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც", გახარიაც და „ნაციონალური მოძრაობაც" ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება
ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც", გახარიაც და „ნაციონალური მოძრაობაც" ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
03 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: კარგად ხედავენ, რომ დღეს მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ
ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.


