„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ფოტო: ქართული ოცნება
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულიად უსაფუძვლო თავდასხმებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ, როგორც ქართველ ხალხთან ანგარიშვალდებული, ასევე ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური გუნდი, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას დეტალურად განვუმარტოთ ის ფარული პოლიტიკური წიაღსვლები, რაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მტრულ კამპანიაში ზედაპირზე არ ჩანს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ სრულიად უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. აშშ-ს წინა ადმინისტრაცია, თავად ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ყოფილი ელჩი დეგნანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს, სრულიად აბსურდულად, ფაქტების გარეშე გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში და ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევაში, მაშინ, როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკურად უკრაინის მხარდასაჭერად, შეუერთდა ასობით რეზოლუციას, იყო ომის დანაშაულების გამოძიების საკითხის თანასპონსორი, შეიფარა უკრაინელი ლტოლვილები, დაეხმარა ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარული ტვირთებით და პირნათლად იცავდა სანქციებისგან თავის არიდების სტანდარტებს. ამ უკანასკნელ საკითხზე დასკვნა უშუალოდ ამერიკიდან ჩამოსულმა სანქციების კოორდინატორმა, ბატონმა ო’ბრაიენმა დაწერა და ჩვენ ქვეყანას მადლობაც გადაუხადა.
ამ ფონზე, ჩვენ საჯაროდ გავხსენით დისკუსია და დავსვით რიტორიკული შეკითხვა - მაშ, რა არ გააკეთა საქართველომ ისეთი, რის გამოც გამუდმებული შანტაჟის ქვეშ ვიყავით?! პასუხი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქართულმა საზოგადოებამ მალევე თავად გასცა ამ შეკითხვას - ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავხსენით ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის, იგივე დიპ სტეიტის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. ის ფაქტი, რომ საქართველოსგან საომარ მოქმედებებში ჩართვას ითხოვდნენ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მალევე გასცდა კულუარებს და დახურულ კარს მიღმა მინიშნებებს, როდესაც კონკრეტულმა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა პირდაპირ მოსთხოვეს. დანილოვი, პოდოლიაკი, გონჩარენკო და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის აუცილებლობაზე.
გლობალური ომის პარტიის მითითებების და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემებს მოიტანდა, ეს თავდაპირველად ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა, ხოლო შემდეგ ქმედებაზეც გადავიდნენ, დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, დემონსტრაციულად, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გააუქმეს საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ბოლოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ასევე უსაფუძვლოდ, ფაქტების გარეშე, რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და სანქციები დაუწესეს. თავის მხრივ - ამ შანტაჟს და ზეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა - გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში.
საპასუხოდ, ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ნგრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წლის არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჩვენი მხრივ, სწორედ ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ღირსეულად გავუმკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება.
სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზადაა, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერ დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა.
სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში - ევროპარლამენტმა მიიღო მეშვიდე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად; საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან; ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მსჯელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ; ბოლოს კი, ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა - რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან? ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას.
დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება.
რაც შეეხება ომის საფრთხეს - არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს - ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც. ამ გეგმაში კი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო. უფრო მეტიც, შესაძლოა ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის - ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რასაც როგორც აღვნიშნეთ, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის დასუსტება უნდა მოჰყვეს შედეგად და ცხადია, ასეც იქნება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში აშშ-ს როლს - ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებას დიპ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა დიპ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ევროპისა და რუსეთის ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპ სტეიტი, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 13:43
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ
საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
07 აგვისტო 2026, 13:35
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი მიესალმებიან ნაურუს გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება - მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიჰყვნენ ამ მაგალითს
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას გმობენ.
07 აგვისტო 2026, 13:32
პოლიტიკა
კახა კალაძე საბოტაჟის საქმეზე: ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ქართველი ხალხის დაზიანებაა
საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.
07 აგვისტო 2026, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას.
07 აგვისტო 2026, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია
არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.
07 აგვისტო 2026, 13:16
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.
07 აგვისტო 2026, 13:14
პოლიტიკა
კახა კალაძე „ინტერ რაოს“ დასანქცირებაზე: ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
07 აგვისტო 2026, 12:51
პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა.
07 აგვისტო 2026, 12:50
სამართალი
გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
07 აგვისტო 2026, 12:41
საზოგადოება
ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სოფელ აგარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა.
07 აგვისტო 2026, 12:36
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინმა შესაძლოა უახლოეს წლებში ნატოს ერთიანობის გამოცდა შეზღუდული სამხედრო მოქმედებით სცადოს
აშშ-ის დაზვერვის ახალი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა უახლოეს წლებში ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის წინააღმდეგ შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა განახორციელოს, რათა ალიანსის ერთიანობა და რეაგირების უნარი გამოცადოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 12:27
რეგიონი
ლაშა ავალიანი გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თავშესაფარი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში შეყვანილ მიუსაფარ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დიაგნოსტიკური კვლევები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 12:27
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე აგვისტოს ომზე: ჩვენ მოქმედებები, მათ შორის პასუხი დავიწყეთ 8-ში. ძირითადი ნაწილი იყო ბუნებრივია 8-ში, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეაგირება უკვე 7-ში
ჩვენი პასუხი დაიწყო 7 აგვისტოს. ეს არის დოკუმენტირებული ფაქტი, მათ შორის საკმაოდ წინააღმდეგობრივ „ტალიავინის დასკვნაშიც“ წერია ქართულ-რუსული საზღვარი, როდის გადმოკვეთა ძირითადმა ნაწილმა რუსეთის ფედერაციის ძალებისა და ეს არის 7 აგვისტოს გვიან საღამოს. ეს არის ფაქტი, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
07 აგვისტო 2026, 12:26
პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა სოციალურ ქსელ X-ში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
07 აგვისტო 2026, 12:25
პოლიტიკა
„ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია“ - კიდევ რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს მხარი დაუჭირა და სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2008 წლის 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა და ჩაიწერა, რომ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია.
07 აგვისტო 2026, 12:19
თავდაცვა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გადასცა. მეორე ადგილი - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა, მესამე ადგილი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის გუნდმა დაიკავა. მათ შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 12:07
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა
როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა, - განუცხადა მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
07 აგვისტო 2026, 11:56
პოლიტიკა
პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
„სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი ვიღაც, საინტერესოა, ვინ დახვრიტა?! თვითონ კონკრეტულად, ვინ, როდის, სად დახვრიტეს, რატომ არ ამბობს მაგას? პირდაპირ სამარცხვინო განცხადება რომ გააკეთა და არ ამბობს იმას, როდის რა მოხდა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს", - აღნიშნა გელოვანმა.
07 აგვისტო 2026, 11:50
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 -გურიაში, 4 -სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში,ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.


