რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ
ფოტო: Facebook
უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება. თემაზე ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ აქვეყნებს.
„ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ზელენსკიმ ეს ხალხი ციხიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. ნაცვლად ამისა, უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებულმა პირებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და შემდგომ, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უკრაინელ კრიმინალებს ბრალად მძიმე დანაშაული აქვთ დადასტურებული, უმეტესობა მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის შიდსის ვირუსი უფიქსირდებათ. რისკების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი განაცხადა.
უკრაინელი კრიმინალების სამშობლოში დეპორტაციის პროცესში იყო ვარიანტი, რომ ეს პირები მოლდოვას გავლით დაებრუნებინათ ქვეყანაში, მაგრამ მოლდოვას ხელისუფლებამ ამ ვარიანტზე უარი თქვა. დღეს საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არ უბრუნებს საკუთარ მოქალაქეებს, მათ იარაღად იყენებს და საქართველოში აგზავნის.
„პრაიმ ტაიმისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოლდოვას რესპუბლიკის უარის შემდეგ უკრაინას მათი მოქალაქეების დაბრუნების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეების დაბრუნების რა ფორმა შესთავაზა შსს-მ კოლეგებს და მიიღო თუ არა პასუხი. ინფორმაციას განახლდება, როგორც კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს მივიღებთ", - წერს გამოცემა.
ყველა სიახლე
07 აპრილი 2026, 17:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე.
07 აპრილი 2026, 17:19
მსოფლიო
ჯეი დი ვენსმა ევროპელი ბიუროკრატები უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ევროპელი ბიუროკრატები უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
07 აპრილი 2026, 17:03
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ისტერიკაში ვარდებიან, უცხო ქვეყნის დაფინანსება როგორ შეიძლება დავადეკლარიროთო, რუსული რეპრესიააო და სუს-ის უფროსისგან ითხოვენ საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი გაასაჯაროოს
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს თავის ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებას სთხოვენ.
07 აპრილი 2026, 16:55
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკა, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა.
07 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
ორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა.
07 აპრილი 2026, 16:32
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც სააგენტოს 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 16:31
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით
ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
07 აპრილი 2026, 16:30
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იტალიური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე ხუციშვილმა ცენტრის საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული პროგრამების და პროფესიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
07 აპრილი 2026, 16:27
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სიბეცეა ისაუბრო ვინ ვის წინ, ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს და მათი სტატუსი მხოლოდ მისაღები გადაწყვეტილებების მიმართ მომეტებულ პასუხისმგებლობაშია
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
07 აპრილი 2026, 16:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება. ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება
07 აპრილი 2026, 16:14
ეკონომიკა
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი: ვფიქრობ, საქართველოში მიმდინარე სიტუაცია უფრო უკეთესია, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური რეზერვების დაგროვების გამო
საქართველო ამჟამად არ საჭიროებას დაფინანსებას. წინა პროგრამაშიც კი არ ყოფილა გაცემები, რადგან არ არსებობდა ნათელი დაფინანსების საჭიროება. ვფიქრობ, მიმდინარე სიტუაცია უფრო უკეთესია, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური რეზერვების დაგროვების გამო, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენას ეხებოდა.
07 აპრილი 2026, 15:58
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე: იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ - რა ნახეს ისეთი, რითაც დააკნინეს ირაკლი კობახიძე?
მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
07 აპრილი 2026, 15:58
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაზე: მართალია შუბლძარღვგაწყვეტილები, უსამშობლოები არიან, მაგრამ ისიც თუ არ იცოდნენ, რომ წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის, ვერ წარმოგვედგინა
„დაიწყეს ყიჟინი, ბიძინა ივანიშვილთან მის ბიზნესცენტრში სტუმრობისას თითქოსდა ჩვენი პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრისას მოშორებით რატომ იდგაო. დაუწერელი თუ დაწერილი წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს რომ უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის, ამას თუ დასჭირდებოდა ახსნა-განმარტება ისეთის გაცვეთილთათვის, როგორიც ნაცმოძრაობა და მისი აქა-იქ შემორჩენილი ბაბლია, მაინც ვერ წარმოგვედგინა“, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.
07 აპრილი 2026, 15:57
მსოფლიო
მედია: აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის კუნძული ხარკი დაბომბა. ინფორმაციას Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:51
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
07 აპრილი 2026, 15:49
საზოგადოება
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025-2026 წლების ანგარიში მოისმინა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.
07 აპრილი 2026, 15:32
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.
07 აპრილი 2026, 15:21
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას
საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
07 აპრილი 2026, 15:16
რეგიონი
ჯიღაურაში ყურძნის მავნებლების მართვის ეკომეგობრული მეთოდი ინერგება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ყურძნის ჭიის (Lobesia botrana) მართვის თანამედროვე, ეკომეგობრული მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვენახების ეფექტიანი დაცვის, ქიმიური ჩარევის შემცირებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
Toyota-მ რუსეთში ახალი სავაჭრო ნიშანი, "Lexus LBX" დაარეგისტრირა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ, რომელმაც 2022 წელს რუსეთში წარმოება შეწყვიტა, სავაჭრო ნიშანი Lexus LBX დაარეგისტრირა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „როსპატენტის“ ბაზაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.


