21 ივლისი 2025, 09:18 / სანდო წყარო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან, ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა − ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი, მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით.

საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით აქვთ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე, განსაკუთრებული შფოთის საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს.

ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც − გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას.

დღეს ევროკავშირი სრულ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ჩვენ მიერ ხსენებულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რასაც ხშირად დიფ სთეითს, იმავე გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, რუსეთ-უკრაინის ომი სრულად ევროპის ტვირთად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კონტინენტზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ევროგაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღითიდღე მძიმდება. მაგალითად, კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა, გერმანია ეკონომიკურ რეცესიას განიცდის, შეჩერებულია ის მინიმალური ზრდა, რაც თუნდაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა და ეს ვითარება მნიშვნელოვნად აისახება გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებზე.

ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი და ნეგატიურია. დღევანდელ ურთულეს ვითარებას უახლოეს პერიოდში დამატებით წნეხად დააწვება არაფორმალური ოლიგარქების ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაზე მშპ-ის არანაკლებ 5% უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს − ეს ნიშნავს ქვეყნების ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ის მიმართვას მილიტარიზაციაზე, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ-სოციალურ ფონს ევროგაერთიანებაში და მეორე მხრივ, ევროკავშირს აქცევს ერთ დიდ სამხედრო მონსტრად, ეს კი, პირდაპირ ანადგურებს მის საფუძვლებს, რაც შექმნის დღიდან იყო - ქვეყნებს შორის ეკონომიკური/პოლიტიკური ურთიერთობა, ქრისტიანული ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა.

მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი ხელისგულზე დევს. ერთი ხელით უკრაინას ევროკავშირში ექაჩებიან, ხოლო მეორე ხელით ომის დაფინანსება მთლიანად ევროკავშირის ვალდებულებად აქციეს. ამ ნაბიჯით ოლიგარქები ორ კურდღელს ერთდროულად მოკლავენ − გახანგრძლივებული ომით ბოლომდე დაანგრევენ ევროგაერთიანებას უკრაინასთან ერთად, ასევე მაქსიმალურად დაასუსტებენ რუსეთს, ვინაიდან ომისთვის საჭირო იარაღის სახსრებს მთლიანად ევროკავშირს გამოაცლიან, ხოლო მეორე მხრივ − გაერთიანებაში დანგრეული უკრაინის ინტეგრირებით წევრ ქვეყნებს დე ფაქტო და დე იურე იძულებულს გახდიან, რომ მის აღდგენაში თითოეულმა ევროპელმა საკუთარი ჯიბიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ პროცესებს კი, აქამდე უკრაინის მთავარი დამფინანსებელი − ამერიკის შეერთებული შტატები არათუ შორიდან მიადევნებს თვალს, არამედ იარაღის ევროპულ ქვეყნებზე მიყიდვით საკუთარ ეკონომიკას ახეირებს. სწორედ ამიტომ ექაჩებიან უკრაინას და მოლდოვას ევროგაერთიანებაში, თუმცა მოლდოვაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან მისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, ზღვაში წვეთია ის პრობლემები ევროკავშირისთვის, რასაც დანგრეული უკრაინის აღდგენა შეუქმნის. შედეგად, მინიმუმ 30 წლიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ეკონომიკას თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს სულის ღაფვა. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქების კარნახით, კონტინენტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უმსხვილესი კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ხოლო ნაწილმა ჩინეთის ბაზარს მიაშურა, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანების ეკონომიკა.

დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას, აგენტურის მმართველობას და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას − გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? გაქვთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო შეუერთდა ევროკავშირს? მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლებში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას ჰგავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას − ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

18 მაისი 2026, 14:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სებ-თან არსებული დავების კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა

2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ცნობილია, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, გამუდმებით ცდილობენ რამენაირად დააბრუნონ „ნაცმოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში

ცნობილია, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად პოლონეთში, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, რომ რამენაირად „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნონ ხელისუფლებაში და ეს არის მათი იდეა ფიქსი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

18 მაისი 2026, 14:35

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.

ჭაო ლეძი

18 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე: ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე

ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორ ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების განხორციელებაზე, - განაცხადა ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, ჭაო ლეძიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

დმიტრი პესკოვი

18 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

დმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო პროცესის“ განახლებისა და აშშ-ის დახმარების იმედი გამოთქვა

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის მაინც განახლდება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამ მიმართულებით გააგრძელებენ სამშვიდობო და შუამავლურ ძალისხმევას“, - თქვა პესკოვმა.

18 მაისი 2026, 14:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

ალექსანდრე დარახველიძე

18 მაისი 2026, 14:26

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ჩამოყალიბდება სამმართველო, რომელიც იმუშავებს იმ ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდება ცალკე სამმართველო, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

18 მაისი 2026, 14:23

მსოფლიო

ჩინეთი აშშ-სგან ყოველწლიურად სულ მცირე $17 მილიარდის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებას ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს. შეიქმნება ორი ახალი, სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე იზრუნებენ.

ილჰამ ალიევი

18 მაისი 2026, 14:23

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავუზიაროთ გამოცდილება და ვილაპარაკოთ შეცდომებზეც. განვითარების პროცესში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს ეტაპი უკვე წარსულია

დღეს ურბანული განვითარების საჭიროების სრული გააზრებით განსაკუთრებით დედაქალაქებში უნდა ვიყოთ ერთდროულად მამაცები და ფრთხილები, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას

18 მაისი 2026, 14:21

მსოფლიო

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

18 მაისი 2026, 14:19

საზოგადოება

ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე-პარკის აღდგენა გრძელდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე-პარკის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.

18 მაისი 2026, 14:16

მსოფლიო

Politico: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მომლაპარაკებლის შერჩევას ცდილობს

ანგელა მერკელს, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის გამოცდილება აქვს, თუმცა ევროპელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ის ადრე მოსკოვსა და კიევს შორის წარუმატებელი შუამავალი იყო. პოლიტიკოს ცნობით, სტუბი და დრაგი ევროპისთვის მისაღები კანდიდატებია, თუმცა ჯერ უცნობია, ისინი შუამავლობას დათანხმდებიან თუ არა.

18 მაისი 2026, 14:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დეპოზიტების შემცირებული დოლარიზაცია ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2026, 14:14

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი

ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 14:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა

იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ, რომელმაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

18 მაისი 2026, 14:07

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქს შეუტია

ქალაქ დნიპროზე დრონებითა და რაკეტებით იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ოკუპანტმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და კრიტიკულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა ოდესაში, ჩერნიჰოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

18 მაისი 2026, 14:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2025 წელს სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა

მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3 პროცენტთან შედარებით დაბალი შენარჩუნდა, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

18 მაისი 2026, 14:02

მსოფლიო

ანდრეი ერმაკი გირაოთი გაათავისუფლეს

სკანდალურ კორუფციულ საქმეზე ბრალდებული ანდრეი ერმაკი, გირაოთი გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 140 მილიონი გრივნა ახლობლებმა შეუგროვეს, ამას კი რამდენიმე დღე დასჭირდა.​

კახა კალაძე

18 მაისი 2026, 13:40

საზოგადოება

კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლას გმობდნენ, დანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან მათ ამის მითითება არ აქვთ.

კახა კალაძე

18 მაისი 2026, 13:37

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც არავითარი საერთო ღირებულებები არ გააჩნია, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.