პრემიერი: თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, უნდა შემოვინახოთ
გიორგი კვირიკაშვილი
კახა კალაძე
თბილისში ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი მიულოცა ყველას და ხაზი გაუსვა ორბელიანის მოედნის განსაკუთრებულობას.
"ახალი ტფილისი“ არის სწორედ ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო. განხორციელდა ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია და ის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.
დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული და უსაყვარლესი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მიმზიდველი გახდება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის, სტუმრებისათვის.
ჩვენი ვალია, დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როდესაც განვითარების სისწრაფე სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ, რა თქმა უნდა. ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისათვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ახალი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ დღემდე, ეს არიან პირველ რიგში ამ მიდამოებში მცხოვრებლები და რა თქმა უნდა, ის ხელოსნებიც, რომლებიც „პირიმზეში“ მუშაობდნენ და დღეს გადანაცვლებულნი არიან აქ სხვადასხვა შენობაში, ყველა უნდა დარჩეს აქ.
ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს. ახალი წელი გვიახლოვდება, საახალწლოდ ახალი განწყობა და ახალი სიხარული გვჭირდება და დღევანდელი დღე არის სწორედ ერთი ძალიან დიდი ახალი სიხარული, რომელიც ჩვენს თბილისელებს ექნებათ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის გარდა, იგეგმება გუდიაშვილის მოედნისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც. პროექტი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 02:40
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან
თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებასთან ახლოს არიან.
25 მარტი 2026, 02:27
მსოფლიო
The New York Times: აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა
აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 მარტი 2026, 00:18
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს
თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დასასრულს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკროფონთან აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი მიიწვია, რათა მას საზოგადოებისთვის ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია მიეწოდებინა.
24 მარტი 2026, 23:38
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა ირანელების მხრიდან გადადგმულ კეთილი ნების ჟესტზე, რომელიც მან აღწერა, როგორც იდუმალი „საჩუქარი“ და აღნიშნა, რომ ამ ძღვენმა ხელი შეუწყო ომის დასასრულებლად მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
24 მარტი 2026, 23:23
მსოფლიო
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და თეირანი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის.
24 მარტი 2026, 23:10
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
თეთრ სახლში შეკრებილ რეპორტიორებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებულ დაპირისპირებაში გამარჯვება გამოაცხადა და მორიგი იერიში მიიტანა ამერიკულ მედიასაშუალებებზე.
24 მარტი 2026, 22:59
საზოგადოება
მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე და პროტოპრესვიტერი სპირიდონი მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
24 მარტი 2026, 22:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს
7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ დაახლოებით ტვ პირველზე. როგორ თქვა აიტანოს ხოშტარიამ 1,5 წელი ციხეშიო. ეს ვთქვი იმიტომ, რომ თავად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც გამორიცხა გირაოს შეფარდება და შემდგომ პირობითი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა, - წერს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
24 მარტი 2026, 22:20
საზოგადოება
დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას
დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ორი დღის წინ დაკრძალეს, შეერთებული შტატებიდან ჩამოსული საეკლესიო დელეგაცია ეწვია.
24 მარტი 2026, 21:55
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: მათ არ უნდათ რეალური სურათი, რეალური ინფორმაცია მიეწოდებოდეს ხალხს კონკრეტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების ძალისხმევით
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
24 მარტი 2026, 21:54
მსოფლიო
ერდოღანი: მსოფლიო ისრაელის ომის საფასურს იხდის, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ზომების მიღებაა საჭირო
ისრაელის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებული ომი მთელ მსოფლიოს სულ უფრო მზარდ ფასს ახდევინებს, - განაცხადა სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
24 მარტი 2026, 21:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიაზე: მათი გარე პატრონებისთვის ეს რა თქმა უნდა კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია
მათი გარე პატრონებისთვის ეს რა თქმა უნდა კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.
24 მარტი 2026, 21:49
პოლიტიკა
შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი უტოპიური მიზანიც დაისახეს - ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი გააზრებული არჩევანი
საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი - უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
24 მარტი 2026, 21:42
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს „ცვალებად ვითარებად“ აფასებს
თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს „ცვალებად ვითარებად“ აფასებს.
24 მარტი 2026, 21:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის
ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე საუბრისას.
24 მარტი 2026, 21:21
საზოგადოება
მოწყალების სახლის წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ
მოწყალების სახლის წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა.
24 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის უშუალო მიწვევით ვაშინგტონშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის უშუალო მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. თამარ ბაგრატიონი გლობალურ სამიტზე „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, სიტყვით გამოვიდა, მანამდე კი სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან მოკლე შეხვედრები გამართა. თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაც დაათვალიერა.
24 მარტი 2026, 20:59
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. ზედამხედველობა-მონიტორინგის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტი ეწვია. ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაშია. შორენა კოპალეიშვილის რეპორტაჟი.
24 მარტი 2026, 20:57
საზოგადოება
კიოლნი-თბილისი-კიოლნი - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ ორი ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი საჰაერო ხაზი გერმანიის მიმართულებით - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ ორი ივლისიდან რეგულარულ რეისებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით შეასრულებს. ფრენა კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ავიაბაზრის გაფართოებით საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყნის ხელმისაწვდომობა იზრდება.
24 მარტი 2026, 20:45
მსოფლიო
მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში რეგიონული განვითარების პერსპექტივებსა და ევროკავშირის სტრატეგიაზე - Global Gateway-ზე ისაუბრა. კოსის განცხადებით, სამხრეთ კავკასია საკვანძო როლს ასრულებს ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში.


