16 სექტემბერი 2025, 21:16 / სანდო წყარო

ნინო ფოჩხუა: 700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი „კრიშის“ და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე - აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!

ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს პროკურატურის მიერ სუს-თან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამხელა თანხის გათეთრება შემთხვევით არ ხდება.

ფოჩხუა ინტერესდება, ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად გამიზნული და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში მყოფი, მმართველი გუნდიდან „გაყრილებისგან დაკრიშული“.

„700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი "კრიშის" გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის მიღმა (აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!)
ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად?

ხომ არ იყო ეს სქემა ოპოზიციასთან მოთანამშრომლე გაყრილებისგან "დაკრიშული"? ბევრი კითხვაა, კვალს კი ჯიუტად დაგეგმილი არეულობისკენ მივყავართ..." - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2026, 10:31

პოლიტიკა

სებ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს

„ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

09 აგვისტო 2026, 10:30

თავდაცვა

კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ალექსანდერ დობრინდტი

09 აგვისტო 2026, 10:24

მსოფლიო

გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე

„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსიები, კიბერთავდასხმები თუ საგარეო ძალების ფარული ოპერაციები, რომლებიც გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირი ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად - ეს მუდმივი რეალობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლაშა ქოიავა

09 აგვისტო 2026, 01:04

პოლიტიკა

ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო

„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები“.

ლაშა ქოიავა

09 აგვისტო 2026, 00:09

პოლიტიკა

ლაშა ქოიავა: 2008 წელს, იმის მიუხედავად რომ ჯარი ძალიან კარგად იყო ჩაცმულ-დახურული, კარგადაც იკვებებოდა, ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში - რეფორმები, რომელიც ოქრუაშვილმა ჩაატარა, მიმართული იყო ჯარის დემორალიზაციაზე და ჯარისკაცის დაკნინებაზე

„ერთი ბრძანებით ჯარიდან გაშვებული იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ვეტერანები. ჯერ ეს ბარამიძეს ჰქონდა დაბარებული და ბარამიძემ დაავალა ელენე ხოშტარიას, რომ ჯარიდან სამხედროები უნდა გაეყარა. მერე მოვიდა ოქრუაშვილი და ერთი ბრძანებით გაუშვა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც რასაკვირველია ჯარის მორალურ მდგომარეობაზე ცუდი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ქოიავამ.

08 აგვისტო 2026, 21:55

ეკონომიკა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მონაცემები საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings- მა გააუმჯობესა. სტაბილურიდან პოზიტიურად შეცვლილი პერსპექტივა საფინანსო სექტორის განმარტებით შენარჩუნებულ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

მიშა მშვილდაძე

08 აგვისტო 2026, 21:37

პოლიტიკა

ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და პარალელურად უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. - „ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და, პარალელურად, უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ „ქრონიკის“ ზარებს ამ დრომდე არ უპასუხა.

ცოტნე ანანიძე

08 აგვისტო 2026, 21:29

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას აფასებს და ოპოზიციას სეპარატისტებისგან ოფიციალურად მხარდაჭერილს უწოდებს.

08 აგვისტო 2026, 21:26

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი

სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.

08 აგვისტო 2026, 21:09

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს“.

გიორგი ბარამიძე

08 აგვისტო 2026, 21:06

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადება და გამოკითხვა პროკურატურაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მაშინდელი მაღალჩინოსნები თუ სამხედრო პირები.

08 აგვისტო 2026, 21:00

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

08 აგვისტო 2026, 20:56

პოლიტიკა

პოზიციები აგვისტოს ომის შემდეგ და დღეს - ვინ განსაზღვრავს ოპოზიციის რიტორიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციას მოუხდა იმის დადასტურება, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებით სხვა პოზიცია ჰქონდათ, დამოკიდებულება კი მხოლოდ ახლა გაამწვავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეს არაღიარების პოლიტიკის საჭიროებით ახსნა.

მიხეილ საკაშვილი

08 აგვისტო 2026, 20:48

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე - გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.

გია ნიშნიანიძე

08 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

გია ნიშნიანიძე: არც ისეთი სულელი უნდა იყოს ბატონო ბარამიძე, რომ ვერ ხვდებოდეს რა თქვა - რაღაც დიდი, პროვოკაციული, ბინძური პროექტის გეგმას ვთვლი

აფხაზეთის ომის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, გია ნიშნიანიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გია ბარამიძის განცხადებამ გარკვეული კითხვები გაუჩინა. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ის ტყვეების გაცვლის პროცესში არ მონაწილეობდა.

08 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

2008 წლის 8 აგვისტო - რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ათობით განადგურებული სოფელი და ოკუპირებული მიწა, მავთულხლართები….

პაატა ზაქარეიშვილი

08 აგვისტო 2026, 20:22

პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან

„გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ, ის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ, მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

08 აგვისტო 2026, 18:47

რეგიონი

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და თანამშრომლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე საზღვაო ძალების ხუთი მოსამსახურე — კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპნენ.

08 აგვისტო 2026, 18:40

სამართალი

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო

სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.

გიორგი სოსიაშვილი

08 აგვისტო 2026, 17:54

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა.