პრემიერი: ამერიკული ბიუროკრატია გვიყურებდა, როგორც მტერს, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და მზად ვართ, გადავტვირთოთ ურთიერთობები, რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა - ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ რაციონალურად
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მთელი ეს წლები ვხედავდით, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული მხარე, ბიუროკრატია, გვიყურებდა, როგორც მტერს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
პრემიერის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია იყო ჩართული მეორე ფრონტის სცენარის რეალიზების მცდელობაში, რაც ჩავარდა, რადგან ხელისუფლება ვერ შეცვალეს.
„მთელი ეს წლები ვხედავდით, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული მხარე, ბიუროკრატია, გვიყურებდა, როგორც მტერს. ამას აკეთებდა ადგილზე ელჩი, ვიღაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ა.შ. იგივე ხდებოდა და ევროპის შემთხვევაში ახლაც ხდება, რომ როგორც მტერს, ისე გვეპყრობიან. ნორმალურია ეს ყველაფერი? ევროკავშირის ერთ-ერთმა უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა შუა აზიის 5 ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ანუ რეგიონში ყველასთან, საქართველოს გარდა. რა კრიტერიუმით შეიძლება გამოარჩიო საქართველო, როცა არ ხვდები, რომელი კრიტერიუმით, ეკონომიკით, დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით? რომელი კრიტერიუმი უნდა მოიტანო. აქედან ჩანს, რომ უბრალოდ, როგორც მტერს, გიყურებენ, იმიტომ, რომ რაღაც სცენარი ჰქონდა ვიღაცას მოაზრებული, ევროპული ბიუროკრატია ჰყავდათ ჩართული ამ სცენარის რეალიზების მცდელობაში, ეს იყო მეორე ფრონტის სცენარი და ეს სცენარი ჩავარდა, ხელისუფლება ვერ შეცვალეს. ამიტომ გვიყურებენ, როგორც მტერს. Deep State-ს აქვს ერთი მარტივი მოდელი და მიდგომა - ან ხარ აგენტი, ან ხარ მტერი. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ეს. ვერ გავხდებით აგენტები, მაგრამ ნუ გვიყურებთ როგორც მტრებს, გვიყურეთ, როგორც პარტნიორებს. თუ ასე შემოგვხედავენ და ამის პერსპექტივა, იმედი მაქვს, რომ არსებობს, მიუხედავად მძიმე ფონისა, მაშინ ყველაფერი შეიცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი და შეუერთდა დამხობის აქციის მხარდაჭერას, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და მოუწოდა ამომრჩეველს ჩვენს წინააღმდეგ ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ, იყო გარედან მხარდაჭერილი რევოლუციის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში, პირდაპირ ევროკავშირიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ახლაც მონაწილეობდნენ პირდაპირ დამხობის მცდელობაში, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ამის მიუხედავად მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები. არ არსებობს პოლიტიკაში წყენა. მგონი ამასაც მიხვდა ყველა, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ვმოქმედებთ ყოველგვარი ემოციების გარეშე და ეს დაამკვიდრა პირადად ბიძინა ივანიშვილმა. რაც კი დავმართეთ საკუთარ თავს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს იყო ემოციებით. ამ ემოციებს მოჰყვა 90-იანი წლების დასაწყისში უბედურება, ხელისუფლების გადატრიალება და ა.შ. ამას მოჰყვა მერე კორუფციული სისტემა, ვარდების რევოლუცია, სისხლიანი დიქტატურა და ა.შ. ემოციებით დაგვემართა ეს ყველაფერი. რაც დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ თავიდან ბოლომდე რაციონალურად და პრაგმატულად. ჩვენ რომ ემოციებს ავყვეთ, უნდა ვთქვათ, რომ აღარ გვინდა საერთოდ ევროკავშირთან ურთიერთობა, თუმცა გვესმის, რომ ვართ ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ევროკავშირთან არის საჭირო ურთიერთობები, არის საჭირო ურთიერთობების გადატვირთვა, იგივე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, რჩება თუ არა პირობა, რომ 2030 წელს საქართველო იქნებოდა ევროპული ოჯახის წევრი.
„რა თქმა უნდა, ესეც რჩება. ჩვენ რომ ემოციურად შევხედოთ ყველაფერს, იქით გახედვა არ უნდა გვინდოდეს, ისეთი უბედურებები ხდება, მაგრამ ემოციების გარეშე, პრაგმატულად მივყვებით ყველაფერს. იმედიც გვაქვს, რომ იქაც შეიცვლება ტენდენციები. ამიტომ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ კი, გუშინ გინდოდა ჩემი დამხობა, ჩემი შეცვლა არჩევნებით, ამიტომ ერეოდი დემოკრატიულ არჩევნებში, მოუწოდებდი ხალხს ჩემს წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გადავტვირთოთ ურთიერთობები. ხვალვე ჩამოვართმევთ ხელს ჰერჩინსკის, იმ პრესსპიკერს, ასევე კალასს და კოსს, რომლებმაც თავის მოჭრაა მართლა, ისეთი განცხადება გააკეთეს, დამხობის მცდელობის შემდეგ, მართლა თავის მოჭრაა. დამხობის მცდელობის შემდეგ რომ შეკრების თავისუფლებაზე მელაპარაკები და დამხობის მცდელობას არ ახსენებ, იმაზე ილაპარაკე, კი ბატონო, მაგრამ რომ არ ახსენებ, ეს ხომ თავის მოჭრაა, სირცხვილია. თან მანამდე, როდესაც შენს პრესსპიკერს აქვს გაკეთებული განცხადება, რითაც მხარი დაუჭირა დამხობის აქციას. ეს, რა თქმა უნდა, თავის მოჭრაა, მაგრამ ჰერჩინსკი, ეს პრესსპიკერი, კალასი, კოსი თუ ნებისმიერი სხვა, მზად ვართ, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი იმიტომ, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. პოლიტიკაა, ქვეყნის ინტერესებია. კი, ეს უნდოდათ, მაგრამ არ შედგა და იქნებ გააცნობიერონ, რომ ახლა ჩვენ უნდა დაგველაპარაკონ და არა ისევ სცადონ „ნაცების“ დაბრუნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 02:41
მსოფლიო
NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება
აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
01 აგვისტო 2026, 01:20
მსოფლიო
CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ
რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.
01 აგვისტო 2026, 01:01
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
01 აგვისტო 2026, 00:50
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
31 ივლისი 2026, 23:39
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
31 ივლისი 2026, 23:22
მსოფლიო
Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 23:06
მსოფლიო
სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.
31 ივლისი 2026, 22:53
საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
31 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა
დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
31 ივლისი 2026, 22:27
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
31 ივლისი 2026, 22:14
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით
ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.
31 ივლისი 2026, 21:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 21:24
მსოფლიო
პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.
31 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.
31 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა
იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 21:01
ეკონომიკა
მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი
გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.
31 ივლისი 2026, 20:57
პოლიტიკა
შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.
31 ივლისი 2026, 20:53
მსოფლიო
ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.


