„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ლგბტქ+ ახალ სტრატეგიაზე: ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში
ფოტო: ერთიანი ნეიტრალური საქართველო
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.
„გუშინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის.
უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა - არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები. მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის - ეს არის “დიფ სთეითის” მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.
ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ „დიფ სთეითის“ ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში, რასაც ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება.
ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე - სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული „ევროინტეგრაციის“ პროცესს. ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ - რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ? რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?
ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ. სადაც ლგბტქ+ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჯილდოვდება.
რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ - არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო”, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 08:15
მსოფლიო
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს, - განაცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა.
25 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
25 ივლისი 2026, 23:36
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ „ბეშუმში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
25 ივლისი 2026, 23:27
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი" დასრულდეს
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
25 ივლისი 2026, 23:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა ფესტივალის „ალოობა 2026“ ფარგლებში ფერმერთა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
25 ივლისი 2026, 22:15
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.
25 ივლისი 2026, 20:56
რეგიონი
დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.
25 ივლისი 2026, 20:49
სპორტი
ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა
დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. მოსალოდნელი უამინდობის გამო ორგანიზატორებმა განრიგი ოპერატიულად შეცვალეს, რის შედეგადაც ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ.
25 ივლისი 2026, 20:40
რეგიონი
ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს
ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს
25 ივლისი 2026, 20:05
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.
25 ივლისი 2026, 18:12
რეგიონი
დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
25 ივლისი 2026, 18:09
პოლიტიკა
სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე: ევროპას ძალიან სჭირდება შუა აზია და მისი რესურსები - ამ რესურსების გადაზიდვის ერთადერთი ჰაბი არის საქართველო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„სამხრეთით არის ავღანეთი და ირანი, იქ რა მდგომარეობაა ამას ახსნა არ სჭირდება. ჩრდილოეთით არის მეორე მარშრუტი აბრეშუმის გზის: რუსეთი და უკრაინა, აქაც ყველაფერი გასაგებია, შეიძლებოდა ბელორუსიის გავლით, მაგრამ ბელორუსიისა და პოლონეთის ურთიერთობების შესახებაც გასაგებია, შუა აზიისთვის ერთადერთი ჰაბი არის ეს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობისთვის. ახლა ევროპას უფრო სჭირდება შუა აზია თუ შია აზიას უფრო სჭირდება ევროპა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მინერალ-წიაღისეულ რესურსებზე წვდომა“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.
25 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
25 ივლისი 2026, 18:02
კულტურა
„სულის მეხსიერება” - ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება
წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15-მეტრიანი მონუმენტური ტილო. მხატვარი პროექტზე ერთი წელი მუშაობდა, გამოფენას ბათუმი 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
25 ივლისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი
დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
25 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.
25 ივლისი 2026, 17:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.
25 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
25 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ქუთაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება.
25 ივლისი 2026, 17:16
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან
სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.


