გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს კონსერვატიზმის იმ დონეს, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას შეესაბამება
გიორგი ვოლსკი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
გიორგი ვოლსკი ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას ეხმიანება, რომელიც არასრულწლოვანებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ასევე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო საგარეო კურსს არ იცვლის.
„საკითხი არის ძალიან სერიოზული და სწორედ ის ადამიანები გამოვიდნენ და გაგვცენ ახლა პასუხი, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა ჩვენ ვავრცელებდით ტყუილებს ლგბტ პროპაგანდის თემასთან დაკავშირებით და ზოგადად ეს სექსუალური აღზრდის თემა არის მოგონილი და ევროპას მსგავსი არაფერი ახასიათებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო კურსს ვიცვლით. რაც შეეხება რეფერენდუმს, რასაკვირველია, სერიოზული თემაა, ამასთან დაკავშირებით დაფიქრება გვმართებს. მაგრამ ერთიც გვახსოვდეს - „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს კონსერვატიზმის იმ დონეს, რომელიც შეესაბამება მის კულტურულ მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროკავშირის ლგბტქ+ მხარდამჭერ სტრატეგიას ხელი მოაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ბრიუსელი კი წევრ სახელმწიფოებს, დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 12:54
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
24 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაბილურობა ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს აისახოს მოსახლეობაზე
სტაბილურობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
24 აპრილი 2026, 12:44
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.
24 აპრილი 2026, 12:43
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: აგვისტოდან თბილისი–ბათუმის რეისი 4 საათამდე მცირდება. უახლოეს მომავალში ახალი მატარებლებით დაემატება თბილისი–ქუთაისისა და თბილისი–ახალციხის მიმართულებები
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება მსგავსი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს რკინიგზაში, რაც თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი შუა დერეფანში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
24 აპრილი 2026, 12:26
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნით რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, ჩვენი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს
ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნით ჩვენ მივიღეთ ის, რომ რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც გამომდინარეობს პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან, გააკონტროლოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი. „ჩვენ გვქონდა არასწორი პრაქტიკები და ეფექტიანობის დეპარტამენტმა, მთავრობის შესყიდვებისა და ბაზრების კვლევის დეპარტამენტთან ერთად, მოახერხა, რომ ახალი კულტურა დაენერგა მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესყიდვების სააგენტოსთან, ასე ერთობლივად შევძელით ის, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ. ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რომელიც ახლა ამოქმედდა, პირველი იანვრიდან ოფიციალურად სავალდებულო გახდა ყველა შემსყიდველისთვის, რომ ბაზრის კვლევები გააკეთონ ელექტრონულად. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 4 მილიარდის ღირებულების ბაზრის კვლევა გაატარა სისტემამ, საიდანაც 75 პროცენტი დასრულდა დადებითი შედეგით. ეს სისტემა გამორიცხავს კარტელურ გარიგებებს. ახლა ჩვენ ვგეგმავთ შესყიდვების ხელშეკრულების მონიტორინგი გადავიტანოთ ელექტრონულ პლატფორმაზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. პროგრამული ნაწილია გასავლელი. შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოც. გვინდა, რომ ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. საბოლოო ჯამში უნდა მივიდეთ იქამდე, რომ დღეს თუ ეკონომიები არის ძალიან ბევრი, საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში ეს რიცხვები უნდა შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ეფექტიანობის დეპარტამენტს არ ვხედავთ მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, საკონსულტაციო ფუნქციას აქვს. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ შიდა გარიგებები და კარტელური შეთანხმებები გარედან“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
24 აპრილი 2026, 12:21
საზოგადოება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
24 აპრილი 2026, 12:21
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სარფში“ და ,,ქუთაისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
24 აპრილი 2026, 12:18
რეგიონი
საჩხერე (სარეკი) -უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აჩხერე (სარეკი) -უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
24 აპრილი 2026, 12:17
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის როლის გაზრდას შუა დერეფანში
რკინიგზა არის შუა დერეფნის ხერხემალი და ამ კუთხით მას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
24 აპრილი 2026, 12:10
მსოფლიო
Reuters: პენტაგონი ირანის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, ნატოდან ესპანეთის გარიცხვით და სხვა ღონისძიებებით იმუქრება
სააგენტო Reuters-ს ხელში ჩაუვარდა პენტაგონის შიდა უწყებრივი წერილი, სადაც აშშ-ის მოკავშირეების დასჯაზეა საუბარი.
24 აპრილი 2026, 12:05
საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი - ქალი
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.
24 აპრილი 2026, 12:04
ეკონომიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია
ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სწორედ IMF-ის მისიის ბოლო ანგარიში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.
24 აპრილი 2026, 11:57
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, არ შეიძლება, ერთ ან ორ წელიწადში ისევ სჭირდებოდეს სარემონტო სამუშაოები, ჩვენი პრინციპია, არაფერში ვაპირებთ არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება
ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესს არ სჭირდება, მაგალითად, დამატებითი ლობისტები იმისთვის, რომ ჩვენგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, ან მოვისმინოთ მათი აზრი კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
24 აპრილი 2026, 11:52
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: 4 თვის შედეგებით, 118 მილიონი არის დაზოგილი ბიუჯეტში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, ჩვენ გვინდა შევამციროთ კორუფციული რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება სოციალური პროექტისთვის
მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებში კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს, ასევე არის ზედამხედველობის კონტროლის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
24 აპრილი 2026, 11:43
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა - ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება
საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.
24 აპრილი 2026, 11:32
მსოფლიო
ავიამზიდი USS George H.W. Bush ახლო აღმოსავლეთს უახლოვდება
ამერიკული ავიამზიდი USS George H.W. Bush ახლო აღმოსავლეთს უახლოვდება. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
24 აპრილი 2026, 11:20
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიკურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
24 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოების წევრებთან გაიმართა.
24 აპრილი 2026, 11:16
კულტურა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დოკუმენტური ფილმის - ,,ფოფოდიას შვილების“ პრემიერას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დოკუმენტური ფილმის - ,,ფოფოდიას შვილების“ პრემიერას დაესწრო. ფილმის ავტორი და რეჟისორია სოფო ბაბლუანი, პროდიუსერი - გელა ბაბლუანი.
24 აპრილი 2026, 11:01
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სომეხ კოლეგასთან ერთობლივი მართვის გამშვები პუნქტის პროექტი განიხილა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედუარდ აკობიანთან ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტის განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.


