საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა
ფოტო: IMEDI/კადრი
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა.
მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ვიდეო მიმართვაც.
„მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებს ელინა ვალტონენი ვიდეომიმართვაში.
მმართველი გუნდისთვის ვალტონენის ქმედება მიუღებელია და ურჩევენ, გაეცნოს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრებს, როცა რადიკალებმა ხელისუფლების დამხობა, პრეზიდენტის სასახლის წინააღმდეგ შტურმით სცადეს.
Peaceful protestors have gathered in front of the Parliament Building in Tbilisi, Georgia, to voice their concern over the repressive direction of their country. They have every right to democracy, to freedom of expression and basic human rights.
— Elina Valtonen (@elinavaltonen) October 14, 2025
We are here to support them. pic.twitter.com/6axn6usXay
ყველა სიახლე
25 აპრილი 2026, 20:51
ეკონომიკა
გოჩა ცოფურაშვილი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“: კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში
კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკის დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“ საუბრისას.
25 აპრილი 2026, 20:48
ეკონომიკა
ლაშა დოლიძე აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე: ახალი ცვლილებების უმთავრესი ელემენტი იქნება ანალიტიკა, რომელიც მონიტორინგს დაეფუძნება
ახალი ცვლილებების უმთავრესი ელემენტი იქნება ანალიტიკა, რომელიც მონიტორინგს დაეფუძნება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე საუბრისას. მისი თქმით, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ამის აღმოსაფხვრელად მუშაობა გაგრძელდება.
25 აპრილი 2026, 20:46
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „ტვ პირველის” ინფორმაციაზე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით
ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” მიერ გავრველებულ ინფორმაციაზე, რომ “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.
25 აპრილი 2026, 20:35
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ფერმერთა რეესტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რასაც ვიწყებთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაყრდნობით იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილებები მიღებული
ფერმერთა რეესტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა რასაც ვიწყებთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაყრდნობით იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილებები მიღებული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, დღეს მონაცემების შეგროვება შედარებით ჭირს.
25 აპრილი 2026, 20:26
ეკონომიკა
ლევან სილაგავა აგროთანადაფინანსების პროგრამაზე: კარგია, რომ ეს პროგრამა ღიაა და არ არის ჩაკეტილი. ვიცით, რომ საჭიროებების მიმართულებით გარკვეული ცვლილებების შეტანა შეიძლება
„ჩვენი ამოცანაა, კოოპერირებული იყოს ფერმერული მეურნეობები, რაც შემდეგ იწვევს იმას, რომ იყოს უფრო მაღალშემოსავლიანი და უფრო დიდი რაოდენობით პროდუქცია მივიღოთ. არის გარკვეული ფინანსური დახმარებები, რომელიც გადაწეულია ასი ათასიდან 2 მილიონამდე და ვფიქრობ, რომ ეს ზედა ჭერი აიწიოს.კარგია, რომ ეს პროგრამა ღიაა და არ არის ჩაკეტილი და საჭიროებების მიმართულებით ვიცი, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანა შეიძლება“, - განაცხადა სილაგავამ.
25 აპრილი 2026, 20:23
ეკონომიკა
ლაშა დოლიძე აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე: მიზანშეწონილად მივიჩნიეთ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვეცადა, გაგვეუმჯობესებინა არსებული პაკეტი და ამ გზით წავსულიყავით წინ
მიზანშეწონილად მივიჩნიეთ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვეცადა გაგვეუმჯობესებინა არსებული პაკეტი და ამ გზით წავსულიყავით წინ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე საუბრისას.
25 აპრილი 2026, 20:23
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: 2012 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა, განვითარება საქართველოში - „ქართული ოცნების” პირობებში მოხდა ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსირება
2012 წლიდან დაიწყო სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა, განვითარება საქართველოში. მანამდე სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული და “ქართული ოცნების” პირობებში მოხდა ამ მიმართულებაზე განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსირება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, 2012 წლიდან 2017 წლამდე ზრდის ნელი ტემპი ფიქსირდებოდა, შემდეგ ზრდა უფრო სწრაფი გახდა.
25 აპრილი 2026, 19:23
სამართალი
„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკო ბიძიშვილია
„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკო ბიძიშვილია.
25 აპრილი 2026, 18:54
სამართალი
სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.
25 აპრილი 2026, 18:22
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ამას თავისი ინიციატივით ვერ იზამდა, სავარაუდოდ დავალება მიიღო ბრიუსელისგან, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო
ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი. პაველ ჰერჩინკსი, ამას თავისი ინიციატივით ვერ იზამდა, სავარაუდოდ მან დავალება მიიღო ბრიუსელისგან, რომ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.
25 აპრილი 2026, 18:17
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
25 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას. ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ამას არ გადავხედავთ
ჩვენ ვართ პროქართველები და პირველ რიგში, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დღის „ქრონიკაში“ საუბრისას.
25 აპრილი 2026, 18:06
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
25 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბლაჟევიჩზე: ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას. გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში შედეგებს გაგვაცნობენ
ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბლაჟევიჩთან დაკავშირებით.
25 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე: ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები იდეალური ნაბიჯია.
25 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
სამხარაძე: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, „ნაცურ" მედიაზე არის ზედგამოჭრილი, ისეთ უტოპიაში გადადიან, ერის დასაცინად იხდიან თავს - რაც შეეხება ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედებას, საქართველოსთვის მსგავსი არავის, არასდროს გაუკეთებია!
“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, "ტვ პირველის" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ".
25 აპრილი 2026, 17:57
პოლიტიკა
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ქრონიკას“ აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.
25 აპრილი 2026, 17:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკა მიუღებელია, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ განცხადებას - მან შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.
25 აპრილი 2026, 17:33
სპორტი
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო.
25 აპრილი 2026, 17:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის ქმედება ადასტურებს იმას, რომ ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია.


