„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და აგენტურული ოპოზიციის იმედად
ფოტო: IMEDI/კადრი
მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის − „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან. ამ დროის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ყველა იმ მანკიერების მხილებას, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარედან ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის კუთხით, არამედ, პირდაპირი გაგებით − საქართველოს ყოფნა/არყოფნის ეგზისტენციალურ საკითხს აყენებს.
ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჩვენი საჭიროებების უგულებელყოფის პრიზმიდან უყურებენ, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე, რომლის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩამოშორება და მმართველობაში მათი აგენტების დაბრუნება. მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისგან მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ხოლო გარე ძალებს დროებით მაინც შეეწყვიტათ ზემოქმედება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, პრობლემები სულ უფრო იმატებს.
აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა.
ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკურ დეგრადირებას უქადის.
არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობს სახე იცვალოს, რის შედეგადაც ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვით ებრძვის „დიფ სტეიტის" გავლენებს.
მაგალითად, 4 ოქტომბერს, როდესაც მარგინალურმა აგენტურულმა ქსელმა საქართველოში ხელისუფლების დამხობა სცადა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოაწყო, ევროკავშირმა ღიად წაახალისა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც „მშვიდობიანი დამხობა“ უწოდეს, ხოლო აშშ-მა მხოლოდ „სტრატეგიული დუმილით“ უპასუხა აგენტების დანაშაულებრივ ქმედებებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია. სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.
გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე − მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის.
საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება იმ გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომაც ვართ საინტერესო მსოფლიოსთვის და ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ არა რომელიღაც ქვეყნის თუ გაერთიანების ინტერესების გასატარებლად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის იმის აუცილებლობის საჩვენებლად, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არათუ არ უპირისპირდება რომელიმე მათგანის ინტერესებს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, სწორედ ასეთი საქართველოს არსებობის პირობებში მიიღოს ყველამ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად გამოყენება საშუალებას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები“, - განაცხადეს ბრიფინგზე.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
31 მარტი 2026, 23:22
მსოფლიო
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
31 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
31 მარტი 2026, 21:52
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.
31 მარტი 2026, 21:51
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.
31 მარტი 2026, 21:45
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.
31 მარტი 2026, 21:42
სამართალი
სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
31 მარტი 2026, 21:33
პოლიტიკა
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც - პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნე მოაქვს
ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.
31 მარტი 2026, 21:30
პოლიტიკა
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.
31 მარტი 2026, 21:27
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც
როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.


