ზაზა შათირიშვილი: ასე განსაზღვრავს „დიფ სთეითი“ მედიის თავისუფლებას - რასაც თავად ვერ აკონტროლებენ, ის მიტაცებულია „ვიღაცისგან“, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი, თუ ნებისმიერი სხვა
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როგორც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გვაუწყებს, რომ საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა და თანაც იმ ადამიანის მიერ, ვინც 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი, რაც საქართველოსთვის გააკეთა სწორედ ის იყო, რომ მედია რეჟიმის მსახურებისგან გაათავისუფლა და შექმნა შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ჟურნალისტს არა პოლიტიკური ძალების დაკვეთით, არამედ საკუთარი პროფესიული სტანდარტის მიხედვით ემოქმედა, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი საქართველოში, მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მაღალ სტანდარტზე წერს და აღნიშნავს, რომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ოქსიმორონია.
ამასთან, ფილოსოფოსის თქმით, ნიშანდობლივია, რომ მედია, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ.
„კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია. ესაა მოცემულობა, რომელიც საქართველოში ყველამ კარგად იცის და ამაში დასარწმუნებლად დიდი ექსპერტული ცოდნაც არაა საჭირო, უბრალოდ, გადათვალეთ არათუ ზოგადად - სატელევიზიო არხების, ან ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების, არამედ ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების რაოდენობა და თავად წარმოიდგინეთ, პრესის თავისუფლების რომელი „მიმტაცებელი“ „მოითმენდა“, ან „შეეგუებოდა“ ასეთ მდგომარეობას?!
უფრო შორს არ წავალ, უბრალოდ შეგახსენებთ კიდევ ერთ მოცემულობას - ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ესეც რომ არა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად, თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად გამოიყენონ და საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ტელევიზიის დამფუძნებლისა, თუ მფლობელის მანტიას ამოეფარონ, ხოლო ის ფაქტი, რომ კანონი და ვალდებულებები მათზეც ვრცელდება, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღონ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აზრით, ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, სადაც თურმე ბიძინა ივანიშვილს პრესის თავისუფლება აქვს მიტაცებული. საქართველოში დღეს ქართულ საზოგადოებას იმას რომ ეტყვი, თითქოს აქ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ამით ყველაფერი ნათქვამია...
ამ ოქსიმორონზე ალბათ არც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოება, რაც ამ აბსურდს ლოგიკურ ახსნას უძებნის. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში და არა მხოლოდ, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის (მაგ. უნგრეთი, სლოვაკეთი) გარდა, მედია, ისევე როგორც ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ. ევროპისგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე ქვეყანა მაინც ცდილობს, რომ „დიფ სთეითის“ კონტროლისგან დაიცვას და შეინარჩუნოს თავისუფალი მედია, საპირისპირო სურათს ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ცდილობენ შექმნან კონკურენციის ილუზია, თითქოს არსებობს ლიბერალური მედიები, რომლებიც დემოკრატების მხარდამჭერები არიან და კონსერვატიული მედიასაშუალებები, რომლებიც რესპუბლიკელებს უჭერენ მხარეს, ეს ყველაფერი ფორმალური და მოჩვენებითია, რადგან რეალურად, ორივე მხარეს „დიფ სთეითი“ აკონტროლებს და იქ თავისუფალი მედია, უბრალოდ, არ არსებობს!
„დიფ სთეითი“ მოქმედებს მარტივი ფორმულით - მედია, რომელსაც „დიფ სთეითი“ ვერ აკონტროლებს თავისუფალი არ არის, ისევე, როგორც ქვეყანა, რომელიც მათი აგენტურით არ იმართება, არ არის დემოკრატიული! სწორედ ასე განსაზღვრავს „დიფ სთეითი“ მედიის თავისუფლებას - რასაც თავად ვერ აკონტროლებენ, ის მიტაცებულია „ვიღაცისგან“, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი, თუ ნებისმიერი სხვა.
იგივე, მარტივი ფორმულა მუშაობს სახელმწიფოებთან მიმართებაშიც, ამიტომაც გამოჰყავთ, რომ მათ მიერ კონტროლირებული და მათი დავალებების შემსრულებელ უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატია „ყვავის“, საქართველოში კი, სადაც ხელისუფლებაში საკუთარი აგენტების მოყვანა ვერ მოახერხეს, დემოკრატიის „უკუსვლა“ გვაქვს... მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგახსენებთ, რომ სანამ სააკაშვილის მეთაურობით მათი აგენტურა მართავდა საქართველოს, 2003 – 2012 წლებში, ანუ როცა რეჟიმი მათ დავალებებს პირუთვნელად ასრულებდა, ქვეყანას, სადაც კაცის კვლა, წამება, ბიზნესის რეკეტი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ყოველდღიურობად იყო ქცეული, სადაც თავისუფალი მედია არ არსებობდა და მათი აგენტების მიერ მთლიანად იყო მონოპოლიზებული - „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, დღეს კი თურმე საქართველოში დემოკრატიის „უკუსვლასთან“ გვაქვს საქმე. და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელი რიგი კვლევების, თვლადი და ობიექტური მონაცემების მიხედვით, საქართველოში არათუ დემოკრატიის „უკუსვლაზე“ საუბარია აბსურდი, არამედ არაერთი მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი.
კონკრეტულად მედიის მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში არაერთი მედია სწორედ „დიფ სთეითისგან“ კონტროლდება და ესეც რომ არა, რამდენსაც უნდათ, იმდენს დააფუძნებენ, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, „დიფ სთეითისთვის“ პრობლემურია ის, რომ საქართველოში მათი ინტერესებისგან განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრი, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ, მედიის მიტაცებად ცდილობენ გაასაღონ. საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ რომ პრობლემაა, ამაზე მეტყველებს ის პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარდა, როდესაც ვერ შეძლეს ქართული საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის მოტივით მიღებული გამჭვირვალობის კანონი - „რუსული“ იყო, ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს - ადამიანის უფლებებს ლახავდა. ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის ამ აბსურდის თავს მოხვევა სწორედ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი მედია და აზრი. ამიტომაც შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი ზემოაღნიშნულ სიაში.
ზოგადად, ცნობილია, რომ მათი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ახერხებენ ვირტუალური რეალობა - რეალობად წარმოაჩინონ, რასაც, მათ შორის, სწორედ ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს, ევრობიუროკრატია ყველაფერს აკეთებს ქართული საზოგადოების წყობიდან გამოსაყვანად. ამავდროულად, ყველა კარგად ვხედავთ რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მედიას და სახელმწიფოს სრულად აკონტროლებს „დიფ სთეითი“. ჩემს ერთ-ერთ წინა წერილში გერმანიის მაგალითი მოვიტანე, რომელსაც აქაც გავიმეორებ. გერმანია საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც „დიფ სთეითისგან“ იმართები. ერთ დროს ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, მოწინავე ეკონომიკის ქვეყანას თავისი ხელით დაანგრევინეს ენერგეტიკა - ჯერ ატომური ელექტროსადგურები დაახურინეს და მათ ნაცვლად ქარის ელექტროსადგურები მოაწყობინეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაცილებით არაეფექტურია, შემდეგ კი თავად ათქმევინეს რუსეთისგან იაფი ენერგიის შესყიდვაზე უარი და მეტიც, ახლა, როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ. გერმანია რომ აქამდე მივიდა ლომის წვლილი მიუძღვის იმას, რომ ამ ქვეყანაში მედია ტოტალურად იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ.
დასასრულ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ „მედიის თავისუფლების მიმტაცებელთა“ სიაში ილონ მასკის გამოჩენა სულაც არაა შემთხვევითი. საქმე ის გახლავთ, რომ მასკი, არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ „კოლბაში გამოყვანილი“ მილიარდერი, რომელსაც რეალური აქტივები უბრალოდ არ გააჩნია, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ მიერ ხელოვნურად შექმნილი და მართული მინი-ოლიგარქია.
„დიფ სთეითისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროში, ყველა იდეოლოგიაში ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც თავდაპირველად „დიფ სთეითის“ იდეების და პოლიტიკის მოწინააღმდეგედ წარმოადგენენ, შემდეგ კი, როგორც საკუთარ აქტორსა და აგენტს, უკეთ პოზიციონირებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გასაზრდელად, ასეთ სიებსა და რეიტინგებში ახვედრებენ“, - წერს შათირიშვილი.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
31 მარტი 2026, 23:22
მსოფლიო
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
31 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
31 მარტი 2026, 21:52
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.
31 მარტი 2026, 21:51
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.
31 მარტი 2026, 21:45
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.
31 მარტი 2026, 21:42
სამართალი
სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
31 მარტი 2026, 21:33
პოლიტიკა
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც - პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნე მოაქვს
ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.
31 მარტი 2026, 21:30
პოლიტიკა
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.
31 მარტი 2026, 21:27
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც
როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.


