03 ნოემბერი 2025, 10:37 / სანდო წყარო

კახა კალაძე: 12 ნოემბრიდან მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, პირისპირ გავესაუბრები თბილისელებს მათ საჭიროებებზე, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას

კახა კალაძე

კახა კალაძე

„12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათ დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს.

„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, მესამე ვადით მოიპოვო თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ყველა დაწყებული რეფორმა და განვახორციელოთ გეგმები, რაც წინასაარჩევნოდ წარმოგიდგინეთ. ეს არის ერთი მხრივ დასტური იმისა, რომ მივდივართ სწორი გზით - ყველასთვის თვალსაჩინოა ჩვენი ულამაზესი თბილისის სასიკეთო გარდაქმნა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, მეტი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა, თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო ამისთვის. გაძლევთ პირობას, თქვენი ხმა იქცევა კონკრეტულ საქმედ. იმ სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ, კარგი გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში. მზად ვართ, გემსახუროთ თავდაუზოგავად. როგორც იცით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფები სხვადასხვა ობიექტზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები გვაქვს. შესაბამისად, მაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მივდივართ ყველა რაიონში, ყველა უბანზე და უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანებისგან ვიღებთ ინფორმაციას არსებული პრობლემების შესახებ. ამასთან, აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ვგრძნობ თქვენგან, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია და მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 02:23

სპორტი

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 02:11

მსოფლიო

ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 02:01

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 აპრილი 2026, 00:22

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 00:03

საზოგადოება

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი

01 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რომის პაპი ლეო

31 მარტი 2026, 23:43

მსოფლიო

რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.

დან იორგენსენი

31 მარტი 2026, 23:22

მსოფლიო

ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს

ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 22:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ეკა სეფაშვილი

31 მარტი 2026, 21:52

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.

31 მარტი 2026, 21:51

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 21:48

მსოფლიო

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.

ცოტნე ანანიძე

31 მარტი 2026, 21:45

პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.

31 მარტი 2026, 21:42

სამართალი

სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

31 მარტი 2026, 21:33

პოლიტიკა

შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც - პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნე მოაქვს

ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 21:30

პოლიტიკა

მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას

ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.

31 მარტი 2026, 21:27

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება

ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ჟაკ ბო
იან პრაუდი

31 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც

როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.