03 ნოემბერი 2025, 15:09 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველოს არ უნდა ეშინოდეს დიდი კაპიტალის, მაგრამ აუცილებელია ინსტიტუციური გარანტიების, გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული კონტროლის სისტემა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

გასაგებია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკას გამოხატავს არა ინვესტიციების წინააღმდეგ, არამედ მათზე პოტენციური სახელისუფლებო კონტროლის დაკარგვის შიშის გამო. სახელმწიფოს ვალდებულებაა აჩვენოს, რომ კონტროლი არსებობს და რომ ქვეყნის ინტერესები დაცულია იურიდიულად და არა მხოლოდ განცხადებებით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც საქართველოში „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ ექსპერტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყანას არ უნდა ეშინოდეს დიდი კაპიტალის, მაგრამ აუცილებელია ინსტიტუციური გარანტიების, გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული კონტროლის სისტემის არსებობა.

„არ ამცდება მორიგ საზოგადოებრივ მღელვარებაზე ჩემი მოკრძალებული, არა საექსპერტო მოსაზრების გაზიარება (ვისაც საექსპერტო აინტერესებს - გაეცანით ირაკლი გოგავას ვრცელ პოსტს აღნიშნულ თემაზე). საუბარია 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს პროექტებს Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina. გასაგებია, რომ ეს თემა გახდა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქვეყანაში. ინვესტიციის მასშტაბი უპრეცედენტოა, თუმცა საზოგადოებრივი რეაქცია, ტიპური და მოსალოდნელი - ფრთხილი ოპტიმიზმიდან, ღია პანიკამდე.

მე არასდროს არ ვიზიარებ „შიშების გამყიდველების“ და „კოშმაროფილების“ უკიდურეს ფობიებს, რომლის უკან ორი ძირითადი მოსაზრება იკითხება: 1) ღმერთმა მიგვატოვა (ღმერთი გვსჯის) და 2) ეს ხელისუფლება - ერის მოღალატეა. მეტსაც გეტყვით - ამ ორივე პოზიციის პოპულარიზაციის უკან, ამაში დაინტერესებული ძალების მიერ დაფინანსებას ვხედავ (რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნით). ჩვენ კი მიკერძოების თუ პირადი ფინანსური ინტერესის გარეშე გავარჩიოთ რისკები და მათი დაზღვევის გზები, მაშ ასე:

მიწის უცხოელებზე გასხვისება; ე.წ.„არაბული დასახლებების“ გაჩენა; დემოგრაფიული და რელიგიური ბალანსის შეცვლა; მუსლიმთა საკულტო ობიექტების მშენებლობა; სამშენებლო სამუშაოებზე უცხოელი მუშახელის დაქირავება, ნაცვლად ადგილობრივებისა და ა.შ.

მესმის, რომ ეს შიშები ჰაერიდან არ გაჩენილა. საქართველო ისტორიულად ძალიან მგრძნობიარეა მიწის, იდენტობის, ენის, რელიგიისა და კულტურული გარემოს საკითხების მიმართ. იმდენად მგრძნობიარეა, რომ გარშემო ვითარებაში ყველგან ხედავს საფრთხეს, გარდა, ათობით ათასობით ყოველწლიურ აბორტში, ათობით ათასობით განქორწინებაში, მრევლისგან დაცლილი ტაძრებისა და სახარების მიღმა ყოველდღიურობაში. დამატებით, ნებისმიერი მსხვილი გარე პროექტიც, ავტომატურად აღიქმება, როგორც საფრთხე. აქ კი არსებითი კითხვა იმაში კი არ უნდა იყოს, ვის შემოაქვს კაპიტალი, არამედ რა წესებით იმუშავებს ეს კაპიტალი საქართველოში.

იმისთვის, რომ შემცირდეს საზოგადოებრივი ფობიების გრადუსი და ამაზე პოლიტიკური ქულების მოპოვების მაძიებელთა ენერგია, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა პირდაპირი, საჯაროდ დასაფიქსირებელი გარანტიები.

არა მიწის გაყიდვა, არამედ გრძელვადიანი იჯარა ან თანაინვესტირება. უნდა გამოქვეყნდეს კადასტრული რუკები და საკუთრების სტატუსები, რათა გამორიცხული იყოს სანაპიროსა და სტრატეგიული ზოლების პრივატიზაცია აიკრძალოს დახურული ანკლავების (ე.წ. „არაბული სოფლების“) გაჩენა. პროექტებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო წვდომა სანაპიროებზე, პარკებში, ბულვარებზე. ეს უნდა იყოს ამ დასახლებების დაგეგმვის პრინციპული ჭრილი.

მიგრაციის პოლიტიკა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. სამუშაო ვიზები - მხოლოდ დროებით, კონტრაქტზე მიბმით. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, სავალდებულო პრიორიტეტით და კონტრაქტების პირობებით გამაგრებული.

პროექტის მონიტორინგისა და ანგარიშგების საჯარო სისტემა, უნდა იყოს ასევე გამჭვირვალე. საჯარო უნდა იყოს კვარტალური მონაცემები - დასაქმებულთა რაოდენობა და სტატუსი; ადგილობრივი და უცხოური კონტრაქტორების პროპორცია; ეკოლოგიური მაჩვენებლები; არქიტექტურული შეზღუდვების დაცვა.

ამავდროულად, უნდა გვესმოდეს ქვეყნისთვის აღნიშნული ინვესტიციით მოპოვებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სარგებელი (კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაეცნოთ ექსპერტების და არა შარლატანების მოსაზრებებს). თუ ზემოაღნიშნული წესები რეალურად განხორციელდება, პროექტი შეიძლება გახდეს სტრატეგიული სარგებლის წყარო:

დასაქმების კუთხით, მშენებლობის პერიოდში, ათობით ათასი სამუშაო ადგილი; შემდგომში - ტურისტული, მომსახურების სექტორის გრძელვადიანი სტაბილური სამუშაო ადგილები; ვალუტის ბალანსის გაძლიერება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამცირებს ზეწოლას ლარზე და ზრდის ეკონომიკური ციკლების სტაბილურობას; ტურისტული ხარისხის ზრდა; „იახტ-მარინები“, ახალი სანაპირო ზოლები და ახალი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა გადაიყვანს ტურიზმს დაბალბიუჯეტიანი სეზონური მოდელიდან მაღალშემოსავლიან, წლიურ ფორმატში; ასევე რეპუტაციული ეფექტი - არაბული დეველოპერული კაპიტალი ხშირად ასოცირდება მაღალი კლასის ინჟინერიასთან და შეიძლება მოიზიდოს სხვა მსხვილი ინვესტორებიც.
გასაგებია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკას გამოხატავს არა ინვესტიციების წინააღმდეგ, არამედ მათზე პოტენციური სახელისუფლებო კონტროლის დაკარგვის შიშის გამო. სახელმწიფოს ვალდებულებაა აჩვენოს, რომ კონტროლი არსებობს და რომ ქვეყნის ინტერესები დაცულია იურიდიულად, და არა მხოლოდ განცხადებებით.

თუ წესები იქნება მკაფიო, საჯარო და აღსრულებადი, პროექტი გახდება ეკონომიკური ზრდის და ქალაქის განვითარების წყარო. თუ არა, ის გადაიქცევა გრძელვადიანი სოციალური კონფლიქტის ტრიგერად. საქართველოს არ უნდა ეშინოდეს დიდი კაპიტალის, მაგრამ აუცილებელია ინსტიტუციური გარანტიების, გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული კონტროლის სისტემა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 10:39

ტექნოლოგიები

მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀

რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 10:37

მსოფლიო

რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.

01 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 10:11

სამართალი

კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 10:06

მსოფლიო

შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას - რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია

შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.

01 აპრილი 2026, 10:02

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.

01 აპრილი 2026, 09:53

ეკონომიკა

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო

მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.

01 აპრილი 2026, 09:53

მსოფლიო

Foreign Policy: აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნება

როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ ინტენსიურდება, ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, სულ უფრო შესაძლებელი ხდება. კითხვა აღარ არის, შესაძლებელია თუ არა სახმელეთო შეჭრა, არამედ სად შეიძლება ის დაიწყოს და შეძლებს, თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული შედეგების მიღწევას, იუწყება ჟურნალი Foreign Policy.

01 აპრილი 2026, 09:38

სამართალი

კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

აბას არაღჩი

01 აპრილი 2026, 09:30

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.

01 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში

ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

01 აპრილი 2026, 08:35

კულტურა

ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა

სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.

01 აპრილი 2026, 08:30

მსოფლიო

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.

01 აპრილი 2026, 08:29

რეგიონი

ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

01 აპრილი 2026, 08:27

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

გურამ მაჭარაშვილი

01 აპრილი 2026, 08:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული

კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

01 აპრილი 2026, 08:19

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია

ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აპრილი 2026, 08:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.