თამარ ჩიბურდანიძე: ლიბერალიზმია ყველაზე დიდი მტერი საქართველოს დემოგრაფიის და არა არაბული ინვესტიციები. ეს რისკები დაიზღვევა, მაგრამ რა ვუყოთ ლიბერალიზმით უკვე განადგურებულ თაობას
თამარ ჩიბურდანიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
ქვეყნის განვითარება უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მომხიბვლელობა დღითიდღე იზრდება და ამ მხრივ ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა საკითხში, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც საქართველოში EMAAR-ის $6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმასა და ამასთან დაკავშირებით რადიკალების შეფასებებს ეხმაურება.
მისი თქმით, პროფესიონალის ყურით მოსმენილი რადიკალების „შიშები“ არადამაჯერებელია, რადგან დემოგრაფიას პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყენებენ და ეს საკითხი სულაც არ სტკივათ.
ექსპერტი სვამს კითხვას - „რისკები დაიზღვევა, მაგრამ რა ვუყოთ ლიბერალიზმით უკვე განადგურებულ თაობას?“
„ვკითხულობ არაბული ინვესტიციის შესახებ ოპონენტების მოსაზრებებს და მიკვირს, თურმე რამდენი „დემოგრაფი“ გვყოლია ქვეყანაში? არადა, რეალურად სანთლით საძებნია. პროფესიონალის ყურით მოსმენილი მათი „შიშები“ არადამაჯერებელია, რადგან როდესაც დემოგრაფიას პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყენებ, ესე იგი შენ ეს არ გტკივა.
დავიწყოთ იმით, რომ ოპოზიცია თან მიგრაციაზე ტირის და თან უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკურ პროექტს ეწინააღმდეგება, რომელმაც რეალურად უნდა შეაჩეროს მოსახლეობის გადინება ქვეყნიდან და მოგვცეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ისინი იმიგრაციის საფრთხეს მხოლოდ არაბებში, ჩინელებში და რუსებში ხედავენ, მაგრამ თუ ამერიკელებისგან, ინგლისელებისგან ან ევროპელებისგან მოხდება იმიგრირება, ეს მათთვის მისაღებია. არადა, ქართული გენი ყველაზე ადვილად ასიმილირდება ჩვენი რელიგიის ხალხთან და არა სხვა რჯულთან. გენოფონდის წაშლას ფარულად სწორედ ასიმილირებული ფენა იწვევს, თუნდაც ერთი რელიგიის.
რაც შეეხება „დემოგრაფიულ ანექსიას“, ეს უცხო ეთნოსის მასიური ჩასახლებების შედეგად ხორციელდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს საფრთხე კი შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანებამ და ლტოლვილთა ნაკადების სავალდებულო მიღებამ გამოიწვიოს, რაზეც არც ხაზარაძე და არც სხვები არ საუბრობენ. ეს არის სწორედ ის მტკივნეული საკითხი, რაზეც მილიონიანი საპროტესტო აქციები იმართება დღეს ევროპულ სახელმწიფოებში.
არაბული ინვესტიცია ვერ შექმნის არაბების მასიური ჩამოსახლების პროვოცირებას, რადგან სახელმწიფოს უკვე აქვს ამ რისკების დაზღვევის გარკვეული მექანიზმები, თუმცა, ამ მხრივ სამუშაო გასაძლიერებელია. კიდევ უფრო გასამკაცრებელია მიგრაციის კანონი და გასაზრდელია საქართველოში უცხოელებისგან ქონების შეძენის ოდენობაზე შეზღუდვა. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს, ისევ ქართველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს - უცხოელებისთვის მიწების გასხვისების თაობაზე.
ქვეყნის განვითარება უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მომხიბვლელობა დღითიდღე იზრდება და ამ მხრივ ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა საკითხში. ქვეყანა ვითარდება და ასეთ უმსხვილეს ინვესტიციებზე უარს ვერ იტყვის. რისკები არა მხოლოდ უცხოურ, არამედ, ეროვნულ პროექტებსაც თან ახლავს, მაგრამ მისი წინასწარი შეფასება ხდება.
რაც შეეხება ოპოზიციის „ეროვნულ შიშებს“, მინდა შევახსენო, რომ ქართული გენოფონდის დეგრადირება ლიბერალიზმის ფართომასშტაბიანმა პროპაგანდამ გამოიწვია. როდესაც ყველა სფეროში და მათ შორის, ყველაზე მეტად უპირატესობას ხელოვნებაში ანიჭებენ ლგბტ პროპაგანდას, როდესაც სხვადასხვა კონკურსში, გამარჯვებული მწერლების ნაწარმოებებში ლიბერალიზმი ზეიმობს, სწორედ ეს ანადგურებს ქართულ გენოფონდს და ამაზე უნდა ეფიქრათ ასეთი კონკურსების დამფინანსებლებს.
ლიბერალიზმია ყველაზე დიდი მტერი საქართველოს დემოგრაფიის და არა არაბული ინვესტიციები! ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები დაიზღვევა, მაგრამ რა ვუყოთ ლიბერალიზმით განადგურებულ თაობას? ჩაიხედოს ოპოზიციამ სტატისტიკის მონაცემებში, მარტო მიგრაციის მაჩვენებლებს კი არა, ქორწინება-განქორწინებას და შობადობას შეხედონ. ეს არის სწორედ 35 წლიანი ეკონომიკური პრობლემების და გაბატონებული ლიბერალიზმის შედეგი:
„თავისუფალ ურთიერთობებში“ მყოფი ახალგაზრდები ქორწინებას თავისუფლად ყოფნას ამჯობინებენ. და თუკი ვინმემ გადაწყვიტა, მათი უმეტესობაც მალევე „თავისუფლად“ ელევა სიყვარულს.
შობადობის კოეფიციენტიც სწორედ ქორწინება-განქორწინების დინამიკას მიჰყვება.
არც აბორტია „დედის უფლება“ და არც შვილის მკვლელობაა „ქალის არჩევანი“. ამ იდეოლოგიით გაზრდილ თაობებში წელიწადში 40 000-ზე მეტი აბორტი კეთდებოდა მართლმადიდებელ ქვეყანაში, თუმცა, ოპოზიციისთვის ეს ქალების „უფლებრივი დაცვაა“ და არაბული ინვესტიცია კი - ქვეყნის დაპყრობა.
როდესაც სკოლებში მხოლოდ „მე და საზოგადოებას“ ასწავლიან და „მე და სახელმწიფოს“ ურთიერთვალდებულებებს არა, ეს არის მოზარდების არასწორად ჩამოყალიბება და ღირებულებათა აღრევა, რაც ცვლის მენტალობას მათში.
და კიდევ რამდენი რამ არის…
საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა სტკივა მას, ვინც რეალურად მოქმედებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელ ხელისუფლებას ეს ნამდვილად არ ესწავლება და თუკი ვინმეს სურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და შეუძლიათ საქმე აკეთონ ცარიელი სიტყვების ნაცვლად. დემოგრაფია მარტო ხელისუფლების პრობლემა არ არის, ეს თითოეული ქართველის პრობლემაა,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
31 მარტი 2026, 23:22
მსოფლიო
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
31 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
31 მარტი 2026, 21:52
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.
31 მარტი 2026, 21:51
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.
31 მარტი 2026, 21:45
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.
31 მარტი 2026, 21:42
სამართალი
სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.


