ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: კარგია თუ დაინახავენ, რომ შანტაჟი არ არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. გამოსავალი არის ის, რომ ვიყოთ დიალოგის რეჟიმში და არა ულტიმატუმების წაყენების რეჟიმში
ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
კარგია თუ დაინახავენ, რომ შანტაჟი არ არის ევროპა. შანტაჟი არ არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. რადიკალური ცვლილება სწრაფად არ მოხდება, ამას დრო მოიტანს. აუცილებლობა დაანახებს ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას.
მისი თქმით, გამოსავალი არის დიალოგი და არა ულტიმატუმებისა და მუქარების ენით საუბარი.
„აქ არის ერთადერთი გამოსავალი - დიალოგი. ვიყოთ დიალოგის რეჟიმში და არა ულტიმატუმების წაყენების რეჟიმში. გავარკვიოთ რა გვაქვს ისეთი საკითხი, რაც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. არ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გამჭვირვალობა არის ანტიევროპული. და რატომ არის გამჭვირვალობა საჭირო?! - იმიტომ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის განცხადებებიც არის, არა მარტო პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებაზე ზეწოლისა და ცვლილებებისათვის.
ეს ფაქტები ზედაპირზე დევს. არასამთავრობო სექტორთან საქართველო ყველაზე კარგად თანამშრომლობდა, პარლამენტიც. მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი ქმედებები გადასულიყო რევოლუციური და სხვა მიმართულებით. თორემ არც ერთი კომიტეტის სხდომა არ ტარდებოდა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის გარეშე.
კარგია თუ დაინახავენ ისინი, რომ შანტაჟი - ეს არ არის ევროპა. შანტაჟი - ეს არ არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. რადიკალური ცვლილება სწრაფად არ მოხდება, ამას დრო მოიტანს. აუცილებლობა დაანახებს ამას. მე საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც ეს ომი დამთავრდება და დღის წესრიგში ასეთი აქტუალური აღარ იქნება რუსეთთან რაც შეიძლება მეტი დაპირისპირებული სახელმწიფოსა და კერების აღმოჩენა, ეს ძალიან ბევრ წნეხს მოხსნის. გასაგებია, რომ რუსეთი აგრესორია საქართველოს წინააღმდეგაც და უკრაინაში რაც ხდება. მაგრამ ის, რომ დღეს შენ საქართველოს, რომელსაც არანაირი დაცვითი მექანიზმი არ გააჩნია, ეუბნები, რომ „წადი ამ გამწვავების გზაზე“ - ეს რას ნიშნავს?! შეიძლება დიდ გეოპოლიტიკურ სურათში ვიღაცას ეს გამართლებულად მიაჩნია, მაგრამ ამას შეეწირება საქართველო. საქართველო იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, რომელიც როგორც წესი არის ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ძვირფასი ფასეულობა. მაგრამ დღეს, იმის გამო, რომ ასეთი ვითარებაა, ეს ფასეულობა გვერდზეა გადადებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
01 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში
ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
01 აპრილი 2026, 08:35
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა
სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.
01 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.
01 აპრილი 2026, 08:29
რეგიონი
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
01 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
01 აპრილი 2026, 08:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული
კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.


