მთავრობამ მოქალაქეების ინიციატივების წარდგენისთვის ვებპორტალი შექმნა
საქართველოს პრემიერმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობამ მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის ინიციატივით, ვებპორტალი ichange.gov.ge შექმნა.
“ეს არის ვებპორტალი სპეციალურად პეტიციებისთვის. ჩვენ გვინდა დავნერგოთ ინიციატივა, რომ 10 000 ხელმოწერის შემთხვევაში, მთავრობას ჰქონდეს ვალდებულება, განიხილოს ესა თუ ის პროექტი და დასაბუთებული პასუხი აცნობოს ინიციატორებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ვებპორტალი გაზრდის საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებელს და შესაძლებელია, რომ ამ გზით მთავრობამ საინტერესო ინიციატივები მიიღოს.
ყველა სიახლე
25 სექტემბერი 2026, 17:15
საზოგადოება
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
25 სექტემბერი 2026, 17:10
საზოგადოება
2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო წლების დინამიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული კულტურების წარმოების, ისე პროდუქტიულობის, წარმოების სტრუქტურისა და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილების გათვალისწინება.
25 სექტემბერი 2026, 17:05
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. უდიდესი ცვლილებებია მოსალოდნელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრას გამოეხმაურა და მას ძალიან პროდუქტიული უწოდა.
25 სექტემბერი 2026, 17:01
პოლიტიკა
სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა
ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
25 სექტემბერი 2026, 16:38
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს
ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მისალოცი წერილი.
25 სექტემბერი 2026, 16:32
საზოგადოება
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკაში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 16:17
პოლიტიკა
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე ნუკა არველაძეს: რაც შენ „ოცნებამ“ პატივი გცა, არც მადლიერება გცოდნია და არც ადამიანობის გაგეგება. ახლა ვრწმუნდები, ნაცებს კი არ ებრძოდი, პირიქით, მათ ჰყავდი დასაქმებული
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ნუკა არველაძის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ არის მიმართული.
25 სექტემბერი 2026, 16:12
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო
ფორუმი 25–26 სექტემბერს, ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“.
25 სექტემბერი 2026, 16:10
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს, აჭარის კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ახალი სეზონისთვის მზადებასთან, შემოქმედებით გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.
25 სექტემბერი 2026, 15:48
მსოფლიო
Financial Times: ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრამპის ამერიკას მოკავშირედ აღარ განიხილავს
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შიდა დოკუმენტში გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ უკვე აღარ არის ისეთი სანდო მოკავშირე, როგორიც წარსულში იყო. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 15:47
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
25 სექტემბერი 2026, 15:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“ სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა
„ნაცმოძრაობას“ ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩატარებულ პერფორმანსზე საუბრისას.
25 სექტემბერი 2026, 15:38
თავდაცვა
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“’ ორგანიზებით, გაიმართა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება; ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა.
25 სექტემბერი 2026, 15:37
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
25 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: რა თქმა უნდა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე ისაუბრა. ლევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გაკეთებულ აქცენტებს გამოჰყოფს.
25 სექტემბერი 2026, 15:20
სამართალი
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.
25 სექტემბერი 2026, 15:00
მსოფლიო
ევროკავშირის მთავარი მრჩეველი ხელოვნურ ინტელექტზე: ტექნოლოგია ეკონომიკის გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ
ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ევროკომისიის მთავარი მრჩევლის ჯიმ ჰაგემან სნაბეს განცხადებით, ევროკავშირმა ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს ხელოვნური ინტელექტის შექმნის სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლას და უფრო მეტად იფიქროს იმაზე, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია ბლოკის ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
25 სექტემბერი 2026, 14:55
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის - „IBSA“-ს ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.
25 სექტემბერი 2026, 14:42
საზოგადოება
„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე“ - პატრიარქმა მარტვილში ჭყონდიდელობის დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე, - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში.


