ირაკლი რუხაძე: ეს იყო წარმოუდგენლად ცუდი დღე „იმედისთვის“ და ყველა ჩვენგანისთვის. მე მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილი 7 ნოემბრის გამო გარდაიცვალა - უამრავი უბედურება დაემართა ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშეს
ირაკლი რუხაძე
ფოტო: IMEDI
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომლის გამოც „იმედი“ არის ნომერ პირველი ტელევიზია. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ თქვენ ხართ ასეთი კარგები და ძლიერები, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს, ისევე, როგორც აწუხებდათ 18 წლის წინ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის დღეში“, რითაც უპასუხა კითხვას - „დღეს ვხედავთ, რომ ხდება „იმედის“ თანამშრომლების შევიწროება, ციფრულ სამყაროში არის ბულინგი, შეურაცხყოფა - დასრულდა თუ არა 7 ნოემბერი?
ირაკლი რუხაძის თქმით, უამრავი უბედურება დაემართა ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშეს, დღეს კი, სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს თავისუფალი სიტყვა, „უამრავი რაღაც ვერ მოხდება“.
„იმედი იყო ძლიერი, ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებს, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა და იმის მაგივრად, რომ სიტყვას სიტყვით დაპირისპირებოდნენ, სიტყვას ძალით დაუპირისპირდნენ. რადგან სიტყვით ვერ დაამარცხეს, გადავიდნენ სხვა მეთოდებზე. ეს იყო წარმოუდგენლად ცუდი დღე „იმედისთვის“ და ყველა ჩვენგანისთვის. მე მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა 7 ნოემბრის გამო. ის იყო 52 წლის, ჩემზე უმცროსი იყო, ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამან მოკლა ის. ის მოკლა და დანარჩენები - ყველა სხვადასხვანაირად გაგვანადგურა. რაც მოხდა საქართველოში ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, რასაც მოჰყვა ყველა სხვა რაღაცის ჩახშობა. ყველაფერი რომ ჩაახშეს, მერე რა გააკეთა იმ მთავრობამ, ვიცით - 300 000 კაცის დაჭერა, ბავშვიან, მოხუციან, ქალიანად, 10% მოსახლეობის მოახვედრეს ციხეში. ომი დაიწყო 2008 წელს, მე გამოვდივარ ტალიავინის დასკვნიდან, რომელსაც იმ მთავრობამ ხელი მოაწერა და უამრავი უბედურება დაემართა ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშეს. თავისუფალი სიტყვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ამ ქვეყანას დღეს აქვს, ეს ქართველი ხალხის წარმოუდგენელი მონაპოვარია, რის გამოც უამრავი რაღაც ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. რაღაცები რომ მოხდეს, ჯერ ჩვენ უნდა ჩაგვახშონ“, - განაცხადა რუხაძემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. რამდენიმე ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედში" შეიჭრა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
01 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
01 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
31 მარტი 2026, 23:22
მსოფლიო
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
31 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
31 მარტი 2026, 21:52
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.
31 მარტი 2026, 21:51
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.
31 მარტი 2026, 21:45
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.
31 მარტი 2026, 21:42
სამართალი
სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.


