ვასილ მაღლაფერიძე: მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა იდეოლოგიური დოქტრინა - საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ ნაცისტურ იდეოლოგიის მქონე პარტიასთან, რომელიც უარს ამბობს არჩევნებზე და მიზნად ისახავს „დეგრუზინიზაციას“
ვასილ მაღლაფერიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს “პროგრესულ” ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ “პროგრესს”, “ცივილიზციას” და ყველანაირ სიკეთეს განასახიერებთ, დავიწყოთ “დეგრუზინაზაციის”, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იდეოლოგიურ დოქტრინაში, მიზანი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და „დეგრუზიზაცია“ სწორედ საქართველოს „პროგრესულმა ნაწილმა“ უნდა განახორციელოს, რადგან ექსპრეზიდენტი მათ ყველაზე ჭკვიანებს, მებრძოლებს, კეთილებს და პროგრესულებს უწოდებს.
მაღლაფერიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ ნახსენებ “ანთროპოლოგიური სეგრეგაციის პასაჟს” ზოგიერთი ელჩი, არ შეიმჩნევს, ისევე როგორც ე.წ. უფლებადამცველებმა არ შეიმჩნიეს.
„გუშინ, 2025 წლის 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც შემდეგი პოსტულატებისგან შედგება:
Mikheil Saakashvili :
“არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო… ”
Mikheil Saakashvili :
“ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს - ჩვენ და მათ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს - ვ.მ.) ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი.”
Mikheil Saakashvili :
“საქმე იმაშია რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორეს მხრივ სრული ბარბაროსები.”
Mikheil Saakashvili :
“აქეთ მხარეს ვართ ევროპა იქით რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით სრული ჩამორჩენილობა… აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება.
Mikheil Saakashvili :
“ჩვენ ( გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს - ვ.მ.) განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრა მოხვრით. თვალების გამოხატულებით.”
Mikheil Saakashvili :
“განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…”
Mikheil Saakashvili :
ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება.”
Mikheil Saakashvili :
„გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება.”
მიზანი სრულიად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და, თუმცა, ამ მიზნის მიღწევის ფორმაზე პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ თუ შინაარსს და ლექსიკას გავითვალისწინებთ, კუკარაჩასი არ იყოს, ქელეხის ხარჯების გარდა ყველაფერი გასაგებად წერია.
უკვე მივეჩვიეთ, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ღრმად არის დარწმუნებული საკუთარ განსაკუთრებულობაში და შეპყრობილია განცდით, რომ თვითონ, რატომღაც, უზენაეს ჭეშმარიტებას ფლობს და მთელმა ქვეყანამ მის ჭკუაზე უნდა იაროს! ვინც “ჯიუტობს” და განსხვავებულ აზრებს გამოთქვამს, ის არასრულფასოვანი არსებაა, “გრუზინია”, “ბარბაროსია”, “ბნელია” და “რუსია”, რომელიც ან “ახალ ადამიანად” უნდა გადაადნო, ან, “ჩარეცხო”.
ამ ყაიდის ხალხი საკუთარ განსაკუთრებულობას დიდად არც არასდროს მალავდა, მაგრამ, ოფიციალურად, აქამდე, მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ და პარტიასაც იმიტომ ერქვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომ მთელი ქვეყნის გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა.
2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს “პროგრესულ” ნაწილს მიმართა და უთხრა - თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ “პროგრესს”, “ცივილიზციას” და ყველანაირ სიკეთეს განასახიერებთ, დავიწყოთ “დეგრუზინაზაციის”, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო… ეს დეგრუზიზაცია სწორედ თქვენ უნდა განახორციელოთ, რადგან თქვენ ყველაზე ჭკვიანები, მებრძოლები, კეთილები, პროგრესულები და თვალების მოხატულობითაც და მიხვრა-მოხვრითაც ძალიან სხვანაირები ხართო!
ხოლო “გრუზინები” ვინ არიან, მათი ცნობა ძნელი არ არის, ბნელები, ბარბაროსები და, ანთროპოლოგიურადაც განუვითარებლები!… (ამ “ანთროპოლოგიური სეგრეგაციის პასაჟს” ზოგიერთი ელჩი, ცხადია, არ შეიმჩნევს, ისევე როგორც ჩვენმა ე.წ. უფლებადამცველებმა არ შეიმჩნიეს.)
6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე მის მიერვე შექმნილი პარტიის ოფიციალური მიზნები და იდეოლოგია ფაქტობრივად გადააფორმატა და თუ ამ გამოქვეყნებული დოქტრინით ვიმსჯელებთ, ამჯერად საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ ნაცისტურ იდეოლოგიის მქონე პარტიასთან, რომელიც არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან ღია კონფქლიტში შედის, ცხადია, რომ უარს ამბობს არჩევნებზე და მიზნად ისახავს „დეგრუზინიზაციას“, რაც პირდაპირი მწვავე კონფლიქტის დაანონსებას ნიშნავს. ცხადია, რომ ამ პროცესს გულხელდაკრეფილი არც მეორე მხარე შეხვდება და შეიძლება ამ დოქტრინის შემოგდების ერთ-ერთი მიზანი ისიც იყოს, რომ ადამიანები ურთიერთანგარიშსწორებისთვის წააქეზონ!
თუმცა, ეს დოქტრინა მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს, და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას.
ამ დოქტრინამ უნდა გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც “სააკაშვილის სიმართლეს” თვალს გაუსწორებენ და თავს დაირწმუნებენ, რომ: თვითონ არიან ცივილიზაცია, მეორე მხარეს არიან ბარბაროსები! თვითონ არიან პროგრესი, იქით არის ჩამორჩენილობა! აქეთ არის სიკეთე და იქით არის ბოროტება! ერთმანეთთან არაფერი აერთიანებთ, ერთმანეთისგან ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან, ამიტომ სამოქალაქოს დაპირისპირებას მწვანე შუქი აქვს ანთებული!
რასაკვირველია, ამ პრიმიტიულ ფრაზებში არც არგუმენტებია და არც - ლოგიკა, მაგრამ მანიპულირების ოსტატები მასებზე ზემოქმედებას სწორედ ასეთი პრიმიტიული და ხშირად უაზრო ფრაზებით ახდენენ და ადამიანებს მიმართავენ როგორც უკიდურესად უღრესად ბრიყვებს - თქვენ ხართ ძალიან კარგები, იმიტომ რომ ძალიან კარგები ხართ, წინ დიდი ბედნიერება გელით, რაშიც ხელს გიშლიან ძალიან ცუდი ადამიანები, რომლებიც ცუდები არიან იმიტომ, რომ ცუდები არიან და ამიტომ საჭიროა, მათი განადგურება.
ასეთი ხერხი ძალიანაც ჭრის. მსოფლიო ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, როდესაც დიდი ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი ამაზე ბევრად უფრო პრიმიტიული ფრაზებით მოუხიბლავთ.
სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყანაში ამ ცუდ ადამიანებს სხვადასხვა დამამცირებელი სახელები ერქვათ, დღეს საქართველოში “გრუზინებს” არქმევენ და ადამიანებს “დეგრუზინიზაციისკენ” მოუწოდებენ. ნუთუ, ვინმეს ახსნა სჭირდება, ეს რას ნიშნავს და რისთვის კეთდება?!
ლანძღვა-გინება, ადამიანების მორალური და ფიზიკური განადგურების მცდელობა, ისედაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად არის ქცეული და ამას “დეგრუზინიზაციას” დავარქმევთ თუ დეადამიანიზაციას, სინამდვილეში ჩვეულებრივ კანიბალიზმთან გვაქვს საქმე.
Mikheil Saakashvili თავის დოქტრინაში გვეუბნება:
“განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…”
და იქვე გამოსავალს გვთავაზობს:
Mikheil Saakashvili :
“ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება” ,
როდესაც სიტყვა მასობრივი განადგურების იარაღად არის გადაქცეული, ცხადია, რომ ამ იარაღს აუცილებლად გამოიყენებენ პროფესიონალი მანიპულატორები, რომლებიც ვითარების უკიდურესად დაძაბვიდან ელიან სარგებელს და ამიტომ ყოველნაირად ეცდებიან საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ადამიანების დარწმუნებას, რომ ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის არის ბნელი, ბარბაროსი, მოღალატე, ტარტაროზი და ანთროპოლოგიურადაც დაბალგანვითარებული და მათთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. შემდეგ მეორე მხარეც დაიჯერებს, რომ განადგურებას უპირებენ, ისიც ხელს გამოიღებს და დაიწყება!
თავისი დოქტრინის ბოლოთქმად სააკაშვილმა, თითქოს, პაწია იმედის დატოვება მაინც სცადა:
Mikheil Saakashvili :
“სინამდვილეში ერთადერთი რაც გვაერთიანებს გრუზინებთან არის ალბათ ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები…”
მაგრამ კერძის სიყვარულმაც კი ვიღაცასთან რომ გაგაერთიანოს, სულ ცოტა, არ უნდა გეეჭვებოდეს, რომ იმ ვიღაცას კერძში ჩააფურთხება და ქვევრში ჩააფსმა შეუძლია!“ - წერს ვასილ მაღლაფერიძე.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 02:23
სპორტი
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე
იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
01 აპრილი 2026, 02:11
მსოფლიო
ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.
01 აპრილი 2026, 02:01
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.
01 აპრილი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
01 აპრილი 2026, 00:22
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:03
საზოგადოება
3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
01 აპრილი 2026, 00:00
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 23:43
მსოფლიო
რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.
31 მარტი 2026, 23:22
მსოფლიო
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
31 მარტი 2026, 22:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
31 მარტი 2026, 21:52
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.
31 მარტი 2026, 21:51
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
31 მარტი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.
31 მარტი 2026, 21:45
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.
31 მარტი 2026, 21:42
სამართალი
სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
31 მარტი 2026, 21:33
პოლიტიკა
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც - პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნე მოაქვს
ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.
31 მარტი 2026, 21:30
პოლიტიკა
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.
31 მარტი 2026, 21:27
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც
როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.


