ზურაბ ქადაგიძე: ძალიან დიდი ნებისყოფა გვმართებს, რადგან ახლა ყველა გზა მოჭრილია და გვაქვს მხოლოდ ორი ვარიანტი - ან ვბრუნდებით ისევ აგენტოკრატიის პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ, სუვერენულ საქართველოს
ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომელიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნის. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით, ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან - ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკური თვითმმართველობა და საგანმანათლებლო კულტურული ავტონომია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სუვერენიტეტის დაცვა ნიშნავს პარტნიორობას თანასწორობის საფუძველზე - საქართველო არ უნდა იქცეს სადღაც, ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად.
„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა თითოეულ იმ ამომრჩეველს, მილიონ ორასი ათასი ადამიანიდან, რომელმაც 2024 წელს ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ომსა და მშვიდობას, აგენტოკრატიასა და სუვერენულ საქართველოს შორის. მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის და ჩემთვის დიდი პატივია ვიწოდებოდე მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად.
აუცილებლად მინდა მადლობა ვუთხრა „ხალხის ძალის“, ჩემი გუნდის წევრებს. მათთან ერთად წლებია მოვდივარ და მინდა საზოგადოებასაც შევახსენო, რომ გვერგო სერიოზული ფუნქცია, რასაც ჰქვია ყინულმჭრელის პოზიცია - ამაყად ვატარებ ამ გუნდის წევრობის სტატუსს.
ბატონებო, წლებია ყველანი და განსაკუთრებით, ამ მოწვევის პარლამენტს ვგულისხმობ, განსაკუთრებული მისიის მატარებლები გავხდით. პირველ რიგში, როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომელიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნის. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით, ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან - ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკური თვითმმართველობა და საგანმანათლებლო კულტურული ავტონომია.
სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს კონფლიქტს უცხოეთთან - ეს ნიშნავს პარტნიორობას თანასწორობის საფუძველზე. საქართველო არ უნდა იქცეს სადღაც, ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად.
ბოლო წლებია მიზანმიმართული, კამპანიური ხასიათი აქვს ამ სამი კომპონენტის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ვერ გვპატიობენ ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ძალიან დიდ ნაბიჯებს.
შეგახსენებთ როდის დაიწყო ბრიუსელმა საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა - სამი წლის წინ, 75 მილიონის [ვალზე] საქართველოს მთავრობამ არგუმენტირებული უარი და პასუხი რომ გასცა, რადგან იმ კონკრეტულ სეგმენტზე თვითონ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რომ დაეხარჯა თანხები, იყო შესაძლებელი. ამის მერე უკვე პირდაპირ წამოვიდა ზეწოლა და შეგვახსენეს, რომ [უკვე არსებულ ვალს] გარკვეული ვალდებულებებიც მოყვებოდა თურმე და ეს ვალდებულებები იყო სასამართლოში პირდაპირ თუ ირიბად ჩარევა.
მეორე კომპონენტია აქ - იმ რაღაც აბსურდული ვეტინგებით და სასამართლოში გარე ჩარევებით უნდა მომხდარიყო პოლიტიკური ოკუპაცია. დიახ, ამას პოლიტიკური ოკუპაცია ჰქვია, როდესაც ჩვენს ნაცვლად სხვა ვინმე, უცხოელი ელჩი ან, რომელიღაც ბიუროკრატი იღებს გადაწყვეტილებას.
და მესამე კომპონენტი - სულ ახლახან, როდესაც ძალიან მაგარი რეფორმა დააანონსა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, როგორი მიზანმიმართული კამპანია დაიწყო განათლების რეფორმის წინააღმდეგ. ნეტავ, რატომ? იმიტომ, რომ ის თავსმოხვეული ნეოლიბერალური სიგიჟე, რითაც წლების განმავლობაში იკვებებოდა განათლების სისტემა, უნდა დაინგრეს და დაიშალოს. თუ ვთანხმდებით, რომ რეალური სუვერენიტეტი არის ამ სამი კომპონენტისგან შემდგარი რეალობა, მაშინ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ.
საუბარი დავიწყე მადლობით და პატივი ვახსენე, ოღონდ, აქ მკაფიო დეტალია, მეგობრებო - ჩვენ ფიცი დავდეთ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვისათვის. დიახ, ძალიან დიდი ნებისყოფა გვმართებს იმიტომ, რომ ჩვენთვის ახლა ყველა გზა მოჭრილია. გვაქვს ორად ორი ვარიანტი - ან ვბრუნდებით ისევ აგენტოკრატიაში, პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ, სუვერენულ საქართველოს. გვფარავდეს ღმერთი. დიდი მადლობა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 11:50
საზოგადოება
დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია
თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
01 აპრილი 2026, 11:50
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:46
მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
01 აპრილი 2026, 11:43
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
01 აპრილი 2026, 11:40
ტაბლოიდი
ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔
2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.
01 აპრილი 2026, 11:38
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:33
პოლიტიკა
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
01 აპრილი 2026, 11:31
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
01 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.
01 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.
01 აპრილი 2026, 10:55
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.


