თორნიკე ფაღავა: სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მივიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პრაქტიკული ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
თორნიკე ფაღავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ობიექტურად არ ასახავს იმ პროგრესსა და პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად მიმდინარეობს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თორნიკე ფაღავამ.
მისივე ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ამ ანგარიშის შეფასების საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა, გაატარა უალტერნატივო, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. მისივე თქმით, ამ ყველაფერმა სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მოგვცა საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის 10%-ით გაგვეზარდა ქვეყნის ეკონომიკა და მოგვეზიდა დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცენდენტო 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.
„ევროკომისიის ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლად აღიქმება და ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირsa და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჩნეულია დემოკრატიის დამცველ კანონმდებლობად, საქართველოში აღქმული იყოს, როგორც დემოკრატიის უკუსვლა. საქართველო არის სამიათასწლოვანი სახელმწიფო და დიახ, როგორც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოც დაიცავს თავს უცხოური გავლენისაგან, რაც დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის აღიარებული.
ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობის მიერ საქართველოში გაძლიერდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მტრული რიტორიკა ევროკავშირის მიმართ.
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა დასავლური ცივილიზაციის შექმნაში, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და ვართ თანამონაწილე ევროპული კულტურისა და ევროპული პოლიტიკის“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პრაქტიკული ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება და ის, რომ არავინ არის კრიტიკის მიღმა, მათ შორის არც ევრობიუროკრატია.
როგორც არ უნდა ეცადნონ ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომ ეს კრიტიკა წარმოაჩინოს ანტიდასავლურ რიტორიკად ან პროპაგანდად, ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა, გნებავთ შიდა დასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება ყველა დასავლური პლატფორმიდან, მანამ სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და საერთო თამაშის წესებს, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 10:39
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
01 აპრილი 2026, 10:37
მსოფლიო
რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.
01 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:11
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 10:06
მსოფლიო
შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას - რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია
შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.
01 აპრილი 2026, 10:02
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
01 აპრილი 2026, 09:53
ეკონომიკა
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო
მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.
01 აპრილი 2026, 09:53
მსოფლიო
Foreign Policy: აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნება
როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ ინტენსიურდება, ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, სულ უფრო შესაძლებელი ხდება. კითხვა აღარ არის, შესაძლებელია თუ არა სახმელეთო შეჭრა, არამედ სად შეიძლება ის დაიწყოს და შეძლებს, თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული შედეგების მიღწევას, იუწყება ჟურნალი Foreign Policy.
01 აპრილი 2026, 09:38
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.
01 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ის სტივ უიტკოფთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
01 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დონბასის დასატოვებლად ორთვიანი ვადა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინელებისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას 2 თვის ვადაში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი პირობების წამოყენებით იმუქრება.
01 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აპრილს საქართველოში
ლაგოდეხში ღრუბლიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
01 აპრილი 2026, 08:35
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა
სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლი „ლაზარეს აღდგინება” გაიმართა, რომელიც ყვარლის მარჯანიშვილის სახელობის დასმა წარმოადგინა.
01 აპრილი 2026, 08:30
მსოფლიო
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. „სკაინიუსის“ ინფორმაციით, გატაცებული შელი კიტლსონია.
01 აპრილი 2026, 08:29
რეგიონი
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
01 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
01 აპრილი 2026, 08:23
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული
კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
01 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.


