შალვა პაპუაშვილი: ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო-საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი.
„პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ. დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი. სწრაფი ტემპით ბარდება წარსულს დრო, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ოფიციალური არხებით ავითარებდნენ ურთიერთობებს და დიპლომატის სამსახური და მოვალეობა მხოლოდ მასპინძელი ან მესამე ქვეყნის ოფიციალური პირების ინტერესების წინაშე თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო.
დღევანდელი სამყარო სულ სხვაგვარ, კომპლექსურ და სრაფად ცვალებად გამოწვევებს გვთავაზობს, როდესაც დიპლომატი, იმავდროულად, არის მომლაპარაკებელიც, ინფორმაციის შემკრებიც, ანალიტიკოსიც, პოლიტიკური აქტორიც და საჯარო პირიც, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა უკვე არა ერთ ან ორ, არამედ მრავალ მიმართულებაზე ერთდროულად უხდება. დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესთან და ჩამორჩენილობასთან შეიძლება იყოს ასოცირებული.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო-საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები. ამიტომაც, ქვეყნის გარეთ, დიპლომატი სახელმწიფოს ინტერესების დამცველია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების წინაშე, არამედ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც; საკუთარი ქვეყნის შიგნით კი - სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისადმი გულგრილად განწყობილ ჯგუფებთან, რომლებსაც, ხშირად, მოჩვენებითი გლობალური ტენდენციები უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე საკუთარი სამშობლოს თუნდაც მცირე მასშტაბის, ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ, რეალური, სასიცოცხლო და გადამწყვეტი ინტერესები.
უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს მოხელე, რომელიც აბსტრაქტულ სახელმწიფოს და მის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ ყველა ჩვენგანის საქმიანობა ქართული საზოგადოების დინამიური ცვლილების ანარკელია და ჩვენ სწორედ დინამიურად განვითარებად ქართველ ხალხს წარმოვადგენთ მისი ინტერესებითა და მისწრაფებებით. ეს ინტერესები და მისწრაფებები კი, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებზე გამოიხატება, სადაც ქვეყნის მთავარი მიმართულებები განისაზღვრება. ხალხი აძლევს მანდატს პარლამენტს, პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, არჩეული მთავრობა კი მას რეალობად აქცევს. ხალხსა და დიპლომატს შორის ნებისმიერი სხვა კავშირის ძიება არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპს და თვითნებურია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიპლომატების ამოცანაა, რომ ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში.
,,დღეს, როდესაც საინფორმაციო ომი ხშირად რეალურ ომებზე საშიშიცაა, დიპლომატებს ეკისრებათ ურთულესი მისია — სიმართლის დაცვა ტყუილის ხმაურის ფონზე. დიპლომატების ამოცანაა ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში. დიპლომატი, რომელსაც ეჭვი ეპარება თავისი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, თავისი სახელმწიფოს ინტერესების მნიშვნელობასა და სისწორეში, ვერასოდეს ჩამოაყალიბებს საჭირო პოზიციას და ვერასოდეს მიიტანს დამაჯერებელ მოსაზრებას საჭირო სამიზნემდე.
ნურავინ იფიქრებს, რომ ქართველი დიპლომატების მუშაობის სირთულე ვინმეს არ ესმის ან სათანადოდ არ აფასებს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტს სრულად აქვს გააზრებული თქვენი ბრძოლა და სირთულეები. პარლამენტი თქვენს გვერდითაა და აფასებს თქვენს შრომას, ბრძოლასა და თავდადებას. ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებამ შეგვაძლებინა, დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მიგვეღწია საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდისთვის. ამ ჭიდილში ჩვენც - ხელისუფლებამ და დიპლომატებმა - უკვე კარგად გავიაზრეთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე, არ უნდა ავყვეთ ყალბ ემოციებს ან გარე ზეწოლას იმ ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც შესაძლოა რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდეს. პრინციპულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოქნილები არ ვიქნებით. არამედ ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტუაციაში გვეცოდინება ვინ ვართ, რა არის ჩვენი ღირებულებები და საითკენ მივდივართ.
ჩვენი გზა ძლიერი, დამოუკიდებელი, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას გულისხმობს, ხოლო ჩვენი წარმატება პრინციპულ, პრაგმატულ, პატრიოტულ საგარეო პოლიტიკაზე გადის. დიპლომატია არ არის ყველას დასაკმაყოფილებლად შექმნილი ინსტრუმენტი. მისი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ისეთი ხიდების მშენებლობით, რომლებიც ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს წინაშე თქვენი თავდადებული, ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 12:12
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 12:05
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.
01 აპრილი 2026, 12:03
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
01 აპრილი 2026, 11:50
საზოგადოება
დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია
თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
01 აპრილი 2026, 11:50
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:46
მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
01 აპრილი 2026, 11:43
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
01 აპრილი 2026, 11:40
ტაბლოიდი
ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔
2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.
01 აპრილი 2026, 11:38
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
01 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 11:33
პოლიტიკა
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
01 აპრილი 2026, 11:31
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
01 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.
01 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
01 აპრილი 2026, 11:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.
01 აპრილი 2026, 11:16
საზოგადოება
დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.
01 აპრილი 2026, 11:12
პოლიტიკა
ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.
01 აპრილი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.
01 აპრილი 2026, 10:57
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.


