12 ნოემბერი 2025, 18:50 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება

მაკა ბოჭრიშვილი

მაკა ბოჭრიშვილი

დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება; ქართველი დიპლომატების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ, ჩვენს ქვეყანას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში.

„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ყველას, დღეს აქ მობრძანებისთვის და დიპლომატების პროფესიული დღის მოლოცვისთვის. ჩვენი, ქართველი დიპლომატების პროფესიული დღე უკავშირდება დიდ ქართველს, სულხან-საბა ორბელიანს, ქართული დიპლომატიის სიმბოლოს, რომლის გამბედაობამ, სიბრძნემ და სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებამ საუკუნეების წინ შთამბეჭდავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უდიდესი ნაწილი ბრძოლების ისტორიაა. გეოპოლიტიკამ დიპლომატიას არც თუ ისე დიდი სივრცე და გასაქანი მისცა ჩვენი არსებობის მანძილზე. თუმცა, ბევრი რამ გვასწავლა.

დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ძალიან რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება. დღესაც, გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შესაძლებლობების შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს.

დღეს, დიპლომატების სიმტკიცეს, ერთგულებას და პროფესიონალიზმს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების და ღირსების დაცვის საქმეში.

დეზინფორმაციის ნაკადების საპირწონედ, მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა — ხმა მშვიდობისა და ჩვენი მომავლის ღრმა რწმენის! საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ჩვენი სამშობლოს ყველა ტკივილი და წარმატება საკუთარ თავზე გამოცადა და განიცადა. იყო დიპლომატი, ნიშნავს გაბედულად შეხედო ყველა გამოწვევას, ყველაზე კარგად შეიგრძნო შენი სამშობლო, დაიცვა და წარმოაჩინო ის, მიუხედავად ბევრი სირთულისა და ბევრი წინააღმდეგობისა. ეს არასდროს ყოფილა მარტივი საქმე ქართველი დიპლომატებისთვის. თუმცა, ღირსეული ადამიანების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ, ჩვენს ქვეყანას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომელსაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ სიამაყითა და შემართებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს სუვერენული ინტერესები! დიდი მადლობა ამ პატარა ოჯახს სიმტკიცისთვის და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის!

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, დღეს აქ მობრძანებისთვის და დღევანდელი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 11:50

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია

თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 11:46

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

01 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

შუგარი

01 აპრილი 2026, 11:40

ტაბლოიდი

ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.

01 აპრილი 2026, 11:38

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 11:33

პოლიტიკა

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.

01 აპრილი 2026, 11:31

საზოგადოება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.

თენგიზ შარმანაშვილი

01 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი

დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 11:19

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.

01 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.

ანა დოლიძე

01 აპრილი 2026, 11:12

პოლიტიკა

ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.

ლაშა ჯოხაძე

01 აპრილი 2026, 10:59

პოლიტიკა

ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.

01 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

მარკო რუბიო: თუ რთულ დროს ევროპელები საკუთარი ბაზებით სარგებლობის უფლებას არ მოგვცემენ, რა საჭიროა მაშინ ნატო?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი შექმნილი იყო არა მხოლოდ ევროპაში ამერიკული ბაზების განთავსებისთვის, არამედ საჭიროების ჟამს ევროპული სამხედრო ბაზებით სარგებლობისთვის.

01 აპრილი 2026, 10:55

სპორტი

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია⚽

ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.

01 აპრილი 2026, 10:39

ტექნოლოგიები

მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀

რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 10:37

მსოფლიო

რუბიო ირანთან ომზე: ფინიშის ხაზს ვხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანთან ომში ფინიშის ხაზი გამოჩნდა, თუმცა მას საბრძოლო მოქმედებების დასრულების კონკრეტული თარიღის დასახელება არ სურს.