ნიკოლოზ სამხარაძე აქციაზე წაკითხულ წერილზე: რა ჯანსაღ ოპონირებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ადამიანები, უმარტივეს საკითხსაც კი, როგორიც არის განცხადების დაწერა, უთანხმებენ ვიღაც სხვებს უცხოეთში
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
რა ოპონირებაზე და ჯანსაღ პოლიტიკური სისტემაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ადამიანები, უმარტივეს საკითხსაც კი, როგორიც არის განცხადების დაწერა, უთანხმებენ ვიღაც სხვებს უცხოეთში, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წერილთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციაზე წაიკითხეს და რომელიც ბრიუსელიდან გამოგზავნილ ტექსტს იმეორებდა.
მისი თქმით, გუშინდელმა შემთხვევამ აჩვენა, რომ რადიკალებს იმის უნარიც კი არ შესწევთ, განცხადება თავად დაწერონ.
„გუშინდელი ფაქტი კიდევ ერთი ნათელი ილუსტრირება და ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ პოლიტიკური მოთამაშეები, რომელთაც თვითონ არ შეუძლიათ არა თუ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, არამედ განცხადების დაწერაც კი და განცხადებასაც ვიღაცები უწერენ უცხოეთიდან. ამის შემდეგ საერთოდ რა ოპონირებაზე და ჯანსაღ პოლიტიკური სისტემაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ადამიანები, უმარტივეს საკითხსაც კი, როგორიც არის განცხადების დაწერა, უთანხმებენ ვიღაც სხვებს უცხოეთში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელიდან გამოგზავნილი ბრიფინგის ტექსტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ.
Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
01 აპრილი 2026, 17:43
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.


