თამთა მეგრელიშვილი: როდესაც გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული ელჩი ბედავს და პირდაპირ ახალისებს რადიკალიზმს, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ის პიროვნულად არ ეთანხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
თამთა მეგრელიშვილი
ფოტო; „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მის ქმედებებს მედიასთან ეხმიანება.
„მე ვიტოვებ იმედს, რომ ეს არ არის იმ სახელმწიფოს [გერმანიის] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც პეტერ ფიშერი წარმოადგენს“ - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები რეგულირდება წესებით, პეტერ ფიშერის პროფესიული მოვალეობაა პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის გადაწყვეტილებას მეორე სახელმწიფოსთან ურთიერთობების შესახებ.
თამთა მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ გერმანიის სახელმწიფოსა და პეტერ ფიშერის პოზიციები საქართველოს ინტერესებისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერთმანეთს არ ემთხვევა.
„[პეტერ ფიშერის ჩართულობა რადიკალურ პროცესებში] ცალსახად არის ხელოვნურად შექმნილი ფონი, რომელიც ასაზრდოებს ოპოზიციურ სპექტრს, ანუ როდესაც გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული ელჩი ბედავს და უერთდება ქუჩაში, პროტესტზე მდგარ ადამიანებს და პირდაპირ ახალისებს რადიკალიზმს, ეს ცალსახად არის დადასტურება იმისა, რომ ის [გერმანიის ელჩი] პიროვნულად არ ეთანხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მისთვის მიუღებელია მოქმედი ხელისუფლება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის მხოლოდ მისი პიროვნული დამოკიდებულება.
პეტერ ფიშერი, ამ დამოკიდებულებისა და სტატუსის გამოყენებით, ცდილობს რაღაც საპროტესტო მუხტის შექმნას და გარედან მართული პროცესების განვითარებას. მე ვიტოვებ იმედს, რომ ეს არ არის იმ სახელმწიფოს [გერმანიის] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც პეტერ ფიშერი წარმოადგენს. დიპლომატიური ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის კონკრეტული წესებით რეგულირდება, აქედან გამომდინარე, მე არ ვუშვებ იმას, რომ პეტერ ფიშერის განცხადებები და მისი პოზიციები გერმანიის სახელმწიფოს პოზიციას ემთხვევა.
როდესაც ხარ კონკრეტული სახელმწიფოს წარმოდგენილი საქართველოში, მინიმუმ პროფესიული ვალდებულება გაქვს, რომ პატივი სცე შენივე ქვეყნის გადაწყვეტილებას თუ რა სახის ურთიერთობა სურს ჩვენს სახელმწიფოსთან. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება ამ საკითხის გააზრება პოლიტიკურ დონეზე და თუ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხიდჩატეხილობის მცდელობებია, სამომავლოდ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ამ ადამიანის [პეტერ ფიშერის] პოზიციით არ გადაიფაროს და რისკის ქვეშ არ დადგეს. მე არ ვუშვებ იმას, რომ ამ ადამიანის სახელით გვესაუბრება სახელმწიფო“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 15:13
რეგიონი
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:04
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.
01 აპრილი 2026, 15:01
პოლიტიკა
პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 14:56
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება
როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 14:54
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს - „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე აშშ-ში ვიზიტთან და უცხოელი პატრონებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით.
01 აპრილი 2026, 14:53
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „დიფ სთეითმა“ საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა - ეს შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი კატასტროფით დასრულდეს
„ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!“ - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში.
01 აპრილი 2026, 14:53
პოლიტიკა
ბექა ვაჭარაძე: ფოთი არის საპორტო ქალაქი, რომელიც ისტორიულად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი
ფოთი არის საპორტო ქალაქი, რომელიც ისტორიულად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია, როგორც თავისი ისტორიით, ისე ღირებულებებით. ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი არ არის, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის დაცვას, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
01 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მარტს, სოფელ წკერეში, თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის - ორი საფლავი.
01 აპრილი 2026, 14:33
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელევს.
01 აპრილი 2026, 14:28
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.
01 აპრილი 2026, 14:27
ეკონომიკა
ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი
კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
01 აპრილი 2026, 14:25
საზოგადოება
მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება
მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა
01 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო დებატებს ითხოვს.
01 აპრილი 2026, 14:10
საზოგადოება
„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს
ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.
01 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, Global Terrorism Index-ში საქართველოს შედეგი ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სუსის პროფესიონალიზმის შედეგია
„რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისა და სტანდარტით ასრულებს თავის მოვალეობას. საერთოდ, აღსანიშნავია არა მარტო ტერორიზმში, ასევე დანაშაულთა მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დანაშაულის პრევენცია გახლავთ. ეს სამსახურები სწორედ ამას აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური მუშაობით. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე მის გაზიარებას როგორც სტრატეგიულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლაც რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით მუშაობს“, - აცხადებს ტაბატაძე.
01 აპრილი 2026, 14:08
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.
01 აპრილი 2026, 14:07
რეგიონი
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება
პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები, საშხაპე და დამხმარე სათავსოები.
01 აპრილი 2026, 14:07
სამართალი
სამართალდამცავებმა ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს - სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი პირების უმეტესობა ნარკოტიკების გასაღებთ იყო დაკავებული
სამართალდამცავებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს.
01 აპრილი 2026, 14:06
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან იმისთვის, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


