პრემიერი: ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი, ამას მოჰყვა პროცესები, რაც დაგვირგვინდა ტერიტორიების 20%-ის, მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოჰყვა შესაბამისი პროცესები, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
პრემიერის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროზე, 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში.
„თავის დროზე ამ ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი. ამაზე არის საუბარი მათ შორის პარლამენტარების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. ეს იყო ჩვეულებრივი, გარედან ინსპირირებული ღალატი. ჯერ ჩატარდა ე.წ. არჩევნები, რეალურად, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, რასაც მხარს უჭერდა მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის რეჟიმი. ამის შემდეგ მიღებული იქნა კანონი, შემდეგ დამტკიცდა პრეზიდენტის ბრძანებულება და გაჩნდა ჩვენს კანონმდებლობაში ტერმინი, „სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრებით, რომ სიტყვათა წყობა „სამხრეთ ოსეთი“ არ გამოიყენონ, გამოიყენონ ცხინვალის რეგიონი და ჩვენ თვითონ კანონმდებლობაში ვიყენებთ „სამხრეთ ოსეთს“. მაგალითად დღემდე რომ ნახოთ ბიუჯეტის კანონი, პირდაპირ წერია ასეთი სიტყვათა წყობა - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. თქვენ ამ ადმინისტრაციის ვებ გვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, დღემდე ჰქვია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. სიტყვა „ყოფილიც“ კი არ არის ნახმარი. ჩადენილი იქნა ღალატი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროზე, 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოჰყვა შესაბამისი პროცესები, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით. ამისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც მანამდე იქნა მიღებული და ამაში საკვანძო როლი შეასრულა საზღვრების აღდგენამ და „სამხრეთ ოსეთის“ სამართლებრივად გაფორმებამ ამ რეჟიმის მიერ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლომდე უნდა აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში.
„სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული პრეზიდენტის არჩევნები. ამის თანამონაწილე იყო ქალბატონი სალომე სამადაშვილი და ახლა უსუსური განცხადებებით ცდილობს თავი იმართლოს. საზღვრების აღდგენას რაიმე გამართლება ჰქონდა? თავის დროზე ახალგორის მუნიციპალიტეტი მიიჩნეოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილად და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის დაქვემდებარებაში იყო ეს მუნიციპალიტეტი და აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს ხომ ცალსახა ღალატია და როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში? მითუმეტეს, რომ უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 90-იანი წლებიდნ მოყოლებული, ტერიტორიული მოწყობა შეიძლება გადაისინჯოს, მხოლოდ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგიონულ დონეზე ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმონაქმნის შექმნა ეს არის ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვა და ამას კანონის დონეზე ვერ გააკეთებ, თუმცა, ეს გააკეთეს, დაარღვიეს კონსტიტუცია და დღემდე ასე ხდებოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევით არსებობდა საქართველოში ისეთი ერთეული, რომელიც არანაირად არ ჯდებოდა ჩვენს სამართლებრივ წესრიგში. უნდა აღდგეს ბოლომდე კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში. იქვე ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომ ძალაში რჩება ოთხივე მუნიციპალიტეტი, რომელიც ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად, უკვე კონსტიტუციისა და კანონის დაცვით აირჩა იქ მცხოვრები მოსახლეობის მიერ და რომელიც დევნილობაში ფუნქციონირებს. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, ორგანოების ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს და რომელიც არის იქ არჩეული, ეს არის სწორედ ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტი და ასე უნდა იყოს მოწესრიგებული სისტემა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 16:56
ჯანდაცვა
პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პროფესორ რემა ღვამიჩავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
17 სექტემბერი 2026, 16:53
მსოფლიო
პესკოვი აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონზე: რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება ცალსახად გაართულებს უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების გზების მოძიების ძალისხმევას
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონს გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 16:52
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარიძის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
17 სექტემბერი 2026, 16:39
მსოფლიო
შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
17 სექტემბერი 2026, 16:33
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 16:21
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 16:04
პოლიტიკა
გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 15:41
ტაბლოიდი
სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚
„მთავარი გზავნილი, რომელიც სინგაპურის მცხოვრებლამდე გვინდა მივიტანოთ, არის ის, რომ კითხვა გონების შესანიშნავი ვარჯიშია. კითხვის დაწყება და ამ ჩვევის შენარჩუნება მარტივია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ეს ჩვენს საერთო ჩვევად ვაქციოთ“, - განმარტა ტამმა.
17 სექტემბერი 2026, 15:32
პოლიტიკა
პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
17 სექტემბერი 2026, 15:22
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა
თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადახდო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადახდო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:21
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, წელსვე ჩავუშვათ საპილოტე ნაწილი
ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება, - განაცხადა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.
17 სექტემბერი 2026, 15:14
რეგიონი
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერეს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:11
მსოფლიო
The Guardian: თურქეთში LGBTQ+ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მასშტაბური დაკავებები განხორციელდა
თურქეთის ხელისუფლებამ LGBTQ+ თემის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდებისა და დაკავებების ტალღა დაიწყო. ხელისუფლება ოპერაციების გასამართლებლად „უხამსობის“ ბრალდებებს იყენებს, იუწყება The Guardian-ი.
17 სექტემბერი 2026, 15:08
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, გავწეროთ ხარისხის ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, ჯერ ამას ვამოწმებთ, თუ დააკმაყოფილებს, შემდგომ ფასის მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა
281-ე დადგენილებით, რომელიც მივიღეთ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, დავავალდებულეთ შემსყიდველი ორგანიზაციები, რომ გავწეროთ ხარისხის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სამშენებლო პროდუქტის მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 15:04
ეკონომიკა
გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან
რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 14:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.


