მიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა. 29 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი სომხეთის რესპუბლიკაში. მსურს დღევანდელი შესაძლებლობა გამოვიყენო და ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადავუხადო მადლობა თბილი მასპინძლობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„სასიხარულოა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა, ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა და მასშტაბურობა ნათლად წარმოაჩინა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა სამაგალითოა.
„საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხვედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებთ - სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მყარ საფუძველს ქმნის. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითოა. აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კვალდაკვალ, საქართველო და სომხეთი მრავალმხრივ პლატფორმებზეც ნაყოფიერად თანამშრომლობენ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც მსურს, ბატონო პრეზიდენტო, რომ მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, როგორც ჩემი, ისე ქართველი ხალხის სახელით“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ.
„შეხვედრის მიმდინარეობისას აღვნიშნე, რომ სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ჩვენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განვაგრძობთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
18 აპრილი 2026, 16:03
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ფოტოგალერია
„გურიაში დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ იგივე სულისკვეთების გაგრძელება იქნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილი იდეები სამუშაო რეჟიმში გადავა“- მარიამ გრიგოლიშვილი.
18 აპრილი 2026, 15:57
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
18 აპრილი 2026, 15:54
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო ინსტიტუტები აღარ არსებობს. მოხდა გარდატეხა
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით საერთაშორისო წესრიგი შეიცვალა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
18 აპრილი 2026, 15:48
საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ელექტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა ნოტარიუსებისთვის პროფესიული განვითარების უცხოური გამოცდილების გაზიარებას.
18 აპრილი 2026, 15:42
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ცოტნე ივანიშვილის გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, არის ქვეყნისათვის სარგებლის მომტანი. დიახ, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, ამ ყველაფერს აგდებით უყურებს და ცდილობს, პროცესი დააკნინოს
ცოტნე ივანიშვილის, კარგი და ახალგაზრდა კაცის, კიდევ ერთხელ გაჟღერებული პატრიოტული პოზიცია, თავისთავად არის ქვეყნისათვის პოზიტივის და სარგებლის მომტანი. დიახაც, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, მეტი სივრცე უნდა იყოს დიალოგის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, არ უნდა ვუყურებდეთ როგორც კეთროვნებს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
18 აპრილი 2026, 15:14
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ნაწილობრივ სწორ განცხადებებს აკეთებს - ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სწორ განცხადებებს აკეთებს, თუმცა არსებობს ისეთი გამონათქვამები, რომლებსაც ვერ დავეთანხმები, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა კანადურ მედიასთან ინტერვიუს დროს.
18 აპრილი 2026, 15:14
პოლიტიკა
გენო პეტრიაშვილი: მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად მოწოდებულია, ყველა პრობლემა ეფექტურად გადაიჭრას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენო პეტრიაშვილი, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო, რომელიც შეკვეთილში, გურულ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.
18 აპრილი 2026, 14:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ს უნდა მივმართოთ - BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ, ფაქტობრივად, როგორც ფორმალობას, გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც მივალთ
ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ს უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ტელეკომპანია BBC-ს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივარზე. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი „კამიტი“ გამოიყენა.
18 აპრილი 2026, 14:55
სპორტი
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90კგ).
18 აპრილი 2026, 14:51
სპორტი
ლაშა ბექაური ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.
18 აპრილი 2026, 14:49
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: თუ აშშ-ს სურს იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი ჰეგემონი, უნდა ჰყავდეს ახლო მეგობრები და მოკავშირეები
ფინეთის პრეზიდენტმა, აშშ-ის ადმინისტრაციის არსებული პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დღევანდელი ადმინისტრაცია თავისი ქმედებებით მოკავშირეებს სცილდება.
18 აპრილი 2026, 14:32
სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).
18 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე
ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე,- განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.
18 აპრილი 2026, 13:53
მსოფლიო
ტრამპმა თავდაცვის მდივანს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ დოკუმენტების გასაჯაროება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცახადა, რომ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ დოკუმენტების გასაჯაროება დაავალა.
18 აპრილი 2026, 13:51
სპორტი
ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) , ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.
18 აპრილი 2026, 13:38
რეგიონი
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
18 აპრილი 2026, 13:26
საზოგადოება
ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - უახლოეს დღეებში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების პროგრნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 აპრილი 2026, 13:17
მსოფლიო
მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ ნატოდან არ გავა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ნაკლებად სავარაუდოა.
18 აპრილი 2026, 13:12
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
18 აპრილი 2026, 13:07
სამართალი
გეკა გელაძე, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი – აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.


