ეკა სეფაშვილი ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ეკა სეფაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოვიდა.
დეპუტატმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, საქართველოსთან დიალოგი უნდა დაიწყოს ევროკავშირმა, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
მისი განმარტებით, ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და ქვეყანა კვლავ განაგრძობს რეფორმების განხორციელებას, რათა შეძლოს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია.
„ევროკავშირის კომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული და არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ რეალობას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მტკიცედ ერთგული რჩება.
„ჩვენ ასოცირების შეთანხმების, დაახლოებით, 70%-ზე მეტი შევასრულეთ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, არამედ, ეს არის ევროკავშირის მხარის ვალდებულებაც. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ამ მხრივ, ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს - ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისიის მხრიდან გაკეთდა განაცხადები, რომ თითქოს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
„ეს პროცესი არ არის შეჩერებული. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ამ სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სხვადასხვა ორგანოები. ჩვენი საშინაო დღის წესრიგი ისეა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ ეთანხმება და პასუხობს ევროინტეგრაციის პროცესს. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ევრობიუროკრატებს ვერ გამოეყენებინათ როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით. ჩვენ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე, თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და როდესაც თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ ქართულ მხარესთან შეწყვიტეს დიალოგი რაც, მისი შეფასებით, არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, რადგან დემოკრატია დაფუძნებულია დიალოგზე, გაზიარებაზე და კამათზე.
„ევროკავშირის მხრიდან დიალოგის პროცესის შეჩერება, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება და გაძლიერება. საქართველო მთელი ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
01 აპრილი 2026, 17:43
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ
ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
01 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები
პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.
01 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.


