პრემიერი: უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის მიუღებელია ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი და ამიტომ აწარმოებენ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სიამაყესთან
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე, მათთვის ორგანულად მიუღებელია გიორგი მამარდაშვილი, როგორც თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშისტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი, აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი.
„ჩვენ არ გაგვირჩევია არც ერთი ფეხბურთელი არასდროს არც პირად ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში და არც საჯარო დამოკიდებულებაში. გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ორი ოლიმპიური ჩემპიონი. აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი. როდესაც საქმე ეხება ორ ადამიანს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე ასწიეს საქართველოს დროშა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი პარლამენტში. არც ერთ ჩვენს დეპუტატს არასდროს არ უკადრია ამ დეპუტატთან დაკავშირებით ერთი აუგი სიტყვის თქმა, რადგან პირველ რიგში პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს და ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც ადამიანს უმაღლეს მწვერვალზე აქვს აღმართული შენი დროშა, იმას მაქსიმალური პატივი უნდა სცე. ეს არ აქვთ ლიბერალ-ფაშისტებს, იმ 150 კაცს, რომელიც იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე, „ნაცებს“ ოთხივე პოლიტიკური პარტიიდან. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ეროვნული ღირსების განცდა, სიამაყის განცდა. შეუძლიათ, ერთ დღეში გაყიდონ ადამიანი, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა ქვეყანას. ერთ დღეში შეუძლიათ, გამოაცხადონ მოღალატედ ადამიანი, რომელიც არის ასოცირებული შენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატების მოტანასთან. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე. სიბნელე, ეს ვლინდება ფეხბურთთან, სპორტთან, ინვესტიციებთან, ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, ყველაფერში ვლინდება ეს დამოკიდებულება. ამიტომ თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რადგან არ შეიძლება სიძულვილს ჰქონდეს ამხელა გასაქანი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ ნაკრების ქომაგებად, რომ ამ ტალღას აჰყოლოდნენ, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო სხვა ქმედება მათთვის კონტრპროდუქტიული. ამას არ გააკეთებდნენ რატომ - ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ სფეროში, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე მათთვის მიუღებელია ორგანულად გიორგი მამარდაშვილი როგორც შემდგარი ავტორიტეტი თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები. ორგანულად მიუღებელია ამ არაფორმალური მმართველობისთვის, უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი. სწორედ ამიტომ აწარმოებენ ასეთ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან, ეს ეხება სპორტს, ეს ეხება ინვესტიციებს, ეს ეხება ყველაფერს. აქედან გამომდინარე ყველას შეგვიძლია, ვუთხრათ ერთი რამ, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი, ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ
01 აპრილი 2026, 17:27
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლომ თითო-თითო წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას.
01 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე, ისევე როგორც აშშ-ის სიძლიერე ნატოს გარეშე ვერ იარსებებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს დატოვების იდეას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 17:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს
ყველა ქვეყანა ცდილობდა საქართველო გამოეყენებინა მათი შეხედულებისამებრ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობაში ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:19
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ საქართველოს წინააღმდეგ
ისევ ერთად შეჯგუფებული და ერთმანეთთან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აპირებენ ჩავიდნენ აშშ-ში და და გააგრძელონ ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
01 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. თქვენ რომ გეგონათ, მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე - ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ვყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები
პარტია „ობოლაძე დემოკრატების" გენერალური მდივანი ნიკა ობოლაძე ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება.
01 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
მამა ირაკლი ჭინჭარაული: ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი. მის მიერ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიოს გამორჩევა ვფიქრობ, რომ ამ ერთსულოვნების შემადგენელი ნაწილია
ქრისტეს მცნებების სიყვარულში გაერთიანება არის ერთსულოვნება, რისკენაც მოგვიწოდებდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, - განაცხადა მამა ირაკლი ჭინჭარაულმა.
01 აპრილი 2026, 17:17
სამართალი
„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
01 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო.
01 აპრილი 2026, 17:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.
01 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:10
მსოფლიო
მომავალ წელს ტალინის 20 სკოლაში გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარება იქნება ნებადართული
ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა გრძელვადიანი და დინამიკური პროცესია, რომელიც კადრებით დაკომპლექტებასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
01 აპრილი 2026, 17:07
საზოგადოება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
01 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე: ეს ის ხალხია, მიშას „ნაშებზე“ საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევს - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება
გამსახურდია ოპოზიციური მედიის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ის ხალხია, მიშას "ნაშებზე" საჩუქრების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად რომ მიიჩნევენ - აქ ჩანს მათი ეკლესიისადმი დამოკიდებულება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პირადი საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას ნორმალურად მიიჩნევს. გამსახურდიას თქმით, აქ ჩანს მათი რეალური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. "რა არის გასაკვირი? ეს ის ხალხია მიშას გულავის, თავის ნაშებზე საჩუქრების და საოჯახო საჭიროებების სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ნორმალურად რომ მიიჩნევენ. ზუსტად აქ ჩანს ნათლად მათი ეკლესიისადმი და სასულიერო საკითხებისადმი დამოკიდებულება. პირადად მაინც არ მქონდეს მათგან მოსმენილი მაგათი მიდგომები მსგავს საკითხებზე," - წერს გამსახურდია.
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.


